„ჩვენ გვესმის, რომ სათანადო ეკონომიკური მაჩვენებლების გარეშე საქართველოს არ მიიღებენ, როგორც ევროკავშირის სრულფასოვან წევრს“ – პრემიერი

„ჩვენ გვწამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი. მეორე მხრივ, საქმე ეხება ქვეყნის განვითარებას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. „2021, 2022 და 2023 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 9.7%-ს.წლევანდელი წინასწარი მონაცემებით კი, გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასე, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესმის, რომ სათანადო ეკონომიკური მაჩვენებლების […]
საერთაშორისო სასამართლომ მონღოლეთს ბრალად დასდო რომის სტატუტის დარღვევა

პუტინის დაკავებაზე უარის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რომის სტატუტის მონაწილე ქვეყნებს განსახილველად გადასცა მონღოლეთის საქმე, რადგან მან უარი თქვა დაეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ულან-ბატორში ვიზიტის დროს. იმით, რომ არ დააკავა პუტინი, მონღოლეთმა არ შეასრულა თანამშრომლობის მოთხოვნა, რაც ეწინააღმდეგება რომის სტატუტის პრინციპს და ხელი შეუშალა სასამართლოს, განეხორციელებინა თავისი ფუნქცია და უფლებამოსილება, ნათქვამია საქმეთა […]
რუსეთმა ღამით კიევს დრონები დაუშინა

ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის წინააღმდეგ დრონების ორი ტალღა გაუშვა. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს ამ თვეში კიევზე მე-15-ე თავდასხმა იყო. ქალაქის სამხედრო ადმინისტრატორმა სერჰიი პოპკომ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ თავდასხმის დროს, რომელიც ოთხ საათს გრძელდებოდა, ქალაქის თავზე ათობით დრონი ჩამოაგდეს. მან იქვე დაამატა, რომ ხელისუფლებას ადამიანების დაშავების შესახებ ცნობები არ მიუღია და ნამსხვრევებით გაჩენილი […]
,,გერმანიაში, სახელმწიფოსგან ყველა ბავშვი იღებს ,,ბავშვის ფულს”, 250 ევროს, სანამ ის არ დაიწყებს დამოუკიდებლად შრომას” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე: ,,მოიყვანეთ ევროპა საქართველოში! არ მყოფნის შემოსავალი – ვინ დამეხმარება ბავშვების გაზრდაში? ევროკავშირში ყველა ბავშვს, მიუხედავად მისი მშობლების შემოსავალისა, დაბადების დღიდან ეძლევა “ბავშვის ფული”. მაგ. გერმანიაში დაბადებიდან 18 წლამდე და შემდეგ 18-დან 25 წლამდე სახელმწიფო ყველა ბავშვს ყოველთვიურად უხდის ე.წ. “ბავშვის ფულს”. გერმანიაში ეს არის ოჯახის ყველა ბავშვზე თვეში 250 ევრო. ევროპის სხვადასხვა […]
,, ეს არის შენი ის ცხოვრება, რომელსაც ოცბების დონეზეც კი ვერ იოცნებებდი, მაგრამ შენ ეს ცხოვრება ივანიშვილმა მოგცა” – ირაკლი ლატარია გიორგი ბაჩიაშვილს

ეკონომისტი ირაკლი ლატარია ივანიშვილის ფინანსისტის, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს ანონსს ეხმაურება: ,,ერთ დილას გირეკავენ და გნიშნავენ ისეთ ადგილას, სადაც ხელფასი იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე ეს აქვს საშუალო შემოსავლიან 50 ოჯახს ერთად აღებულს. იწყებ ცხოვრებას – როგორ? ყოველი თვის ბოლოს ანგარიშზე გაქვს 100 ათასი ლარი (ოფიციალური შემოსავლები), გყავს საუკეთესო მანქანა (ეგეც ოფისმა გიყიდა), დადიხარ მსოფლიოს თითქმის ყველა […]
,,თუ ასე მოხდება, ვაღიარებ, რომ ეს ქოცები მართლა ნაცები ყოფილან!!!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ფონდის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი წერს: ,,ხვალ საღამოს თუ გამოვიდა ის ბრძენი კაცი, აღიარა არჩევნებში დამარცხება და დემოკრატიულად გადააბარა ხელისუფლება ოპოზიციას, ვაღიარებ, რომ ეს ქოცები მართლა ნაცები ყოფილან!!!!!!!”
საქართველოში პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი

საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. “საქართველოში პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი”, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7198 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7198 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7174 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9356 ლარს შეადგენდა. […]
“სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ, თუმცა…” – შჩესნიმ კონკურენტის შესახებ ისაუბრა

“ბარსელონას” ახალწვეულმა ვოიცეხ შჩესნიმ თავის კონკურენტის ინიაკი პენიას შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, პოლონელს “ბლაუგრანას” მაისურით ოფიციალური მატჩი ჯერჯერობით არ ჩაუტარებია და მთელ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. 34 წლის კარის დარაჯის თქმით, პენია შესანიშნავად გამოიყურება და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. “მწვრთნელთან ბევრს ვსაუბრობ, მას უკვე ვუთხარი, რომ 100%-ით მზად ვარ, თუმცა გუნდი შესანიშნავად […]
მაღალმთიან დასახლებებში, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაზე, განაცხადების 80-90% საოჯახო ტიპის სასტუმროებზე მოდის – ნატალია ხარატიშვილი

მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაზე განაცხადების 80-90% საოჯახო ტიპის სასტუმროებზე მოდის, – ამის შესახებ სოფლის განვიტარრების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი განაცხადი აღნიშნული მიმართულებით რაჭის რეგიონში დაფიქსირდა. “ერთ-ერთი პროგრამა მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს, რომელიც შარშან დავიწყეთ. ეს არ არის მხოლოდ სოფლის […]