დარწმუნებული ვარ, ჩინეთთან თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, შევძლოთ იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას აქვს – დავით სონღულაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ჩინეთში, სადაც “ქართული ოცნების” დელეგაცია შეხვედრებს მართავს, მიმდინარე ვიზიტებს აფასებს და აცხადებს, „მეორე დღეა მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრები როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოში“. სონღულაშვილი საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკურ თუ სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მნიშვნელოვანია, შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული, როგორც სავაჭრო ურთიერთობების […]

სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ), ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება. უწყების განმარტებით, აღნიშნული ჯგუფის მიზანი, მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაცია და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. “სემეკი, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ფუნქციონირებს 1997 წლიდან. კომისია, როგორც ინსტიტუცია შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, USAID-ის […]

ირაკლი ჩიქოვანი ჩინეთში ვიზიტზე – აბსოლუტურად ყველგან გვხვდება გაგება იმ თანამშრომლობის მნიშვნელობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს – ყველა აფასებს შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით

დღეს გვქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეხვედრა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველგან გვხვდება გაგება იმ თანამშრომლობის მნიშვნელობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის […]

ურანის ფასმა $92-ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია

Trading Economics-ის ცნობით, იანვარში ურანის ფასი ზრდას განაგრძობს და მისმა ღირებულებამ 1 ფუნტზე 92 დოლარს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ფასების ზრდა გამოწვეულია ურანზე მოთხოვნის ზრდის ნიშნებით და ამავდროულად მიწოდების შესახებ გაზრდილი რისკებით. ენერგოკომპანიებმა 2023 წელს 160 მილიონი ფუნტი ურანის მიწოდებაზე გააფორმეს კონტრაქტები, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი ოდენობაა. წიაღისეული საწვავის ფასების […]

გაცნობის აპლიკაცია TINDER ბელარუსიდან გადის

15 თებერვალს გაცნობის აპლიკაცია Tinder ბელარუსის ბაზარს დატოვებს. “კომპანია Match Brand-ის ბრენდები, Tinder-ის ჩათვლით, ბელარუსში საკუთარი სერვისებს შეაჩერებს. 15 თებერვლიდან, თუ თქვენ იმყოფებით ბელარუსში, ვერ შეძლებთ Tinder-ის გამოყენებას. ამ თარიღამდე შესაძლებლობა გაქვთ გაიცნოთ და ესაუბროთ სხვა მომხმარებლებს”. – წერია სერვისის განცხადებაში. გარდა ამისა, Tinder-ის პრესსამსახურის ცნობით, ბელარუსში ფასიანი სერვისები ავტომატურად აღარ განახლდება. ამასთან, მომხმარებლებს, რომლებმაც […]

“წარმომიდგენია უკვე, წალენჯიხაში 2024 არჩევნები, წინა მონაგონი იქნება” – ბელქანია

ორი ფაქტი: ტვ. მაესტროზე არის გადაცემა, “რეგიონები მაესტროზე”. ყველა რეგიონი იყო წარდგენილი წალენჯიხის გარდა ყველა მუნიციპალიტეტის შესასვლელთან არის კედელი ( უგემოვნო დიზაინით) წარწერით თუ რომელი მუნიციპალიტეტი იწყება; ყველგანაა, წალენჯიხის გარდა. ამათ წალენჯიხა აქვთ “დასაბრუნებელი” და წალენჯიხას კი აფხაზეთი))) აი, სად ავცდით ჩვენ და ხელისუფლება. ისე, სასწაულია ჩემი წალენჯიხა რა! წარმომიდგენია უკვე, აქ 2024 არჩევნები. წინა […]

ზვავის ჩამოწოლის შედეგად ჩინეთის ერთ-ერთი სოფლიდან 1000-მდე ტურისტის გამოყვანა ვერ ხერხდება

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სინძიანის რეგიონში ძლიერი თოვლის შედეგად გამოწვეული ზვავის შედეგად ერთ-ერთ სოფელში 1000-მდე ტურისტის გამოყვანა ვერ ხერხდება. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. სოფელი ჰემუ ყაზახეთს, რუსეთსა და მონღოლეთს საზღვრებთან მდებარეობს. ტურისტულად პოპულარული სოფელი უკვე რამდენიმე დღეა, რაც მოწყვეტილია გარე სამყაროს. ზვავის ჩამოწოლის შედეგად ზოგიერთ მონაკვეთზე 7 მეტრამდე სიმაღლის თოვლია ჩამოწოლილი. გზის გაწმენდის სამუშაოები ერთი კვირის […]

სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება, ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიზანიცაა მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაცია და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სემეკის ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს სემეკმა ბოლო პერიოდში გაზარდა რეგულირების საფასური და შესაბამისად, გაზარდა შემოსავალი, რომელიც მათი თქმით, […]

მამუკა ყურაშვილი – „შულერების“ პარტია მართავს დღეს ხელისუფლებას

„შულერების“ პარტია მართავს დღეს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ეს არის წინასაარჩევნო „ტრიუკი“, რომელი „ტრიუკითაც“ აპირებენ დახვდნენ ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებას, ვეტერანების პენსიაზე. ყურაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ვეტერანების „გაჭირვებით ისარგებლოს“. „შულერების“ პარტია მართავს დღეს ხელისუფლებას. ვხედავთ, რომ თაღლითობით არიან დაკავებულები და […]

კულებას თქმით, მას მოლაპარაკებებზე ლავროვისთვის სახეში გარტყმის სურვილი ჰქონდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღიარა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს თანამოსაუბრისთვის დარტყმა უნდოდა. კულებამ ამის შესახებ ისაუბრა უკრაინელ ჟურნალისტ რომან ბებეხისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ბებეხის არხზეა გამოქვეყნებული YouTube-ში. „ყველაზე რთულია ის მოლაპარაკებები, სადაც გინდა ადგე და თანამოსაუბრეს სახეში გაუქანო, მაგრამ ამის უფლებას ვერ მისცემ საკუთარ თავს. […]