ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ “ივანიშვილმა ოფშორების კანონით სახელმწიფოს 400 მლნ მოჰპარა”

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ინტერვიუში ბაჩიაშვილი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. ოფშორების კანონს, რაზეც მან თქვა: “[ბიძინა ივანიშვილმა] ერთ ოპერაციაში, დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს”. მისივე თქმით, ეს კანონი “ქართულმა ოცნებამ” მაშინ შეიტანა პარლამენტში, როდესაც […]
ეს არის გადამწყვეტი, 2012 წლის ტოლფასი არჩევნები

ეს ნამდვილად არის გადამწყვეტი არჩევნები, ეს არის 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ეს არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც არჩევანი ძალიან მარტივია ჩვენი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევანის სიმარტივე ეფუძნება წარსულ გამოცდილებას. „არჩევანი არის შემდეგი – ერთ მხარეს არის ომი, გახსოვთ, […]
საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა. მისი […]
არიზონა – რა აქვს გამორჩეული ამ მერყევ შტატს

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ყურადღება რამდენიმე გადამწყვეტი, ე.წ. მერყევი შტატისკენაა მიმართული. მათ შორის ერთ-ერთი არიზონაა, რომელიც, როგორ წესი რესპუბლიკელების მხარდამჭერი შტატი იყო, მაგრამ 2020 წელს იქ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
“არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას”, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას” – გიორგი გახარიას განცხადება

“არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას”, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას”. ხმა მიეცით ნებისმიერ სხვას, ვისაც თქვენი გონება და რაც მთავარია, გული გიკარნახებთ” – გიორგი გახარიამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან ისაუბრა ხვალინდელი დღის მნიშნელობაზე და აღნიშნა, რომ თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, ზუსტად ისე, როგორც მოხდა 2020 წელს, მაშინ „ოცნების” […]
ბაჩიაშვილი: ივანიშვილი პუტინის მმართველობის მოდელს 12 წელია აშენებს

პუტინის მმართველობის მოდელს აშენებს 12 წელი, აბა ევროპულ მოდელს ხომ არ აშენებს. ის საუბრობდა ბევრს ევროპაზე და დასავლურ ღირებულებებზე მაგრამ თუ დააკვირდები იმ ქცევას, 12 წელი წმენდდა მთელ ხელისუფლებას და თავის პარტიას ნებისმიერი პროდასავლური ადამიანისგან. დამისახლეთ დღეს ერთი მართლა პროდასავლური პიროვნება მის გარემოცვაში. შესაბამისად ის მეთოდურად, 12 წელი ამას აკეთებდა. იმას აკეთებდა, რომ აც ერთი […]
ბაჩიაშვილი ხსნის, რატომ არ დგას „კრედიტ სუისიდან“ ივანიშვილის ფულის მოპარვის უკან „გლობალური ომის პარტია“

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და მასთან დაახლოებული პირი, გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ხსნის, თუ რატომ არ დგას ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ ბანკ „კრედიტ სუისიდან“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხების გაფლანგვის უკან. თანაინვესტირების ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ბაჩიაშვილის განცხადებები ცილისმწამებლურია. როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, თანხის მოპარვის ფაქტები პირველმა სწორედ მან აღმოაჩინა და ხელმძღვანელობდა დავას […]
რას ჰპირდება ამომრჩეველს “ქართული ოცნება” | მოკლედ

12-წლიანი მმართველობის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლა მე-4 ვადით სურს. უფრო მეტიც, ისინი მოსახლეობას მხარდაჭერას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისთვის სთხოვენ. ძირითადი გზავნილები მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაახმიანა. 20 აგვისტოს გამოქვეყნდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადება, სადაც ისინი ჩამოთვლიან იმ საჭიროებებს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ. ასეთი სულ ოთხია: · ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა; · “ლგბტ […]
0:6. საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სახლში ირლანდიასთან 0:6 დამარცხდა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და შემოგვიტიეს. მსაჯმა ჩათვალა, რომ 37-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე დანელიას მოხვდა, პენალტი დანიშნა და თავისი გუნდი მაკეიბიმ დააწინაურა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, მეტოქე აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და კარუსამ ქუსლით გაბუნიას ლამაზი გოლი გაუტანა. […]
საბა ბუაძე – ხვალ საარჩევნო შედეგი ძალიან მშვიდად გაფორმდება – „ქართულ ოცნებას“ მოუწევს საკუთარი მარცხის აღიარება

ქართველი ხალხი გადაწყვეტს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ძალების საპარლამენტო წარმომადგენლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას უნდა ვცეთ პატივი და დავემორჩილოთ მის ნებას , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ბუაძემ აღნიშნა, ხვალ, „რუსული საქმის გამკეთებლებს, საკადრისი პასუხი გაეცემათ“. “სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნებში არის ორი […]