მიხეილ სააკაშვილი პოლიციელებს – მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები – არჩევნების შემდეგ გაგათავისუფლებთ წნეხისგან

დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს. ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან. მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოს ახალი პოლიცია მისი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო მისი […]
პოლიტიკური კომუნიკაციების ექსპერტი ჯული გიორგაძე საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ პარლამენტის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიას შეუერთდა

პოლიტიკური კომუნიკაციების ექსპერტი ჯული გიორგაძე საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეზე სადამკვირვებლო მისიას შეუერთდა. არჩევნებზე 300 მოკლევადიანი დამკვირვებელი იქნება და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს დაფარავს, როგორებიცაა: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი […]
იტალიის ელჩმა ქვეყნის პარლამენტარების დელეგაციას უმასპინძლა, რომლებიც ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის წევრები არიან

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში, იტალიელი პარლამენტარების დელეგაციას უმასპინძლა, რომლებიც ეუთოს, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის წევრები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს. მათი თქმით, იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. „იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში იტალიელი პარლამენტარების დელეგაციას უმასპინძლა, რომლებიც […]
რაშფორდმა “ნაპოლიში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა – El Nacional-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

“ნაპოლი” “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის მარკუშ რაშფორდის დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, რაშფორდი “იუნაიტედის” სამომავლო გეგმებში არ შედის. ინგლისელის გადაბირება “ასტონ ვილასა” და “მარსელსაც” სურს, შემტევი კი უპირატესობას “ნაპოლიში” გადასვლას ანიჭებს და “პარტენოპეის” მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შესაძლო ტრანსფერზე უკვე გაესაუბრა. მოსალოდნელია, რომ გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შედგება. […]
შეშფოთება გამოიწვია – შაჰინი ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, ატლანტიკური საბჭო ქართველი თანამშრომლების სახლების ჩხრეკამ შეშფოთება გამოიწვია „საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“. ამის შესახებ მან გამოცემა The Hill-ს განუცხადა. „ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას – ეს არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის მთავარი პრინციპი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა […]
,,ადრეც გითხარი, ყველა რომ შევიდა, შედი არავის ეხსომება შენი პრინციპულობა- მეთქი მაგრამ მიჯერებ?!” – ბელა ალანია შალვა ნათელაშვილს

,,ადრეც გითხარი, ყველა რომ შევიდა, შედი არავის ეხსომება შენი პრინციპულობა- მეთქი მაგრამ მიჯერებ?!” – ბელა ალანია შალვა ნათელაშვილს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,საჭიროა ჩემი ყოფნა პარლამენტში? რას ფიქრობ შენ?” ბელა ალანია მეუღლეს კომენტარში უწერს: ,,ადრეც გითხარი, ყველა რომ შევიდა, შედი არავის ეხსომება შენი პრინციპულობა- მეთქი მაგრამ მიჯერებ?! თუმცა მეც შენსავით მოვიქცეოდი. […]
ილონ მასკი ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის ბოლოდან რეგულარულ კონტაქტზეა – The Wall Street Journal

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი 2022 წლის ბოლოდან რეგულარულ კონტაქტზეა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ გამოცემა მოქმედი და ყოფილი ამერიკელი, ევროპელი და რუსი მაღალჩინოსნების წრეებში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროების თქმით, მასკსა და პუტინს შორის საუბრები ეხება პირად საკითხებს, ბიზნესსა და გეოპოლიტიკურ დაძაბულობას. „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, როგორც ჩანს, მასკის კრემლთან […]
ინვესტიციები შენელებული კი არა, შეჩერებულია – ჯინო დოლინი

ინვესტიციები შენელებული კი არა, შეჩერებულია, – ამის შესახებ საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალის“ დირექტორმა, ჯინო დოლინმა განაცხადა. როგორც Bm.ge-ის ჯინო დოლინმა უთხრა, ბიზნესს იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დაუბრუნდება დასავლურ კურსს, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლასაც. „ინვესტიციები არის შენელებული კი არა, შეჩერებული. მე მიწევს ურთიერთობა ბევრ უცხოელ ინვესტორთან და ყველას იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ […]
როგორ იცვალა სახე „ოცნების“ პროპაგანდამ – კვლევა

2023 და 2024 წლებში, როცა მმართველმა პარტიამ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონი პარლამენტში შეიტანა, სახელისუფლებო პროპაგანდა შეიცვალა და უკვე აღარ ერიდებოდა ანტი-დასავლურ გზავნილებს – ასეთ დასკვნამდე „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ანალიტიკოსები მივიდნენ. დოკუმენტში „ახალგაზრდების საწინააღმდეგო პროპაგანდა 2023-24 – შედარებითი კვლევა“ ავტორები განიხილავენ პროპაგანდის გზავნილების ცვლილებას და მათ განმაპირობებელ მიზეზებს. რა ცვლილებებზეა საუბარი? მთავარი, რასაც ანალიტიკოსები გამოყოფენ, ისაა, […]
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ მთავრობამ მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, ღრმად გვწამს, არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კითხვაზე, თუ რა დონეზეა დიალოგი ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანების თაობაზე და როგორია შემდეგი ეტაპი ამ მხრივ საქართველოსთვის, პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე […]