ზელენსკიმ არ ისურვა გაეროს გენერალური მდივნის კიევში ჩასვლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის კიევში ვიზიტზე. ამის შესახებ France Presse-ი და RBC-Ukraine იუწყებიან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წყაროებზე დაყრდნობით. ვიზიტზე უარის მიზეზი გახდა გუტერეშის მონაწილეობა ბრიკსის სამიტში, რომელიც ყაზანში გაიმართა. 24 ოქტომბერს BRICS-ის სამიტზე გუტერეშმა საერთაშორისო ლიდერებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მოუწოდა უკრაინაში „სამართლიანი მშვიდობის“ დამყარებისკენ. ზელენსკის […]
სოფიო ხორგუანი – საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ნამდვილ სიმართლეს, სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს, ევროპულ კეთილდღეობას

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ნამდვილ სიმართლეს, სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს, ევროპულ კეთილდღეობას, ნამდვილ მშვიდობასა და ნამდვილი ღირსებით და თავისუფლებით არჩევანის გაკეთების უფლებას , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფიო ხორგუანმა შემაჯამებელი ბრიფინგზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა რეგიონალურ მედიას თანამშრომლობისათვის და დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხორგუანმა საზოგადოებას ერთთვიანი საარჩევნო კამპანიის ანგარიში ჩააბარა, […]
დავით შერაზადიშვილი – ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურმა კომუნიკაციამ გამოავლინა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ეკონომიკური კეთილდღეობა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც მადლობას უხდის ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამართულ შეხვედრებში აქტიურობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. შერაზადიშვილის განცხადებით, ორ თვიან წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიურმა კომუნიკაციამ გამოავლინა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ აღნიშნული […]
რა უფლებებით სარგებლობს ამომრჩეველი, საარჩევნო უბანზე? – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

იურისტმა და სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა „კომერსანტის დილის“ საავტორო რუბრიკაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. ჟორჟოლიანმა იმ დეტალებს გაუსვა ხაზი, რომლებიც მიუხედავად საგანმანათლებლო კამპანიებისა, ნაკლებად ექცევა ყურადღება. „ამომრჩეველმა ორი მთავარი დეტალი უნდა გაითვალისწინოს: არ შემოხაზოს და არ გადაკეცოს ბიულეტენი. აუცილებელია, ხალხმა იცოდეს, თუ ჩათვლიან, რომ ბიულეტენი გაუფუჭდათ, მათ ამ ბიულეტენის შეცვლის უფლება აქვთ. უბრალოდ კომისიის […]
„ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია“ – პრემიერი

ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა. „ზოგადად, ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო […]
ბლინკენი ლიბანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ისრაელის ლიბანზე დარტყმების შესახებ მსჯელობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 25 ოქტომბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. იმავდროულად, ვაშინგტონი ბეირუთის მთავრობაზე წნეხს ახორციელებს, რათა მან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იმოქმედოს. ახლო აღმოსავლეთის ტურნედან დაბრუნებისას, ბლინკენი ლონდონში ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის შეხვდა, რომელიც ლონდონში წინა დღით პარიზიდან ჩავიდა, სადაც ლიბანის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობდა. კამერების წინ ორივე ოფიციალური პირი იღიმებოდა, თუმცა […]
„ქართული ოცნება“ ახალგაზრდების წინააღმდეგ – კვლევა

რუსული კანონის საწინააღმდეგო საგაზაფხულო აქციების დროს მმართველი პარტია აქტიურად ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს პროტესტის უკან ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ და საქართველოში მისი „აგენტურა“ იდგა. თუმცა, ამ ნარატივში ნაკლებად ჯდებოდა ის, რომ აქციების ერთ-ერთი მამოძრავებელი ახალგაზრდა თაობა, მათ შორის სტუდენტები იყვნენ. მათი დისკრედიტაციისთვის „ოცნებამ“ სხვა სტრატეგიაც აირჩია – ასეთ დასკვნამდე „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ანალიტიკოსები მივიდნენ დოკუმენტში „ახალგაზრდების […]
მალხაზ მაჩალიკაშვილი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს:
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7198 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7198 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7198 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7174 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9356 ლარს შეადგენდა. […]
Heineken-ის შემოსავალი 2024 წლის მესამე კვარტალში 5,5%-ით დაეცა

ნიდერლანდების კომპანია Heineken-მა გამოაცხადა შემოსავლის შემცირება 2024 წლის მესამე კვარტალში. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს. ამრიგად, 2024 წლის ივლის-სექტემბერში კომპანიის შემოსავალმა შეადგინა $9,80 მილიარდი, რაც 5,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გამოცემის ცნობით, ეს გამოწვეულია მთელ მსოფლიოში მომხმარებლების მიერ ალკოჰოლზე დანახარჯების შემცირებით.