ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს

ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს. ინიციატივას ქვედა პალატის 382-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 234, ხოლო 23-მა თავი შეიკავა. კანონის მიხედვით, მარტივდება უცხოელთა ნატურალიზაციაც. გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება ქვეყანაში 8-ის ნაცვლად, 5 წლის განმავლობაში ცხოვრება, გერმანულის კარგი ცოდნა, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა ან მაღალი კვალიფიკაცია. ამის ფონზე, მთავრობის ინიციატივით, მოქალაქეობის მიღება […]

ოსიმენის საქმეზე იტალიაში გამოძიება დასრულდა „ნაპოლის“ მფლობელს, დიდი ალბათობით, ბრალს წაუყენებენ

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“, – რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს, – პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, დიდი ალბათობით, ბრალი წარედგინება კაპიტალის ფიქტიური მატების ბრალდებით. როგორც იტალიური სპორტული გამოცემა, „გაზეტა დე ლო სპორტ“ წერს, რომის პროკურატურამ დღეს, 19 იანვარს დაასრულა გამოძიება ამ საქმეზე და ახლა ორი ვარიანტი აქვს: ან უარი თქვას დე ლაურენტისის სამართლებრივ დენაზე (გამოცემის შეფასებით, ეს […]

გერმანიის მინისტრი: პუტინი 5-8 წელში, შესაძლოა ნატოსაც დაესხას თავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე წელში, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა. ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის თავდასხმა ნატოს ქვეყნებზე ამ მომენტისთვის მოსალოდნელი არაა, თუმცა მისი თქმით, ექსპერტები ელიან, რომ ეს შესაძლოა, 5- 8 წლის შემდეგ მოხდეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის […]

“სამშენებლო ობიექტზე რომ მიხვიდეთ, 20-40% უცხოელი მუშახელი დაგხვდებათ” – სამშენებლო ლაბორატორია

სამშენებლო სექტორმა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში შექმნილი კადრების დეფიციტის დასაბალანსებლად მუშახელის შემოყვანა დაიწყო. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარე პროექტების ზრდის და ემიგრაციის ფონზე საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის კადრების მოძიება სულ უფრო რთულდება. კომპანია “სამშენებლო ლაბორატორიის” დირექტორის, ლაშა ჭოჭუას თქმით, სამშენებლო ობიექტებზე მომუშავეების 20-40% საქართველოს მოქალაქე არ არის. ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდიდან […]

“კურიერმა” ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – მედიის ცნობით, საქმეში ქართველებიც ფიგურირებენ

“კურიერმა” ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – ბერძნული მედიის ცნობებით, საქმეში ქართველებიც ფიგურირებენ. საბერძნეთის პოლიციამ მასშტაბური სპეც ოპერაციების შედეგად 7 კაციანი დაჯგუფება გამოავლინა. 40 წლის დიმიტრის კიუნდოვს და 28 წლის ილიას ემინიდისს, ბერძნული მედია ქართველებად მოიხსენიებს- თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია არიან თუ არა დაკავებულები ნამდვილად საქართველოს მოქალაქეები, ან შეცვლილი აქვთ თუ არა მათ სახელი […]

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი გამოფენა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი წარადგინა ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „MATKA 2024”-ია. „გამოფენაში უწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება აქვთ აჭარის და ზოგადად, […]

გუდაურში ევროპელი ტურისტები რუსების სიმრავლის გამო აღარ ჩამოდიან – ცოტნე ჯაფარიძე

ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული, რის გამოც კურორტებზე პროდუქტების, თუ სარესტორნე ფასები თავისთავად აწეულია. დამსვენებლების თქმით, წყალი 5 ლარი ღირს, პური 10 ლარამდე, პიცა კი 43 ლარი. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი, ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან საქართველო თავადაა ძვირი ქვეყანა, ბაზარი კი თავისით რეგულირდება. […]

დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ომისთვის – ამბობს ნატოს მაღალჩინოსანი წვრთნების წინ

ნატო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დასავლეთი უფრო მეტად უნდა მოემზადოს მოულოდნელობებისთვის, მათ შორის რუსეთთან ომისთვის – იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალე ორი წელი შესრულდება და უკრაინის ზოგიერთ დასავლელ მოკავშირე ქვეყანაში ღრმავდება შეშფოთება ამ ომით გამოწვეულ დაღლილობაზე. “უნდა გვესმოდეს, რომ თავისთავადი მოცემულობა არაა ის, რომ დღეს მშვიდობა გვაქვს. და ამიტომაც ჩვენ [ნატოს ძალები] […]

დუბლი და საგოლე პასი – მიქაუტაძის მაგარი მატჩი “ესპერანჟთან” [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში “მეცი” ლუქსემბურგულ “ესპერანჟს” დაუპირისპირდა და მეტოქე 4:1 დაამარცხა. ფრანგულ კლუბში იჯარით დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. შეგახსენებთ, მიქაუტაძე ოფიციალურად “აიაქსის” საკუთრებაა და “მეცს” სეზონის დასრულების შემდეგ მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.

მედია – ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა დაიწყო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მსჯელობა დაიწყო, რომლის დამტკიცებასაც 24 თებერვლამდე გეგმავს. Reuters-ის ცნობით, პოტენციური ზომები შეიძლება მოიცავდეს ახალ ჩამონათვალს, მეტ სავაჭრო შეზღუდვებს და ასევე ითვალისწინებდეს იმას, რომ მოსკოვს როგორც მესამე ქვეყნების, ისე ევროკავშირში განთავსებული კომპანიების მეშვეობით სანქციების თავიდან აცილების შესაძლებლობა წაართვას.