CNN-ის ბოლო გამოკითხვაში ტრამპმა და ჰარისმა 47%-47% დააგროვეს

5 ნოემბრის არჩევნებამდე CNN-ის ბოლო საყოველთაო გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა და მისმა მეტოქემ დემოკრატების პარტიიდან, კამალა ჰარისმა, 47-47 პროცენტი დააგროვეს თავ-თავიანთ სავარაუდო ამომრჩევლებს შორის. გამოკითხვას, რომელიც ჩატარდა ტელეფონით, 20-23 ოქტომბერს 1704 დარეგისტრირებულ ამომრჩეველს შორის და გამოქვეყნდა25 ოქტომბერს, ცდომილების ზღვარი 3.1 პროცენტია. ფორუმი

გიგი წერეთელი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული საქართველოში

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც წერეთელი აღნიშნავს, სადამკვირვებლო მისიები დაინტერესდნენ წინასაარჩევნო კამპანიით და ქვეყანაში არსებული პოლარიზაციით. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული საქართველოში. უმეტესწილად, ეს გამოცდილი ხალხია, როგორც ეუთო-ოდირის მხრიდან, ასევე, პრაქტიკულად ყველა დიდი საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაა […]

ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია, არ გვეღირსება ევროპა – ყველაზე ევროპული და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის „ქართული ოცნება“

ყველაზე ევროპული ძალა ამ ქვეყანაში არის სწორედ „ქართული ოცნება“, რაც მთავარია, ყველაზე ქართული და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის „ქართული ოცნება“, რომელიც ზრუნავდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა განაგრძოს […]

“30 დარტყმა, 0 გოლი და 18.5 მილიონად შეძენილი მიქაუტაძე თადარიგში” – ფრანგული მედია

Lyonfoot-ი ევროპა ლიგის მესამე ტურში „ლიონის“ სახლში „ბეშიქთაშთან“ 0:1 წაგებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეტევის ხაზი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა. გამოცემა წერს, რომ მწვრთნელს, პიერ საჟს თავდასხმაში მოედანზე ლაკაზეტი, შერკი და ბენრაჰმა ჰყავს, სათადარიგოთა სკამზე კი 18.5 მილიონად შეძენილი მიქაუტაძე, როდესაც ლაკაზეტი ნაკლებად ეფექტურია, ხოლო ქართველს ჯერ „ოლომპიკში“ გოლი არ გაუტანია, მისთვის ორივეს ერთად დაყენება წარმოუდგენელია […]

რუსეთი ჰუსიტებს სატელიტურ მონაცემებს აწვდიდა გემებზე თავდასხმების მიზნით

რუსეთმა იემენელ მეამბოხეებს, ჰუსის მიმდევრებს მიაწოდა სატელიტური მონაცემები, რომლებიც წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა. ამის შესახებ წერს The Wall Street Journal-ი წყაროებზე, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ორ ევროპელ თანამშრომელზე დაყრდნობით. გამოცემის ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მონაცემების გადაცემა ხდებოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრების საშუალებით, რომლებიც იემენის ჰუსიტთა რიგებში იყვნენ ჩანერგილი. იემენის ჰუსიტები, რომლებიც იემენის ჩრდილო-დასავლეთს […]

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო შემდეგი 4 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით – პრემიერი

ეკონომიკური ზრდა არის მთავარი, რაც განაპირობებს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით, მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და თუნდაც, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მიღწევებზე 2012 წლიდან. ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საქმიანობის პირველი 8 წელი იყო საკმაოდ რთული, […]

რა მიზნით იღებენ ოჯახები ვალს?

პლატფორმა „კომენტარის“ დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა საქართველოს მოსახლეობაში ვალის დონე გაზომა. 11 რეგიონში გამოკითხული 1200 ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ვალის დაგროვების ტენდენციები ცხადყოფს, რომ ქვეყნის მასშტაბით სესხისადმი დამოკიდებულება იზრდება. ვალის/სესხის აღების დინამიკის მიხედვით, ბოლო 10 წელიწადში ასეთი პრაქტიკა 9%-დან თითქმის 33%-მდეა გაზრდილი. სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ოჯახების 62%-ს რაღაც ტიპის ვალი თუ სესხი ამ […]

რა არის BRICS და როგორია მისი ეკონომიკური რესურსი

BRICS-ის სამიტი, რომელიც 22 ოქტომბერს ყაზანში გაიხსნა, რუსეთისთვის ყველაზე წარმომადგენლობითი საერთაშორისო ღონისძიებაა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს. სტუმრებს შორის არა მხოლოდ ბლოკში მონაწილე ქვეყნების, არამედ იმ სახელმწიფოების ლიდერებიც არიან, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ მასში გაწევრიანების შესაძლებლობას. სამიტს თვით გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც კი დაესწრო, რის […]

„ომის პარტია არის მხოლოდ ერთი და არის მოსკოვში“,- პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაციონალური და საერთაშორისო მედიის კითხვებს არჩევნებამდე დღენახევრით ადრე, 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. დადებითი მესიჯები, ამომრჩევლის გამხნევება და წახალისება არჩევნების წინ და რა თქმა უნდა, მოწოდება, რომ ყველა მოქალაქემ მოიხადოს ვალი სახელმწიფოს წინაშე. ეს იყო პრეზიდენტის პრესკონფერენციის ძირითადი მიზანი. კითხვების უმეტესი ნაწილი ეხებოდა მოვლენების განვითარების ხედვას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში პროდასავლური […]

პრემიერი – საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ძირითადად აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე, არცერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ნებისმიერ ქვეყანაში ძირითადად, აქცენტი კეთდება სამ თემაზე – ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება და ამომრჩევლის მოსყიდვა, არცერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა დღეს ყველა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქედან ჩანს, რომ ამ მიმართულებით არავითარი „არათუ […]