თიბისის მხარდაჭერით, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ – ICCA წევრი კომპანიების შეხვედრა ჩატარდა

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ“, თიბისის მხარდაჭერით, ახალი წევრი კომპანიების ტრადიციულ პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიები წარადგინეს, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებენ: „ელსაიდი“, „ჰიდროდიაგნოსტიკა“, „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“, „ვორტექსი“, „სელფორდი“, „აპარტ ქონსთრაქშენი“, „სპეცკომფორტი“. „ღონისძიება, რომელსაც ასოციაცია, უკვე არაერთი წელია ტრადიციულად მართავს, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სექტორის, ერთი მხრივ, მრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, აძლიერებს ჩვენს […]

დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი – საგარეო საქმეთა სამონისტრო ბაქოში აფეთქებაზე

დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი – საგარეო საქმეთა სამონისტრო ბაქოში აფეთქებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადასტურდა, რომ ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. “მთავარის” ინფორმაციით, ის 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის სოფელ ნახიდურის მკვიდრი იყო. კაცი ბაქოში სამუშაოდ იყო წასული. “დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის […]

5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე რუსეთის მოქალაქეებზე მოდის – საბა ბუაძე

5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე რუსეთის მოქალაქეებზე მოდის – საბა ბუაძე ,,ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ ბრიფინგზე საჯარო რეესტრის მინაცემები გაასაჯაროვა: ,,ვასაჯაროებთ საჯარო რეესტრიდან მიღებულ საგანგაშო ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოში რუსების შემოსევის კიდევ ერთ განზომილებას. ამ ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე. მთელი 2023 წლის […]

“გუშინ, ჩვენმა ახლობლებმა ნახეს… რომ გაიგო ვეძებდით, ძაღლი ჩემთან გამოატანა, ჩემს მეუღლეს წაუყვანეთო და თვითონ გაიქცა” – რას ჰყვება მეუღლე დაკარგულ ახალგაზრდაზე?

“გუშინ, ჩვენმა ახლობლებმა ნახეს… რომ გაიგო ვეძებდით, ძაღლი ჩემთან გამოატანა, ჩემს მეუღლეს წაუყვანეთო და თვითონ გაიქცა” – რას ჰყვება მეუღლე დაკარგულ ახალგაზრდაზე? თბი­ლის­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, დათი გა­ვა­შელს მე­ო­რე დღეა უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. რო­გორც “პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს“მის­მა მე­უღ­ლემ, ლიზა ყა­რაშ­ვილ­მა, გა­ნუ­ცხა­და, დათი გა­ვა­შე­ლი ნაც­ნო­ბებ­მა ღა­მის 03:00 სა­ათ­ზე დი­ღომ­ში, ძაღ­ლთან ერ­თად იპო­ვეს, თუმ­ცა მან ძაღ­ლი ნაც­ნო­ბებს მე­უღ­ლეს­თან გა­ა­ტა­ნა, თა­ვად კი […]

რუმინეთის მთავრობამ ფერმერებთან, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწია

რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ფერმერებმა, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მომიტინგეების რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, – ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს. რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ფლორინ ბარბუს თქმით, შეთანხმება ფერმერების 13 მოთხოვნას მოიცავს, მაგრამ დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისის მოძიებაზე დისკუსიები გაგრძელდება. კერძოდ, მთავრობამ აიღო ვალდებულება 2026 წლამდე სრულად მოახდინოს ყველა სასოფლო-სამეურნეო აქციზის სუბსიდირება და […]

ირაკლი ფავლენიშვილი – თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, ეს არის „ქართული ოცნება“

თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, ეს არის „ქართული ოცნება“ – რუსი იმპერიალისტების შემდგომ, ასეთი რამ ქართული ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჩაუდენია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა თემას არაადეკვატურად, […]

“ახალგაზრდა სტალინის” ავტორი მონტეფიორე თბილისში იმყოფება, მწერალი ეკრანიზაციაზე მუშაობს

წიგნის “ახალგაზრდა სტალინი” ავტორი საიმონ სებაგ მონტეფიორე თბილისში იმყოფება. ინფორმაციას თავად მწერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც მონტეფიორე Instagram-ის “სთორიში” წერს, საქართველოში მისი წიგნის ეკრანიზაცაზე სამუშაოდ იმყოფება. კონკრეტულად ვინ იღებს ფილმს უცნობია, თუმცა წიგნ ახალგაზრდა სტალინის საავტორო უფლებები ამერიკულ კინოკომპანია Miramax-ს აქვს შეძენილი. “თბილისში ვარ ფილმ ახალგაზრდა სტალინზე სამუშაოდ”. – წერს მონტეფიორე სოციალურ ქსელში. საიმონ სებაგ […]

ლატვიის სეიმის სპიკერი უკრაინაში ჩავიდა

დღეს, 16 იანვარს, კიევში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავდა ლატვიის სეიმის სპიკერი დაიგა მიერინა. “ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრულ ალიანსს ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის”, – განაცხადა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც რკინიგზის სადგურზე დახვდა კოლეგას. გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტს სამუშაო ტურნე ჰქონდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. იხილეთ: · ლატვიის პრეზიდენტმა, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის დახმარების ახალი […]

ხარკოვის ოლქში 26 სოფლის ევაკუაცია გამოცხადდა

ხარკოვის ოლქის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ 26 სოფლის ევაკუაცია გამოაცხადა. კუპიანსკის რაიონის კონტრაშევსკაიასა და კურილოვსკაიას თემებიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაყვანა, რუსული არმიის სახიფათო შეტევების გამო გახდა საჭირო. აღნიშნულ თემებში 3043 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 279 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველა ევაკუირებული დაკმაყოფილდება საცხოვრებლით

ერაყმა თეირანიდან ელჩი გამოიძახა ირანის სარაკეტო დარტყმის გამო

ერაყის ქალაქ ერბილის რაიონზე ირანის სარაკეტო თავდასხმის გამო, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანიდან კონსულტაციისთვის გაიწვია თავისი ელჩი ნასერ აბდულ მოჰსენი. დღესვე, 16 იანვარს, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს ირანის დროებითი რწმუნებული ბაღდადში აბუ ალ-ფადლ აზიზი, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს. ერაყი მკაცრად გმობს თავდასხმას, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული […]