“ორივეს ერთი ინტერესი გვაქვს” – ქმნიან თუ არა მელია და გვარამია პარტიას ერთად?

ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდება და ამას ბევრი ახალი, განსხვავებული, ნაცნობი საზოგადოებისთვის კარგად, მართალი ხალხი დააფუძნებს. ეს არ იქნება ვინმეს პარტია, ეს იქნება პარტია, რომლის მიმართაც ჩემი სურვილი იქნება, ნდობა იქნება ძალიან მაღალი საზოგადოებაში. ეს პარტია უნდა იყოს ხალხის პარტია. მე არ ვარ და ნიკაც (გვარამია) საუბრობს, მომხრე იმის, რომ ვიღაცის სახელი ერქვას ამა თუ იმ […]
ივანიშვილი ისანში მინი ქალაქს აშენებს – “გაქრა სარეკრეაციო ზონა”

ტვ პირველის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, სამშენებლო ბიზნესის კუთხით, მასშტაბურ პროექტებს იწყებს. 16 კორპუსი თითო 30 საართულიანი – მინი ქალაქის მშენებლობა ისანში იწყება. მშენებლობას “ფონდი ქართუ” და ივანიშვილის კომპანია “ელიტ ბურჯი” განახორციელებენ. საკრებულომ ნებართვა უკვე გასცა, ქალაქის ხელმძღვანელობას, სულ რაღაც 3 დღე დასჭირდა რომ ოლიგარქის განაცხადი განეხილა და საკრებულოსთვის გადაეგზავნა. გაბრიელ სალოსის ქუჩა უახლოეს მომავალში დიდ […]
გაბრიელიუს ლანდსბერგისი – თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, ეს ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება

თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, მოსკოვის გამარჯვება ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. „არ არსებობს სცენარი, რომ თუ უკრაინა არ მოიგებს, ეს შეიძლება კარგად დასრულდეს ევროპისთვის“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა. მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება. ლანდსბერგისმა განარტა, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია […]
ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ტელეკომპანია „ბორჯომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, მამაკაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ ადამიანს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ნეთანიაჰუ: ისრაელმა ჰამასის დანაყოფების ორი მესამედი გაანადგურა

ღაზაში ისრაელის საპასუხო ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ „სრულ გამარჯვებამდე“ გაგრძელდება. განცხადებას ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აკეთებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ისრაელმა „ჰამასის“ დანაყოფების ორი მესამედი უკვე გაანადგურა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ ორ ეტაპად მიმდინარეობს. „ბრძოლას ორი ეტაპი აქვს. პირველი არის ჰამასის დანაყოფების განადგურება. აქამდე ოცდაოთხიდან თექვსმეტი, ან ჩვიდმეტი განადგურდა. შემდეგი […]
კონგრესმა კიდევ ერთი დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს, 18 იანვარს, დროებითი ფინანსური პროექტი დაამტკიცა იმისთვის, რომ ფედერალური მთავრობის სამსახურების მუშაობა მარტის დასაწყისამდე გაგრძელდეს. ამით მთავრობის ე.წ. დახურვის თავიდან აცილება კიდევ ერთხელ მოხდება. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეგზავნა. დროებით ზომებს მხარი 314-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 108 კი მის წინააღმდეგ წავიდა. მოწინააღმდეგეთაგან 106 რესპუბლიკელია, 2 – დემოკრატი. მანამდე კანონპროექტი დემოკრატებით კონტროლირებულ […]
კრემლი წუხს, რომ არგენტინას “ბრიქსში” გაწევრიანება არ სურს

კრემლმა პარასკევს განაცხადა, რომ წუხს არგენტინის გადაწყვეტილებაზე არ შეუერთდეს “ბრიქსის” (BRICS) განვითარებადი ქვეყნების ბლოკს და იმედოვნებს, რომ ბუენოს-აირესი ამ გადაწყვეტილებას გადახედავს. არგენტინის მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდებოდა ჯგუფს, მიუხედავად მათი იქ მიწვევისა. ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ შეერთებულ შტატებთან კავშირების გაღრმავება არჩია. ჟურნალისტებთან საუბარში კრემლის სპიკერმა დიმიტრი […]
უკრაინული დრონით თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ნავთობის საცავი იწვის

19 იანვარს, რუსეთის დასავლეთ ბრიანსკის ოლქში, ქალაქ კლინცის ნავთობის საცავში, ოთხ ავზს ცეცხლი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც სამხედროებმა იქ უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა. სპეციალიზებული ხანძარსაწინააღმდეგო მატარებლის დახმარებით, მეხანძრეებმა შეაკავეს მისი თქმით, სერიოზული ხანძარი “როსნეფტის” ობიექტზე. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, დასძინა მან. “თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ტიპის დრონი რადიოელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩამოაგდო. როდესაც […]
დონალდ ტრამპი ვაშინგტონის შტატში დაგეგმილი პრაიმერის ბიულეტენზე რჩება

ამერიკის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია დარჩეს ვაშინგტონის შტატში, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობის გამოსავლენ საპრაიმერო ბიულეტენზე. 18 იანვარს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რითიც პრაიმერებიდან ტრამპის დისკვალიფიკაციის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. ისევე როგორც ზოგ სხვა შტატში, ამომრჩევლები, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს, ამტკიცებდნენ, რომ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება არ აქვს. მიზეზად ისინი 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებს ასახელებდნენ, […]
ოფიციალურად: მექვაბიშვილი რუმინული გუნდის ფეხბურთელი გახდა

ეს ის გუნდი არაა ლოკომ რომ გააგდო? რუმინეთში წასვლას დინამო არ ჯობდა? ერთი და იგივეა. არ ვიცი რას ფიქრობენ ეს ფეხბურთელები. საშუალო დონის ევროპულ გუნდში წასვლას და სკამზე ჯდომას არ ჯობია აქ დარჩნენ და თან ჩემპიონატის დონეც გაიზრდება და იქნებ ჩვენც გავხდეთ საშუალო დონის ევროპული ჩემპიონატი. მერე შეიძლება რამეს მივაღწიოთ. თუ ჩვენ ჩემპიონატში ნორმალური ფეხბურთელები […]