მის ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს – წამების პრევენციის კომიტეტი სააკაშვილზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კლინიკა ვივამედის დაცულ პალატებში მყოფი პატიმრების მდგომარეობას განიხილავს. განხილულ პატიმრებს შორის საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის, თუმცა ანონიმურობის მიზნით დოკუმენტში “Mr C”-დ არის მოხსენიებული. კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 2023 წლის 3 ივლისიდან 4 ივლისამდე ეწვია და 3 […]
ამ კვლევაშიც აღნიშნულია, რომ ჩვენი კლინიკის პირობებში, პაციენტის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობდა – ზურაბ ჩხაიძე “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის” შეფასებაზე

რა პირობებში არიან მიხეილ სააკაშვილი და სხვა პატიმარი პაციენტები “ვივამედში”, – “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტს სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი ეხმიანება. ზურა ჩხაიძის განცხადებით, ანგარიშიც ადასტურებს, რომ არცერთი პაციენტის უფლებები კლინიკაში არ დარღვეულა და ექსპრეზიდენტი ადეკვატურ პირობებშია. “ამ კვლევაშიც არის აღნიშნული ის, რომ ჩვენი კლინიკის პირობებში, არ არსებობდა პაციენტის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი. […]
მმართველი პარტიის დელეგაცია, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს შანხაიში განაგრძობს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს შანხაიში განაგრძობს. დღეს დელეგაციის წევრები შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენ ძინგს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, “ქართული ოცნების” დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართა. საბჭოში გამართულ შეხვედრამდე, დელეგაცია იმყოფებოდა შანხაის განვითარების საგამოფენო ცენტრში, სადაც შანხაის განვითარების ეკონომიკურ გეგმას გაეცნო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის […]
შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა | ხაბეიშვილი CPT-ს დასკვნაზე

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც კლინიკა ვივა მედზე და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეა საუბარი, ენმ-ის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, შავით თეთრზე წერია, რომ ადგილი აქვს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელ მოპყრობას: “დასკვნაში შავით თეთრზე წერია , რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპული წამების საწინააღმდეგო კომიტეტი უბრალოდ ვერ […]
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგეს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს მიმართ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. „მან ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის უკანასკნელ კონსოლიდირებულ ანგარიშზე, რომელმაც პირველად აღიარა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია ტერმინ „საოკუპაციო ხაზის” გამოყენებით. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების […]
უნგრეთის პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის დახმარების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევისგან უნგრეთი შორს არის

უკრაინის დახმარების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევისგან უნგრეთი შორს არის. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა. „ჩვენ კომისიასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან შორს არის, ამიტომ შეთანხმების მიღწევა განსაზღვრული არ არის“, – განაცხადა გერგეი გუიაშმა. ამასთან, მისი თქმით, ეს ტრაგედია არ იქნება, რადგან უკრაინის მხარდაჭერა დანარჩენ 26 სახელმწიფოს შეუძლია. „თუმცა, შეთანხმების ვერ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6576 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6595 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8941 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8911 ლარს შეადგენდა. […]
„გუდაურში მომარაგებაც კი რთულია, პროდუქტის გაძვირება გიწევს“- გეგა სალუქვაძე

გუდაურში ტურისტულ და კვების ობიექტებში არსებული ფასები კრიტიკის საგანი გახდა. სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა, რომ საქართველოს ამ კურორტზე ფასები ძალიან გაზრდილია და ამ და სხვა პრობლემების გამო გუდაურში წასვლისგან ტურისტები თავს იკავებენ. კურორტზე არსებული მდგომარეობის შესაფასებლად „კომერსანტი“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელს გეგა სალუქვაძეს დაუკავშირდა. გეგა […]
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 27,5%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ $4,1 მლრდ შეადგინა, რაც 6,8%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. გასულ წელს ყველაზე მეტი – $1,5 მლრდ საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 27,5%-ითაა შემცირებული. 2022-ში რუსეთიდან გადმორიცხული თანხა $2,07 მლრდ იყო. რუსეთს მოსდევს იტალია – $518,6 მლნ-ით, სადაც წინა წელთან შედარებით 20,2%-იანი […]
„ვინც ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს სასწრაფოდ დატოვეთ ჩემი “სამეგობრო” – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: „SOS! ბოლო გაფრთხილება! ვინც ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს სასწრაფოდ დატოვეთ ჩემი “სამეგობრო” . მიუხედავად იმისა, რომ სალამი ღვთისაა, რომ არა სოც.ქსელი ბევრ თქვენთაგანს გამარჯობასაც არ ვეტყოდი. არც თმენის ვალდებულება მაქვს და ვერც მენტალობას ავიმღვრევ თქვენი გაუგონარი უვიცობით, აგრესიით და ქაჯობით. ვინც ასე არ მოიქცევით უთავმოყვარეობაში ჩამოგართმევთ. ასე რომ ანტიველქამ“