ევროკავშირმა ჰამასის ლიდერი ალ-სინვარი ტერორისტთა სიაში შეიყვანა

ევროკავშირმა ჰამასის ლიდერი იაჰია ალ-სინვარი ტერორისტების სიაში შეიყვანა. ევროკავშირმა ასევე წევრ სახელმწიფოებში ალ-სინვარის ყველა აქტივი გაყინა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ალ-სინვარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ვერანაირ ეკონომიკურ რესურს ვერ გაიტანს. “ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ჰამასისა და 7 ოქტომბერს მისი ბრუტალური და განურჩეველი ტერორისტული თავდასხმების პასუხის ნაწილია” – წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. 2023 წლის დეკემბერში საბჭომ ჰამასის სამხედრო ლიდერები […]
სამადაშვილი: არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს

ირაკლი კობახიძე რას ამბობს, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არანაირ ფიგურას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ქართული ოცნების დღევანდელ მდგომარეობას – მათ რომ ელექტორალურად ძალიან უჭირთ, ამის ნათელი სიგნალი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად დაბრუნებაა. საარჩევნო ბარიერი 5% დარჩება, დაიწევს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად წააგებს […]
ბოკერია ოცნების ჩინეთში ვიზიტზე: დგამენ ნაბიჯებს, რომლებიც ეროვნულ ამოცანებს გვაშორებს

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ ჩინეთში დელეგაციის გაგზავნას გამოეხმაურა. ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ამოცანებს არ შეესაბამება. “ცალკე აღებული ჩინეთში ვიზიტის პრობლემა მდგომარეობს არა ჩინეთის ხელისუფლებასთან კონტაქტებში, არამედ იმაში, რომ ჩვენთვის სასიცოცხლო მიმართულებით ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ამოცანებს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვას გვაშორებს. იგულისხმება აქტიურობა […]
“პუტინმა აუცილებლად უნდა ინანოს, ის არის მტაცებელი, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული პროდუქტებით” | ზელენსკის მიმართვა დავოსში

დავოსში, პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მიმართავს. დავოსის ტრიბუნასაც ზელენსკი და მისი გუნდი უკრაინის მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად იყენებენ. “რუსეთის მასშტაბურ შემოჭრამდე ჩვენ სულ გვესმოდა: „ნუ მოახდენთ ესკალაციას“. როდესაც სანქციებს ვითხოვდით რუსეთის წინააღმდეგ, გვეუბნებოდნენ: „ნუ მოახდენთ ესკალაციას“. თუმცა, შემოჭრის შემდეგ არაფერს არ უვნია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ისე, როგორც ამ კონცეფციამ ავნო. მაგრამ ახლა […]
ხელისუფლებისგან მოტყუებული ვეტერანები | ღარიბაშვილის დაპირების მიუხედავად, მათი პენსიები არ გაზრდილა

ვეტერანები კიდევ ერთხელ მოატყუეს – დაპირება, რომ 2024 წლიდან ძალოვანი უწყებების ვეტერანების პენსია გაიზრდებოდა, სიცრუე აღმოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს პირდებოდა, რომ პენსიის ზედა ზღვარი ახლანდელი 560 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზრდებოდა, ხოლო ნამსახურები წლების მიხედვით დანიშნული დანამატი 20%-ით მოიმატებდა. თუმცა, ახალი წლიდან ჯერ არაფერი შეცვლილა. არადა, იანვრის თვეში მომატებული პენსია უკვე აიღეს ჩვეულებრივი, ასაკობრივი პენსიის […]
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ უძრავი ქონების ფასი მინიმუმ 400%-ით გაიზრდება – თბილისის განვითარების ფონდი

თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების იერსახის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს ფასადების გაუმჯობესებას და დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას რუსთაველის გამზირის მთელ გაყოლებაზე. ახალი ტენდერების მთლიანი ღირებულება 3.3 მილიონი ლარია და ის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მთლიანი ღირებულებაც 90 მილიონ ლარამდე იქნება. როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში […]
ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ენტონი ბლინკენს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ენტონი ბლინკენს და ჯეიკ სალივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. „მე სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შევხვდი და ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინაში საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის გზები განიხილა და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება – ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ

პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება დანაშაული ჩაიდინოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლა, განადგურება და შიში მე-20 საუკუნის ომის მეთოდებია, რომლებსაც პუტინი იყენებს და მათი ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. „ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო […]
იენს სტოლტენბერგი – დარწმუნებული ვარ, ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, ვინაიდან, ეს ქველმოქმედება არაა, ეს ინვესტიციებია ჩვენს უსაფრთხოებაში

დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს წევრების უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ, ეს ქველმოქმედება არაა, ეს ჩვენს უსაფრთხოებაში ინვესტიციაა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საპანელო დისკუსიის დროს განაცხადა. “ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ მათ [უკრაინელებს], და ასევე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს ფარგლებში მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერის გაწევას, ვინაიდან, უკრაინის მხარდაჭერა – ეს ქველმოქმედება არაა. […]
ოპოზიციას უჭირს გაერთიანება, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

“დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა,” – ამ განცხადებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს: „როგორც ჩანს, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ცდება ძალიან ბევრი 1, 2 ან 3%-იანი ოპოზიციური პარტია. ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, მათ უჭირთ […]