„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ხელსაყრელ ფასად – 225 ლარად სთავაზობს. ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულძრავიან მოდელზე ვრცელდება, სარგებლობას კი მხოლოდ ფიზიკური პირები შეძლებენ. როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ტიპიდან გამომდინარე, 40 000-დან 80 000-მდე კმ […]

საქართველოში ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ გაიმართება

საქართველოში ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ გაიმართება. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოფენასთან დაკავშირებით, 18 იანვარს, 17:00 საათზე, უკრაინულ სახლში გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც პროექტის ავტორები დამსწრე საზოგადოებას გამოფენის კონცეფციას გააცნობენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ. ფოტოგამოფენა „კიევი ომში“ 2022 წლის თებერვალ-მარტში უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებსა და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. გამოფენის კურატორები […]

რა ხდება ხულო–ზარზმის გზაზე? – “არაა პრობლემა, მაინც თოვლია” – ხელისუფლების წარმომადგენლის კომენტარი ჟურნალისტის წერილზე

დიდი უსამართლობაა ეს, მხოლოდ წერეთლის გამზირზე რომ ატეხეთ შაყირობები აგე ჩვენთან ხულო-ზარზმის გზა შენდება ქვის ხანიდან მოყოლებული და რაც იყო, ისიც გააპარტახეს. და მაგ კომპანასაც შეუწყვიტეს ხელშეკრულება. პროვინცია რომ ვართ, მაგიტომ გვჩაგრავთ? ოკ, მოგინდებათ გოდერძი და გომარდული, დაგხვდებით შუახევის დასაწყისში, დამეწყრილ ფერდობებთან მიგიმწყვრევთ. კომენტარებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ასლან თავართქილაძე, წერს: ჩვენდა სასიხარულოდ, ხულო-ზარზმის გზის […]

“ოცნებაში ჩინურის სწავლა როდიდან ხდება სავალდებულო?!” – ყუფარაძე

ოცნებაში ჩინურის სწავლა როდიდან ხდება სავალდებულო?! ჩინეთმა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ახსენა სადმე?! დაადეს თავი და გარბიან ჩინეთში და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს აფორმებენ, თან ცალმხივად… მოსახლეობას რამე კითხეს? მოსახლეობის უმრავლესობას რომ დასავლეთთან უნდოდა და უნდა, დასავლეთზე გეზით, რომ აირჩია და ხმა მისცა ოცნებას უმრავლესმა ნაწილმა ეგ დაავიწყდათ?! წინაასარჩევნო პროგრამაში ეწერათ სადმე აზიის მიმართულება და ჩინეთთან სტრატეგიულ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ ირაკლი ქვარაიას 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სტუდენტების, ასევე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორს, ირაკლი ქვარაიას 70 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც დავით გურგენიძის მისალოც წერილშია აღნიშნული, მილოცვას უერთდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დეკანი, […]

“უფლებას ვიტოვებთ, ვუპასუხოთ ამ არალეგალურ აქტს” | პაკისტანმა ირანიდან ელჩი გაიწვია

პაკისტანმა ირანიდან ელჩი გაიწვია, – ამის შესახებ განცხადებას პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ელჩის გაწვევა პასუხი იყო თეირანის მიერ პაკისტანის საჰაერო სივრცის დარღვევაზე, რომლის შედეგადაც პაკისტანში ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. უწყების თქმით, ოფიციალური ისლამაბადი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ამ არალეგალურ აქტს: “გასულ ღამეს ირანის მიერ პაკისტანის სუვერენიტეტის არაპროვოცირებული და აშკარა დარღვევა არის საერთაშორისო სამართლისა […]

ცესკო: ტყუილია, რომ ემიგრანტების იგნორირებას ვახდენთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერ ნათია იოსელიანის განმარტებით, ცესკოს 2024 წლის სამოქმედო გეგმა არის ზოგადი, ხოლო საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და ბიუჯეტი არჩევნების დანიშვნის შემდეგ დამტკიცდება. მისივე თქმით, ამომრჩეველთა ინფორმირების პროცედურები უფრო დეტალურად ამის შემდეგ გაიწერება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასული წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა 2024 წლის სამოქმედო გეგმა. პარტიებმა „დროა“ და „გირჩი — მეტი თავისუფლება“ გააკრიტიკეს ცესკო, […]

რუსეთში აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვენ, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ბაშკირეთის ქალაქ ბაიმაკთან მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობს. მომიტინგეები ადგილობრივი აქტივისტის, ფაილ ასლინოვის დაპატიმრებას აპროტესტებენ. სასამართლოს შენობასთან 3000-დე მომიტინგე მივიდა. მომიტინგეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცავებმა ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს. შედეგად, დაშავებულია ერთი ადამიანი, დაკავებულია რამდენიმე პირი. პოლიციელები მომიტინგეებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, პოლიცია დაკავებული მომიტინგეების გამოშვების სანაცვლოდ აქციის დაშლას ითხოვს. აქციის მონაწილეები პოლიციას სასამართლოს შენობიდან პენიტენციურ დაწესებულებაში […]

ნავალნის კიდევ ერთ ადვოკატს რუსეთის პროკურატურამ ექსტრემიზმში ბრალი წაუყენა

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატს, ოლგა მიხაილოვას რუსეთის პროკურატურამ “ექსტრემისტულ ჯგუფთან თანამშრომლობაში” ბრალი წაუყენა. მიხაილოვამ რუსეთი 2023 წელს დატოვა, ხოლო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალის შესახებ ის Facebook-ზე წერს. ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატი, ვადიმ კობზევი, იგორ სერგუნინი და ალექსეი ლიპტსერი 2023 წლის ოქტომბერში ექსტრემისტულ ჯგუფთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს და 13 მარტამდე წინასწარი პატიმრობა აქვთ […]