საფრანგეთი უკრაინას თვეში 3 000 ჭურვს და 50 რაკეტას მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას თვეში 3 000 ჭურვს და SCALP-ის 50 რაკეტას მიაწვდის, – ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. „2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე თვეში 1000 ჭურვს ვაწვდიდით. გასული წლის თებერვლიდან – თვეში 2000 ჭურვს, ხოლო ამ თვიდან (იანვრიდან) იქნება 3 000 ჭურვი თვეში“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ამასთან ერთად, საფრანგეთი […]

“პოლიცია იყო დეზორგანიზებული და უმოქმედო, მასობრივი ხოცვის შეჩერება უფრო ადრე შეიძლებოდა” – აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან თავდასხმაზე იუსტიციის დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ელოდა. საქმე ეხება 2022 წლის მაისში, ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეში მდებარე სკოლაში მომხდარ სროლას, რა დროსაც თავდამსხმელმა 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი მოკლა. ანგარიშის თანახმად, მასობრივი ხოცვის შეჩერება უფრო ადრე შეიძლებოდა. როგორც BBC წერს, 575-გვერდიან მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ სათანადოდ არ იმოქმედა. დოკუმენტში სამართალდამცველების […]

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ ოპოზიცია აგონიაში ჩააგდო – მისი მაკონსოლიდირებელი როლი მნიშვნელოვანია როგორც გუნდისთვის, ისე – საზოგადოებისთვის – შალვა პაპუაშვილი

ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი რჩება და იქნება კიდეც. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებამ ოპოზიცია ჩააგდო აგონიაში, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმითვე, ყველა ხედავს, რომ ოპოზიციამ ერთ წამში გაზარდა თავისი რადიკალური დღის წესრიგი და თავდასხმა “ქართულ ოცნებაზე”, რადგან ხვდებიან, რომ მათი საარჩევნო შანსები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. “ბიძინა ივანიშვილის დახმარება […]

არგენტინის პრეზიდენტი პროვინციების მიერ საკუთარი კვაზივალუტის გამოშვებას დათანხმდა

არგენტინის მთავრობა ქვეყნის რეგიონული ხელისუფლებების მიერ საკუთარი კვაზივალუტის გამოშვებას არ შეეწინააღმდეგება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რასაც საინფორმაციო პორტალი, Infobae ავრცელებს. მილეი პროვინციული ვალუტების „კონკურენციას“ მიესალმება. მისი თქმით, ამ კვაზი-ვალუტებით გამომუშავებული ნდობა მთავრობის ეფექტური მუშაობის ნიშანი იქნება. თუმცა ის რეგიონულ ხელისუფლებებს აფრთხილებს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, პროვინციებს არ უნდა ჰქონდეთ ეროვნული ხელისუფლების მხრიდან დახმარების იმედი. […]

პაპუაშვილი: გარშემო ცეცხლის რკალია – ლამის ერთადერთ მშვიდობის ოაზისად ვრჩებით

ჩვენ ძალიან რთული 2 წელი გავიარეთ, სადაც სხვადასხვა მხრიდან მუდმივი თავდასხმის ობიექტები ვიყავით. იმის გათვალისწინებით, რომ წელს ბევრ ქვეყანაში არჩევნებია, მოსალოდნელია, რომ ასევე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნება. უკრაინის ომის შემდეგ, ამას ისრაელში არსებული ვითარება დაემატა. ასევე, ამ დღეებში ვხედავთ ირანსა და პაკისტანის შორის იერიშებს. ასე რომ, ჩვენ გარშემო, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალია. ჩვენ ერთ-ერთ და ლამის […]

“რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, საიდუმლოებით მოცული ამბავია…” | აუსტრევიჩუსი

“რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, საიდუმლოებით მოცული ამბავია… საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს. მისი თქმით ივანიშვილის დაბრუნება იყო მცდელობა “ქართული ოცნებისთვის”, დაემტკიცებინათ, რომ ამ პარტიას ძალა ჯერ კიდევ აქვს. “მართალი რომ გითხრათ, მე თვითონ არ მესმის ივანიშვილმა რატომ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო […]

აშშ-ის მორიგი იერიში “ჰუთი” მებრძოლების წინააღმდეგ

ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი იერიში მიიტანეს დასავლეთ იემენში, მეამბოხე “ჰუთების” მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 17 იანვარს გაანეიტრალეს თავდასხმისთვის გამზადებული 14 რაკეტა, რომელიც წითელ ზღვაში სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო და ამერიკულ სამხედრო გემებს უქმნიდა საფრთხეს. “ჰუთების” დაჯგუფების განცხადებით, მისი წარმომადგენლები წითელ ზღვაში გემებზე იერიშების შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ეს ქმედებები […]

არმაზ ახვლედიანი – რა გზით დავასრულოთ ქვეყანაში ანომალია? – კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა გზაც რჩება, პროტესტი სხვაგვარად, მოქმედების დროა და მოქმედება გვაგვიანდება – გამოსავალია, ოპოზიცია გადაეწყოს ახალ რელსებზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია უნდა „გადაეწყოს ახალ რელსებზე“. ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების“ დამარცხების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლიანი ბრძოლის პირობებში ქართველი ხალხი მმართველ პარტიას ოპოზიციის ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში დაამარცხებს, თუმცა დღევანდელი მმართველობის სტილი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ახვლედიანის აზრით, იმ ფონზე, როდესაც სახელისუფლებო პარტია ამბობს, რომ […]

WSJ: უკრაინის დაფინანსებაზე რესპუბლიკელების დასათანხმებლად დემოკრატები დათმობაზე წავლენ

როგორც ამერიკული გაზეთი Wall Street Journal-ი წერს ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კონგრესში მისი თანაპარტიელი დემოკრატები მზად არიან, დათმობაზე წავიდნენ სამხრეთის საზღვრების გავლით იმიგრაციის შეზღუდვის საკითხში, რათა რესპუბლიკელები დაითანხმონ, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის, ასევე ისრაელისა და ტაივანისთვის, მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტს. გაზეთის თანახმად, სენატში მზადდება კანონპროექტი, რომელიც იმიგრანტებს შეუზღუდავს თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობებს. იმის თაობაზე, […]

ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. […]