თბილისში, წერეთლის გამზირზე, დროებით დამატებითი შეზღუდვები წესდება

თბილისის მერია იუწყება, რომ დედაქალაქში, წერეთლის გამზირის მკვეთ ქუჩებზე, საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. მიზეზი ის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლებიც გასული წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს. “ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება”, – აცხადებენ მერიაში. […]

რა გადაწყდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე – ევროპარლამენტის გადაწყვეტილება

ევროპარლამენტი ღაზაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს. რედაქტირებული დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ცეცხლი ისრაელში მხოლოდ მძევლების გათავისუფლების და ჰამასის ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა შეწყდეს.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი – თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია და მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ვითხოვთ მის რეაბილიტაციას

ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია და მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს წევრი ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიგა შუშანიას განცხადებით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2018 წელს 500 ათას ლარამდე დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ხიდი რამდენჯერმე დაზიანდა და მინის ფილები გაბზარულია. გიგა შუშანია ხიდის ხელახალ რეაბილიტაციასა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, […]

500 Georgia-ს მონაწილე STORI AI პრესტიჟული ჯილდოს, Golden Kitty Awards 2023-ის ფინალისტია

ქართული სტარტაპი STORI AI , რომელიც „საქართველოს ბანკის“ მიერ მხარდაჭერილი აქსელერაციის პროგრამის, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილეა, Product Hunt-ის პრესტიჟულ ჯილდოზე, Golden Kitty Awards 2023-ზე ორ ნომინაციაშია წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის პრესსამსახურის ცნობით, Golden Kitty Awards გლობალური ტექნოლოგიური პლატფორმის, Product Hunt-ის ყოველწლიური ინიციატივაა და მასში მონაწილეობას კომპანიები მთელი მსოფლიოდან იღებენ. წლის […]

შალვა პაპუაშვილი – ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს, იმედია, ამ ფაქტზე რეაგირება იქნება

მივმართავ სახალხო დამცველს, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს, იმედი მაქვს, რომ მას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტს აქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ […]

საბერძნეთში, “ბერძნული მაფიის” წევრების მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთ ქართველს ეძებენ, დაკავებულია ორი | ახალი დეტალები

“ბერძნული მაფიის” გავლენიანი ლიდერების სასტიკი მკვლელობის საქმე და ქართული კვალი – საბერძნეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაციების შედეგად 8-კაციანი დაჯგუფება დააკავა. მათ შორის, როგორც თავიდანვე გახდა ცნობილი, ორი ქართველია – 29 და 39 წლის პირები. ცნობილი ხდება, რომ პოლიცია დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთ ქართველს ეძებს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელობები 2022-2023 წლებში მოხდა. “ბერძნული მაფიის” ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ […]

დროთა განმავლობაში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთ-თურქეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატი პერსპექტიული გახდება | ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ დასავლელი მეგობრების რჩევები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის მიმართულია დასაველთის გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობისკენ. ამ თემაზე მან შემეჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ჩვენ კარგად ვიცით, რომ დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, და ეს რჩევები ზოგჯერ აღიქმება პროცესის ამა თუ იმ მონაწილეს მიერ. მაგრამ ის ფაქტი, რომ დასავლეთის […]

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც მოურინიო “რომადან” გაუშვეს

Football italia იმ მიზეზზე წერს, რის გამოც “რომამ” გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა. ცნობილი ხდება, რომ “ჯალოროსის” ამერიკელ მფლობელ დენ ფრიდკინს პორტუგალიელის დათხოვნა აქამდე ორჯერ უკვე სურდა. პირველად – ევროპის ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ, მეორედ კი – იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში “ჯენოასთან” გასვლაზე 1:4 განადგურების მერე. ფრიდკინს ასევე აღიზიანებდა მოურინიოს მუდმივი წუწუნი მსაჯებსა […]

წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

რეაბილიტაციის დასრულებამდე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და წერეთლის […]

მეცოსოპრანო ირინა შერაზადიშვილი საოპერო კონკურსის ფინალშია

ქართველი მეცოსოპრანო ირინა შერაზადიშვილი საოპერო კონკურსის – “Concurso de Canto Tenor Viñas” ფინალშია. მომღერალი მოხვდა 18 საუკეთესო მონაწილეს შორის. საოპერო კონკურსი 61-ედ ტარდებდა და შედგება ოთხი ეტაპისგან. ფინალური ეტაპი გაიმართება 19 იანვარს, ესპანეთის დროით 15:00 საათზე, ბარსელონის უძველეს და მთავარ, ლიცეუს საოპერო თეატრში. ფინალურ ეტაპს შეგიძლიათ უყუროთ – აქ.