ირაკლი კობახიძე – ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა – ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი – ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდოს, შესაბამისად, წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, […]
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: მოულოდნელს უნდა ველოდოთ

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ამბობს, რომ ალიანსი განგაში უნდა ჰქონდეს გამოცხადებული და “მოულოდნელს ელოდოს”. მაღალჩინოსანი რუსეთთან შესაძლო კონფლიქტზე საუბრობდა. “რათა ვიყოთ სრულად ეფექტიანები, მომავალშიც, გვჭირდება NATO-ს საბრძოლო გარდაქმნა. ამისთვისაც, მნიშვნელოვანი იქნება საჯარო და კერძო სექტორის კოოპერაცია”. – თქვა ბაუერმა. ბაუერმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის მოკავშირეები ფოკუსირებული უნდა იყვნენ ეფექტიანობაზე და გააუმჯობესონ თავდაცვის […]
ევროკავშირის მინისტრები შეხვედრებს გამართავენ ისრაელელ და პალესტინელ დიპლომატებთან

ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 22 იანვარს რამდენიმე შეხვედრას გამართავენ ისრაელის, პალესტინელთა ავტონომიისა და წამყვანი არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. განხილვის საგანი იქნება ღაზაში მიმდინარე ომი და სამომავლო სამშვიდობო გადაწყვეტის პერსპექტივები – იუწყებიან ოფიციალური პირები. გავრცელებული ცნობებით, ბრიუსელში ვიზიტის დროს ერთმანეთს არ შეხვდებიან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი და პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრი […]
ცივი ომის შემდგომ, ნატო ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს

ნატო ცივი ომის შემდეგ, ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. წვრთნების მიზანი იქნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამერიკელი ჯარისკაცები ევროპელ მოკავშირეებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან მოსაზღვრე ნატოს წევრ ქვეყნებში “კონფლიქტი გაჩაღდება”. “მტკიცე მცველ 2024”-ში მონაწილეობას, დაახლოებით 90,000 ჯარისკაცი მიიღებს. ჩრდილო-ატლანტიკურ თავდაცვის ალიანსში აცხადებენ, რომ წვრთნები მაისამდე გაგრძელდება. ნატოს განცხადებით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს […]
ეს არის საქართველოს ერთგვარი ბედისწერა – ჩვენ ვართ და ისტორიულად ვიყავით დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის -სოზარ სუბარი

„ის ისტერია, რაც მიმდინარეობს ჩინეთის წინააღმდეგ, არის აბსოლუტურად ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და მტრული ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის ეს ორი ვიზიტი სიმბოლურიც არის და უმნიშვნელოვანესიც. „სიმბოლურიც არის ეს ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. ერთი – დასავლეთ ევროპაში, მეორე – აღმოსავლეთში, უდიდეს ეკონომიკურ სახელმწიფოში (ვიცით, […]
ნათლისღების დღესასწაულზე, ახალციხის სოფელ მინაძეში 30-ე წელია მტკვარი იკურთხება

ნათლისღების დღესასწაულზე, ახალციხის სოფელ მინაძეში 30-ე წელია მტკვარი იკურთხება. ამის შემდეგ, მორწმუნეები ნაკურთხ მდინარეში განბანვის რიტუალისთვის შედიან. ეს მივიწყებული ცოდვების მიტევების სიმბოლოა. სოფელში წელსაც შეიკრიბნენ. დაახლოებით 200-მდე მორწმუნემ შეასრულა რიტუალი. მრევლს ნათლისღება ახალციხის და ტაო – კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მიულოცა. მან სამყაროს მშვიდობა უსურვა.
შვეიცარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

შვეიცარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. უკვე დაიხურა დავოსის ეკონომიკური ფორუმიც. შვეიცარიის სამთო კურორტმა 3 000 სტუმარს უმასპინძლა, მათგან 60 სახელმწიფოს ლიდერი იყო. შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტის და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა – ამ საკითხებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. პანელურ […]
მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, კვირას, ექიმების ჯგუფი სოფელ რუხში ჩავა

კვირას, 21 იანვარს, მესამე პრეზდტის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფი სოფელ რუხში ჩავა. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიუხედავად, გრძელდება ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჯაფარიძე აცხადებს რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეები უკავშირდებიან და მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ესაუბრებიან. “კვირას – 21 იანვარს, 12 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, […]
“ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს, მათ შორის რიჟვაძის სიძეს, მთავრობამ მოცვის ბაღების გაშენების პროექტი დაუფინანსა

სამშენებლო კომპანია “ალიანს ჯგუფს” სახელმწიფომ მოცვის ბაღების გაშენების პროექტი დაუფინანსა. საუბარია, დაბა “ლაითურში” 47 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ ბაღებზე. “ალიანს ჯგუფის” დამფუძნებელი და დირექტორი დაკავშირებულები არიან “ქართულ ოცნებასთან”. ისინი, წლებია, მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველები არიან. კომპანია ერთ-ერთი მონოპოლოსტია სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის დირექტორი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მამაა, “ალიანს ჯგუფის” ერთ-ერთი დირექტორი დავით […]
ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია

ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია. მინის პანორამული ფრაგმენტი გაბზარული და შემოღობილია. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათას ლარამდე დაიხარჯა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხიდის ხელახალ რეაბილიტაციასა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც უხარისხო სამუშაოები ჩაატარეს.