მათი, ვისაც სურთ საქართველო შესაწირ პაიკად აქციონ საკუთარი კეთილდღეობის ფასად, ვისაც სურთ დესტაბილიზაცია და სხვათა აგენტობა, დაგეგმილი პროვოკაციები უკვე დიდწილად გაშიფრულია და უკვე ფართო საზოგადოებამ იცის რასაც აპირებენ

მათი, ვისაც სურთ საქართველო შესაწირ პაიკად აქციონ საკუთარი კეთილდღეობის ფასად, ვისაც სურთ დესტაბილიზაცია და სხვათა აგენტობა, დაგეგმილი პროვოკაციები უკვე დიდწილად გაშიფრულია და უკვე ფართო საზოგადოებამ იცის რასაც აპირებენ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და ახსენებს, თუ რა არის მოსალოდნელი არჩევნების დღეს დესტრუქციული ძალებისგან. მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სურთ საქართველო შესაწირ პაიკად აქციონ საკუთარი […]

გიორგი ვაშაძე – ვეუბნები „ქართულ ოცნებას“, თქვენ დასრულებული ხართ! – როგორი სირცხვილია, პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე მთელი ღამე დადიოდნენ, რომ ჩვენს ბანერებზე რაღაც დაეკიდებინათ

ვეუბნები „ქართულ ოცნებას”, თქვენ დასრულებული ხართ! – როგორი სირცხვილია, რომ პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე მთელი ღამე დადიოდნენ ჩვენს ბანერებზე რაღაც დაეკიდებინათ. ხვალ ეს ხალხი წარსულს უნდა ჩავაბაროთ! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებზე, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები […]

ნიკოლოზ სამხარაძე გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე – ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს და მეტს არაფერს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს და მეტს არაფერს“. სამხარაძის თქმით, ის ბრალდებები, რაც „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში მოხვდა ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, რადგან საინტერესოა, თუ მას ეს ინფორმაცია […]

Euronews – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას

არჩევნების წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს რუსული გავლენების არსებობას და ერთგულებას უცხადებს ევროპას, – ამ სათაურით აქვეყნებს Euronews-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუს, რომლის სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჟურნალისტი Jane Witherspoon-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან სიღრმისეულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა არჩევნების […]

გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ შეიყვანა მთავრობამ ცესკოს შენობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, თუ რატომ შეიყვანა მთავრობამ ადმინისტრაციის შენობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, მთავრობას, გადაწყვეტილების მიღებისას, 2020 წლის არჩევნების შემდგომი გამოცდილებით ეხელმძღვანელა. „გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობამ მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი მოტივები და წინაპირობა ჰქონდა იმის თაობაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ. შესაძლოა, ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ეს […]

გიორგი ვაშაძე – ხვალ რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ – 26 ოქტომბრის არჩევნებით განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის შემდგომი ათწლეულები

ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, “ოცნების” მთავარი იმედია, რომ 5%-იან ბარიერს ქვემოთ რაც შეიძლება მეტი ხმა დარჩეს: “ხვალ რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის შემდგომი […]

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენას არ ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ ცდილობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს გავლენა მოახდინოს მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე. „თქვენ იცით, რომ ჩვენ საერთოდ არ ვცდილობთ და არც მგონია, ამ ქვეყნებში სიტუაციის განვითარებაზე, საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა გვქონდეს“, – აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ რეაგირებს კრემლი ბრალდებებზე, რომ რუსეთი მოლდოვასა […]

თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას ხვალ და უკვე კოალიციურ პარტნიორებთან ერთად მოვახდენთ შემდეგი კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგი გამართა, რომელსაც საერთაშორისო მედიის 30 წარმომადგენელი დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები, როგორებიცაა: BBC, POLITICO. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, […]

ხვალ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავტეხავთ პოლიტიკურად ნაცსექტას – გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს: „ჩემ უახლოვეს მეგობრებთან, დეგი დუდაევთან, გაიოზ ქარდავასთან და ბესო კეიდიასთან ერთად, დიდი ქართველის, ზვიადის ბიუსტთან ზუგდიდში. ხვალ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავტეხავთ პოლიტიკურად ნაცსექტას!“-წერს გიორგი გამსახურდია.

ველოდებით, რომ ახალი პარლამენტი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის წინაპირობებს შექმნის – მალხაზ კუნელაური

ბიზნესისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენ, ბიზნესი ველოდებით, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი შექმნის იმ წინაპირობებს, რომელიც ამ ფაქტორებს უზრუნველყოფს გრძელვადიანად და სტაბილურად, – ამის შესახებ Bm.ge-სთან ინტერვიუში “ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის” დამფუძნებელმა, მალხაზ კუნელაურმა განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესის მოლოდინია, რომ საქართველო გრძელვადიანად და სტაბილურ რეჟიმში დაბრუნდება ევროპული განვითარების გზაზე. „ველოდებით, რომ […]