ისრაელში შეიარაღებული პირი ქვეითებს მანქანით დაეჯახა და ცეცხლი გახსნა

ისრაელის ქალაქ რაანანაში შეიარაღებული პირი ქვეითებს მანქანით დაეჯახა და ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ერთი ადამიანი, 17 კი დაიჭრა. ინფორმაციას timesofisraelავრცელებს. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ორი პალესტინელი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც ქალაქში არალეგალურად მუშაობდნენ. თავდამსხმელებმა სამი ავტომობილი გაიტაცეს და სხვადასხვა ლოკაციაზე მოსახლეობას თავს დაესხნენ. მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები და მოზარდები.

სოციალურ ქსელში უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული Іл-22М-ის ფოტო გამოჩნდა

სოციალურ ქსელში უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული Іл-22М-ს ფოტო გამოჩნდა. ფოტოზე ჩანს, რომ ბომბდაშენს სერიოზულად აქვს დაზიანებული გვერდითა ნაწილი და სტაბილიზატორი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა ორი მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო თვითმფრინავი – მზვერავი A-50 და ბომბდამშენი Іл-22М – ჩამოაგდეს. როგორც BBC წერს, რუსული სამხედრო წყაროები ადასტურებენ […]

კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს სასამართლომ გირაო შეუფარდა | სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობის საქმე

კასპის საკრებულოს ორ მაღალჩინოსანს, რომლებსაც ბრალი სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინათ, სასამართლომ გირაო შეუფარდა, თუმცა რაოდენობა უცნობია. სხდომა დახურული იყო. საუბარია 2022 წელს კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ბიუჯეტის განხილვისას “ქართული ოცნების” წევრები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა აქტივისტმა დაზიანებები მიიღო. ბრალდებულებს შორის არიან საკრებულოს აპარატის უფროსი ზურა ჩიტიშვილი და […]

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქართული სანელებლების რუსული ბიზნესის შემოსავალმა $0.5 მლნ-ს გადააჭარბა – Forbes

ქართული პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი რომ რუსეთია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ამის პარალელურად, რუსები ქართული პროდუქციით ახალ ბიზნესებს იწყებენ და წარმატებითაც ავითარებენ. Forbes-ი ქართული სუნელების რუსულ ბიზნეს Kitchen Ceremony-ზე სტატიას აქვეყნებს. სადაც წერს, რომ რუსულ ბაზარზე 7 წლის წინ ქართული სანელებლები არ იყო და სწორედ ამ ფაქტორმა შეუწყო ხელი Kitchen Ceremony-ის წარმატებას. გამოცემა წერს, რომ […]

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებლებს შიდა, უპროცენტო, ერთწლიან ლიზინგს სთავაზობს

წარმატებული 2023 წლის შემდეგ „პორშე ცენტრი თბილისი“ 2024 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს. ავტოსადილერო მიმართულებით, საქართველოში პირველად, პორშეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“ პორშეს ბრენდის ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს სალიზინგო მომსახურებას„პორშე ცენტრი თბილისში“ არსებულ მოდელებზესთავაზობს. პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „მოგეხსენებათ, პორშე გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებითა და […]

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებლებს შიდა, უპროცენტო, ერთწლიან ლიზინგს სთავაზობს

წარმატებული 2023 წლის შემდეგ „პორშე ცენტრი თბილისი“ 2024 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს. ავტოსადილერო მიმართულებით, საქართველოში პირველად, პორშეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“ პორშეს ბრენდის ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს სალიზინგო მომსახურებას „პორშე ცენტრი თბილისში“ არსებულ მოდელებზე სთავაზობს. „მოგეხსენებათ, პორშე […]

ნატო-ში აცხადებენ, რომ Bild-ის სტატია რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესახებ სასწავლო სცენარს ეხება

Bild-ის სტატია რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესახებ სასწავლო სცენარს ეხება. ამის შესახებ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა, იანის სარტსმა განაცხადა. „Bild-მა სასწავლო სცენარი მოიპოვა, რომელიც სამხედრო შესაძლებლობების გამოსაცდელად ყოველთვის წარმოსახვით სიტუაციას ეხება. ადრე მსგავსი სცენარები არარსებულ სახელმწიფოებსა და გეოგრაფიას აღწერდა, დღეს რეალური ქვეყნები უფრო ხშირად გამოიყენება“, – წერს იანის სარტსი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). Bild-ის […]

პუტინმა და მოდიმ უკრაინის საკითხი განიხილეს და ერთმანეთს არჩევნებში წარმატება უსურვეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, უკრაინის საკითხი განიხილეს და მომავალ არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს. ორი ქვეყნის ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. ორმა ლიდერმა, „გამოთქვა ინტერესი ურთიერთსასარგებლო ორმხრივი კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე“. საუბარი ასევე შეეხო “უკრაინაში არსებული ვითარების“ საკითხს, – ნათქვამია ორშაბათს, 15 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, კრემლის მიერ გავრცელებულ […]

კრემლი: დავოსში კიევის სამშვიდობო წინადადებაზე მსჯელობა უშედეგო იქნება

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, კიევის სამშვიდობო წინადადებაზე დავოსში დაგეგმილი მოლაპარაკებების უშედეგო იქნება, რადგან დისკუსიებში რუსეთი არ მონაწილეობს. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში “სამხედრო ოპერაციას” გააგრძელებს იქამდე, სანამ მის ყველა მიზანს არ მიაღწევს. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს, კრემლი კვლავ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უნდა წარიმართოს, რომელიც სტარტს ამ კვირაში აიღებს. შეხვედრაზე, მსოფლიო […]