სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში

21 იანვარს, 12:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, ექიმების გუნდი მზად არის ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს. „კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზეც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ […]
NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ უმსხვილესი სამხედრო წვრთნას იწყებს

NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ უმსხვილეს სამხედრო წვრთნას იწყებს. ამის შესახებ ვილნიუსში, ალიანსის ორდღიანი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. აღნიშნული წვრთნები, სახელად “მტკიცე მცველი 2024” მომდევნო კვირას დაიწყება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. მასში 90 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ალიანსის უმაღლესი მეთაურის, გენერალი კრის კავოლის თქმით, წვრთნის მიზანი ევროპაში, რუსეთის მოსაზღვრე NATO-ს სახელმწიფოებში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის სცენარისთვის […]
მადონას მსმენელები კონცერტის 2 საათით დაგვიანებისთვის უჩივიან

ამერიკელ მომღერალ მადონას 2 მსმენელი კონცერტის 2 საათით დაგვიანებისთვის უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მოსარჩელეები ამბობენ, სამდღიან კონცერტზე, რომელიც ნიუ-იორკში დეკემბერში ადგილობრივი დროით 20:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, სამივეჯერ 22:30 საათის შემდეგ დაიწყო და დაახლოებით 01:00 საათზე დამთავრდა. მოსარჩელეების თქმით, წინასწარ რომ სცოდნოდათ კონცერტის გვიან დაწყების შესახებ, ბილეთებს არ შეიძენდნენ. საქმეში […]
უკრაინაში ომის მეორე წლისთავისთვის EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს ამზადებს | Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე წლისთავამდე უნდა დამტკიცდეს. წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა საუბარი იყოს სანქციების სიებში დამატებაზე, ვაჭრობის დამატებით შეზღუდვებსა და არსებული სანქციების გვერდის ავლით ბრძოლის ახალ ზომებზე. გარდა ამისა, გრძელდება დისკუსიები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის ახალი ფონდის შექმნის გეგმებზე, რათა ხელი შეეწყოს დახმარების დაფინანსებას. დეკემბრის შუა […]
NATO-ს ქვეყნები რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ – NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

NATO-ს ქვეყნები არ უნდა იყვნენ იმის იმედად, რომ მშვიდობიანი ცხოვრება თავისთავად გაგრძელდება და რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე, – ამის შესახებ NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა ადმირალმა რობ ბაუერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ, მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის, მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს […]
აშშ-ში ინფლაცია 3.4%-მდე დაჩქარდა

აშშ-ში სამომხმარებლო ფასები დეკემბერში 0.3%-ით გაიზარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 3.4%-ს მიაღწია. აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (CPI), ბოლო 12 თვის განმავლობაში, შესამჩნევი ზრდა დააფიქსირა და 3.4%-ს მიაღწია დეკემბერში. ეს მაჩვენებელი აღემატება ნოემბრის მაქსიმალურ მაჩვენებელს – 3.1%-ს და პროგნოზირებულ 3.2%-ს, რაც ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. შედარებისთვის, CPI-ის წლიურმა ზრდამ 2022 წლის დეკემბერში დაახლოებით 6.4% შეადგინა, ხოლო დეკემბრის […]
საქართველოში სასტუმროების ფასები 157-დან – 547 ლარამდე მერყებს – PMCG-ის მიმოხილვით ფასები 10.9%-მდეა გაზრდილი

PMCG კვლევითმა ცენტრმა, ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7%-ით გაიზარდა. თუმცა წლიურ ჭრილში, ფასები შემცირებულია. 2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი […]
“ბევრი მეუბნება, რომ ასაკი მომიხდა… სილამაზე დროებითი და წარმავალია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში – მომავალი, რადგან ადრე უფრო უშნო ვიყავი…” – რას ამბობს ნინო ჩხეიძე საკუთარ გარეგნობასა და ცვლილებაზე – Marao

“ბევრი მეუბნება, რომ ასაკი მომიხდა… სილამაზე დროებითი და წარმავალია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში – მომავალი, რადგან ადრე უფრო უშნო ვიყავი…” – რას ამბობს ნინო ჩხეიძე საკუთარ გარეგნობასა და ცვლილებაზე – Marao „ჩემს ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, არ მომწონს. ბევრი მეუბნება, რომ ასაკი მომიხდა…“ – ამბობს ნინო ჩხეიძე გია ჯაჯანიძის გადაცემაში ასაკზე საუბრისას. „სილამაზე დროებითი და წარმავალია, […]
ოფიციალურად: ჰენდერსონი “აიაქსის” ფეხბურთელია

“აიაქსმა” გვაუწყა, რომ კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით 30 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი დაიმატა. ის 6 თვის განმავლობაში საუდის არაბეთის “ალ-იტიფაქის” ღირსებას იცავდა, სადაც 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც შრომითი ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით შეწყვიტა. ჰენდერსონმა ამსტერდამულ გუნდს ბედი 2026 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.
რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. მათივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება. „დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე […]