ივანიშვილი ისანში მინი ქალაქს აშენებს – “გაქრა სარეკრეაციო ზონა”

ტვ პირველის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, სამშენებლო ბიზნესის კუთხით, მასშტაბურ პროექტებს იწყებს. 16 კორპუსი თითო 30 საართულიანი – მინი ქალაქის მშენებლობა ისანში იწყება. მშენებლობას “ფონდი ქართუ” და ივანიშვილის კომპანია “ელიტ ბურჯი” განახორციელებენ.
საკრებულომ ნებართვა უკვე გასცა, ქალაქის ხელმძღვანელობას, სულ რაღაც 3 დღე დასჭირდა რომ ოლიგარქის განაცხადი განეხილა და საკრებულოსთვის გადაეგზავნა. გაბრიელ სალოსის ქუჩა უახლოეს მომავალში დიდ სამშენებლო პოლიგონად იქცევა, რის შედეგადაც, ბიძინა ივანიშვილი კიდევ რამდენიმე ათეული მილიონით გამდიდრდება.
8 შენობა იყო ამ ტერიტორიაზე და მართლა დიდი კონცენტრირებული პარკი იყო, ასე თუ ისე ჯდებოდა არსებულ განაშენიანებაში მეტნაკლებად. ახლა იქნება 8-ის ნაცვლად 16 კორპუსი და მაქსიმალური სიმაღლე არის 30 სართული. გაქრა სარეკრეაციო ზონა, მხოლოდ 1 სპორტული მოედანი იქნება. დედაქალაქის საკრეულო როგორც ორშაბათს ურბანულ კომისიაზე, ასევე დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე მორჩულად, მონურად დაუჭერს მხარს დედაქალაქის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას კი არა, ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის მილიონების შოვნას.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი