უკრაინის დამოუკიდებელი მედია ზეწოლაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტ ზელენსკის

უკრაინის მედიასაშუალებების გაერთიანება „მედიარუხი“ აპროტესტებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მტრებად გამოცხადებას და რეაგირებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტ ზელენსკის. „მედიარუხმა“, რომელიც უკრაინის წამყვანი მედიასაშუალებების კორესპონდენტებს, გამომძიებელ ჟურნალისტებს და მედიაექსპერტებს აერთიანებს, დღეს, 17 იანვარს, განაცხადა, რომ ანონიმური ტელეგრამ-არხები და საიტები, რომლებიც არ მალავენ, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობენ და მას მუდმივად იცავენ, სისტემატურად დევნიან დამოუკიდებელ მედიას და გამომძიებელ ჟურნალისტებს, პროვოკაციებს უწყობენ, ცდილობენ […]
„წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე” – ლევან დავითაშვილი

წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა. მისი თქმით, ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო გასული წლის დავოსის ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო. „გასული წლის დავოსის ერთ-ერთი აქტუალური თემაც […]
“აიაქსი” ჰენდერსონის შეძენასთან ახლოსაა – ინგლისელს სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან

“აიაქსი” “ალ იტიფაქიდან” ჯორდან ჰენდერსონს გაიფორმებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, არაბულმა კლუბმა და ინგლისელმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს, ჯორდანი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ამის შემდეგ კი ხელშეკრულებას “აიაქსთან” გააფორმებს. ჰენდერსონმა ევროპის კონტინენტზე დასაბრუნებლად ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვა.
წერეთლიდან მოვიტანეთ კორუფციული დანაშაულის ნივთმტკიცება – რა მიიტანეს მერიასთან?

ფოტო – მთავარი არხი “წერეთლის გამზირიდან მოვიტანეთ კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება – ტალახი. ეს ტალახი არის სიმბოლო კახი კალაძის მმართველობის.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ. ენმ-მ მერიასთან დღეს აქცია-პერფორმანსი გამართა: “ამ ტალახის გავლა უწევთ წერეთლის გამზირზე მაცხოვრებლებს. თბილისი დგას საცობში. დაპირება იყო, რომ 2023 წელს პროექტი დასრულდებოდა, თუმცა 2024 წელი დაიწყო, […]
ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე ავარიული N6 კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება და ამჯერად, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსს შეეხება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა აშენდება, მშენებლობის პროცესში კი მოსახლეობის ქირით გაყვანას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. […]
როგორი იქნება 40-45 სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები ქობულეთში, რომელსაც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები აშენებენ

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ქობულეთში ტყუპ ცათამბჯენს ააშენებენ. ზღვისპირას 8165 კვ.მ. მიწის ფართობზე 40-45-სართულიანი კორპუსების აშენებას კომპანია „ვითიქეი“ გეგმავს. „ქ. ქობულეთში დავით აღმაშენებლის N285, მდებარე 8165 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე ჩვენს საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთში გვსურს ინიცირება მოვახდინოთ და განვახორციელოთ, მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს სასტუმრო/ აპარტამენტებს, კაზინოს, სარელაქსაციო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებს […]
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის შეხვდა. „შევხვდით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს, ლინგ ძის, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს, უშუალოდ ვაჭრობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის […]
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი დავოსში ენტონი ბლინკენს და დმიტრო კულებას შეხვდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი დავოსში ენტონი ბლინკენს და დმიტრო კულებას შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. „ჩვენ ძალიან არასტაბილურ, გაურკვეველ და საშიშ დროში ვცხოვრობთ“, – განაცხადა დევიდ კამერონმა დავოსში გამგზავრებამდე. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დავოსში კამერონი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს და სხვა გლობალურ საკითხებს განიხილავს.
სამების საკათედრო ტაძრიდან სტალინის გამოსახულებიანი მატრონას ხატი გაიტანეს

სამების საკათედრო ტაძარში აღარ არის განთავსებული მატრონას ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული. მის ადგილას კედელზე ახლა მატრონას სხვა ხატი კიდია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომელიც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატის შემწირველია, განაცხადა, რომ ხატი მას არ გაუტანია, მან მხოლოდ „საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთთან“. უცნობია, ვინ გაიტანა ხატი ტაძრიდან, ასევე ისიც […]
„მე აქ ვარ ფილმის გამო“ – მონტეფიორეს “ახალგაზრდა სტალინს” გელა ბაბლუანი იღებს

ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი, “ახალგაზრდა სტალინის” ავტორი საიმონ სებაგ მონტეფიორე ფილმზე სამუშაოდ თბილისში იმყოფება – ამის შესახებ ინფორმაცია მან ორი დღის წინ სოციალურ ქსელ x-ზე [ყოფილი ტვიტერი] დაპოსტა, 16 იანვარს კი შეხვედრაც გამართა მწერალთა სახლში. ამ შეხვედრაზე მონტეფიორემ თქვა, რომ ფილმი ქართულ ენაზე იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსახიობები, მათ შორის საბჭოთა დიქტატორის, […]