„არცერთი დიდი პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა, არ აშენებულა თავის დროზე და თავდაპირველ ფასებში“ – რას წერს რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“ წერს: „არცერთი დიდი პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა, არ აშენებულა თავის დროზე და თავდაპირველ ფასებში. ტენდერებში, წინასწარ შეთანხნებით, იგებდნენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები, იცოდნენ რა, რომ საბოლოო ჯამში პროექტის ღირებულებაც გაიზრდებოდა და ხარისხზე და ვადებზეც თვალს დახუჭავდნენ. საწყისი, შედარებით დაბალი ფასით კონკურენტების ჩამოცილებაც ხდებოდა, რასაც საბოლოოდ ხარჯების ზრდა მაინც მოჰყვებოდა. ასე მოხდა […]
„დაბურული შუშები არის პენიტენციური დაწესებულების კომპეტენცია” – რას ამბობენ “ვივა მედში”

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას კლინიკა „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორი ეხმაურება. როგორც ზურაბ ჩხაიძემ “პირველებს” განუცხადა, დასკვნაში დაფიქსირებულ შენიშვნებზე პასუხისმგებელი პენიტენციური დაწესებულებაა. ის, რომ დაბურულია შუშები პალატაში, რომ მიხეილ სააკაშვილს სათვალთვალო კამერებით უყურებენ მუდმივად, ეს ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილებაა და ვივა მედი კავშირში არ არის ამასთან. რაც შეეხება მკურნალობას, ჩხაიძე ამბობს, რომ […]
რატომ მიაქვთ იერიშები ირანს და პაკისტანს ერთმანეთის ტერიტორიაზე

16 იანვარს ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც პაკისტანმა თავისი საჰაერო და სახმელეთო სივრცის დარღვევისთვის ოფიციალური განმარტება მოითხოვა. 18 იანვარს პაკისტანის სამხედრო ძალები ირანის ტერიტორიაზე საზღვართან მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რაკეტები ჩამოაგდო. პაკისტანის მტკიცებით ამ სოფელში ბელუჯების გათავისუფლების ფრონტის ტერორისტები იმალებოდნენ და ისინი კვლავ პატივს სცემენ ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს […]
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 18 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.3 თეთრით გაუფასურდა. 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6576 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8941 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.90 ლარად.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6576 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6595 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8941 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8911 ლარს შეადგენდა. […]
საფრანგეთი უკრაინას თვეში 3 000 ჭურვს და SCALP-ის 50 რაკეტას მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე ყოველთვიურად 3 000 ჭურვს მიაწვდის. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. „2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე თვეში 1000 ჭურვს ვაწვდიდით. გასული წლის თებერვლიდან – თვეში 2000 ჭურვს, ხოლო ამ თვიდან (იანვრიდან) იქნება 3 000 ჭურვი თვეში“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამავე დროს საფრანგეთი უკრაინას […]
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს შანხაიში განაგრძობს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს შანხაიში განაგრძობს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს დელეგაციის წევრები შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენ ძინგს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართა. საბჭოში გამართულ შეხვედრამდე, დელეგაცია იმყოფებოდა შანხაის განვითარების საგამოფენო ცენტრში, სადაც შანხაის განვითარების ეკონომიკურ გეგმას გაეცნო. “ჩინეთის […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ილტოზა, მჭადიჯვარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
“თიბისი კონცეპტის” მხარდაჭერით გუდაურში APRÈS-SKI PARTIES სერია გაიმართება

20 იანვრიდან, ყოველ შაბათს 14:00 საათიდან, თიბისი კონცეპტის, Visa-ს, Monkey Shoulder-ის და Gradus-ის თანამშრომლობის ფარგლებში, გიწვევთ გუდაურში, APRÈS-SKI PARTIES სერიაზე. თქვენ დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გარემო, კარგი განწყობით, მუსიკით და ბევრი დადებითი ემოციით. სერიის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ:
2023 წელს რუსებმა ყველაზე მეტი ბიზნესი საქართველოში დაარეგისტრირეს – მედია

Forbes-ის რუსულენოვანი სამსახური კომპანია Финион-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს საქართველო ლიდერი იყო იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა ბიზნესი დაიწყეს. გამოცემის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 13 ათასი იურიდიული პირი დაარეგისტრირეს. აქამდე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსებმა ქვეყანაში 16 ათასი ინდმეწარმე დაარეგისტრირეს. შედარებისთვის, 1995 […]