ლევან მაჭავარიანი – თემურ ჭყონია მუქარის ტონით მოუწოდებს თანამშრომლებს, რომ ხმა უნდა მისცენ ოპოზიციას, მაგრამ როცა ისინი მარტო დარჩებიან, იციან, რომ უნდა გააფერადონ მშვიდობა და 41

ჩვენთან გამოდის ეს ინფორმაციები, რომ ბატონი ჭყონია მოუწოდებს თავის თანამშრომლებს, თან მუქარის ტონით მოუწოდებს, რომ აუცილებლად ხმა უნდა მისცენ ოპოზიციას, მაგრამ მისი თანამშრომლები რომ შევლენ საარჩევნო უბანზე და მარტო რომ დარჩებიან, გაიაზრებენ, რომ მათ უკან დგანან ოჯახები, მშობლები და მათ ურჩევნიათ მშვიდობა. მათ არ უნდათ, არავის არ უნდა ქაოსი და არეულობა, რაღაცა ტექნიკური მთავრობა, ერთ […]
ირაკლი კობახიძე – „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი ჩვენი ერის გადაწყვეტილებას წარმოადგენს

ჩვენ მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონის შინაარსთან. ჩვენთან საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ მიიღო და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვთ საერთო რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან. „კიდევ ერთი რამ, რაც […]
ირაკლი კობახიძე – ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში

ჩვენ ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ გამოცდილებით ქვეყანამ ბევრი რამ ისწავლა. „ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში. ჩემთვის, როგორც […]
გახარია: თუ ამომრჩევლის რაოდენობა უბანზე იქნება 2 მილიონი, ოცნების მხარდაჭერა მხოლოდ 28%-ია

დღეს ყველა კარგად ვხვდებით, რომ ქართული ოცნების მაქსიმალური საოცნებო მხარდაჭერა შეიძლება იყოს 60 0000 ხმა. ამიტომ ოცნების ბედს და შესაბამისად, შემდგომ 10-15 წელს განსაზღვრავს ამომრჩევლის რაოდენობა საარჩევნო უბანზე. თუ ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება 1 მილიონი, ოცნების მხარდაჭერა იქნება 60%. თუ ამომრჩევლის რაოდენობა უბანზე იქნება 2 მილიონი, ოცნების მხარდაჭერა მხოლოდ იქნება 28%. ამიტომ, თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა […]
რა არის უფრო მომგებიანი ბიზნესისთვის: კომერციული უძრავი ქონების ყიდვა თუ დაქირავება?

კომერციული უძრავი ქონების ყიდვასა და იჯარას შორის არჩევანის გაკეთება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ბიზნესისთვის. ეს არჩევანი პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებებზე, მოქნილობასა და ზრდის სტრატეგიაზე. თითოეულ ვარიანტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან და ბაზრის ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე. ზოგიერთისთვის უძრავი ქონების ყიდვა შეიძლება იყოს მომგებიანი გრძელვადიანი ინვესტიცია სხვებისთვის, […]
ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ირაკლი კობახიძე

ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპა ბუნებრივი არჩევანია საქართველოსა და ქართველებისთვის. „ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი, ხოლო ევროპა ყოველთვის იყო ასოცირებული ქრისტიანობასთან. საქართველოსთვის ევროპა ყოველთვის იცავდა, […]
ბანკები თავს იკავებენ მსხვილი კრედიტების გაცემისა და ახალი პროექტების დაფინანსებისგან – ეკონომისტი

არჩევნებამდე ბოლო დღეების ათვლა უკვე დაწყებულია. ექსპორტიორები ამბობენ, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებამ და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსმა ევროპელ პარტნიორებში მათდამი ნდობა შეამცირა. როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციაშია აღნიშნავენ, ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. ეკონომისტი ირაკლი მურცხვალაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კომერციული ბანკები კრედიტების გაცემისგან თავს იკავებენ. მისივე თქმით, ჭარბი სავალუტო ნაკადების გამოსყიდვის შემდეგ […]
ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის […]
საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება – ირაკლი კობახიძე

„ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი. საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმაუნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არდაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიისგამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლევან მაჭავარიანი – ბაჩიაშვილი არის ხავსს მოჭიდებული ახალგაზრდა, რომელმაც იცის, რომ მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს და ცდილობს, ოპოზიციასთან დაახლოებით თავი გამოიძვრინოს

ბაჩიაშვილის არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და სხვა გზა რომ ვერ იპოვა, მოდი, ახლა ოპოზიციას შევუერთდები, იქნებ რაღაცით გადამარჩინონო, იმიტომ, რომ იცის, რაშიც არის დამნაშავე, ყველაფერი კარგად მოეხსენება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, აბსურდულ განცხადებებს ავრცელებს, თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობს, […]