ანა დოლიძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საინფორმაციო ბერკეტია, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობას საგრძნობლად აზიანებს – რუსებმა ჩვენგან საქმიანი დღის წესრიგის პოტენციალი გაიტაცეს

ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ისევ ვხვდებით და ვკარგავთ დროს ისეთ თემაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელობით მეასეხარისხოვანია – ჩვენს ქვეყანას ბევრად მეტი მწვავე თემა აქვს განსახილველი, ვიდრე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაა” , – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საზოგადოება საინფორმაციო ავტორიტარიზმში ცხოვრობს და კანონი, რომელიც ახლა დააინიცირეს, […]

წერეთლის შეუსრულებელი ტენდერის გამო “შავ სიაში” მყოფმა ერ-ტე-დემ “თეთრ სიაში” გადაინაცვლა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თებერვლის დასაწყისში “შავ სიაში” შეიყვანა ორივე კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეწყდა. ორიდან ერთი, ლუხუმ ქართლოსიშვილის ერ-ტე-დე ამ დროისთვის თეთრ სიაშია. ამასთან, მონაწილეობს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის 367’000-იან ტენდერში, სადაც განაცხადების მიღება დასრულებულია და “ერ-ტე-დე” ერთადერთი პრეტენდენტია. კომპანიები ე.წ შავ სიაში მერიის მოთხოვნის საფუძველზე […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ბატალიონების ლიკვიდაციას მოითხოვს, ეს მოხდება – თარიღი არსებობს

გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ლიკვიდაციას მოითხოვს ,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „ეს გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ბატალიონების ლიკვიდაციას მოითხოვს, ეს მოხდება – თარიღი არსებობს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. „დღეს კაიროში გამართული მოლაპარაკებების შესახებ დეტალური […]

ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარების პერსპექტივებზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე სამშენებლო სექტორის, ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს. “დღეს გაიმართა შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან, ჩინეთის სხვადასხვა ინდუსტრიული პროვინციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესასწავლად. განხილვის თემები იყო: მცირე […]

ჯონ კირბის განცხადებით, კაიროში მოლაპარაკებების ფარგლებში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასს“ ახალი წინადადება წარუდგინეს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში „ჰამასს“ ახალი წინადადება წარუდგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ავრცელებს. „ჩვენ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის პასუხს ველოდებით. ამას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის დელეგაციას აშშ-ის ცენტრალური […]

ქარქაშაძე: 2029 წლისთვის უკვე უნდა გვქონდეს ახალი აეროპორტი და დავიწყოთ ტრანზიტული პერიოდი

გეგმის მიხედვით, რომელიც უფრო დამუშავებას და დაზუსტებას საჭიროებს, 2029 წლისთვის ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ახალი აეროპორტი და დავიწყოთ ტრანზიტული პერიოდი, როდესაც თბილისის არსებულ აეროპორტს გადავიტანთ ახალ აეროპორტში. შეირჩა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ყოფილი ტერიტორია, რომელიც დღეს საერთოდ არ ფუნქციონირებს. დღეს პრემიერმა გააჟღერა საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენ შევდივართ აქტიურ ფაზაში. რაც ნიშნავს თბილისის ახალი აეროპორტის პროექტირებას და […]

2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით ინდოეთმა შესაძლოა ჩინეთს გაუსწროს

ინდოეთმა შესაძლოა 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდის მხრივ ჩინეთს გაუსწროს – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ჩინეთის ეკონომიკა აჩვენებს ზრდის შენელებას, დასავლელი პარტნიორები სულ უფრო მეტად ხედავენ პეკინს, როგორც კონკურენტს და არა პარტნიორს; პარალელურად, იზრდება ინდოეთის საფონდო ბაზარი, ქვეყანა იზიდავს უცხოელ ინვესტორებს და დებს ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებს სხვა ქვეყნებთან. Barclays და სხვა საინვესტიციო ბანკები პროგნოზირებენ, რომ ჩინეთის […]

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ირაკლი ბერაია წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ირაკლი ბერაია წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი ბერაიას კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. პრემიერმა, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია 5 აპრილს, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების […]

ქვეყანაში შავი ფული დიდი რაოდენობით შემოდის და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდება, რაც უნდა გამოაშკარავდეს

„შავი ფულის ქვეყანაში შემოდინების პროცესი უნდა დასრულდეს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული იქნება, რადიკალური „ენჯეოების„ და მათი დონორების პოლიტიკა შეიცვლება. კაჭარავას თქმითვე პარტია „ხალხის ძალის“ წევრები ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მხოლოდ სიმართლეს იტყვიან და არანაირი ტაბუდადებული თემები მათთვის არ […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 15 აპრილს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განსახილველად კომიტეტი 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს შეიკრიბება. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დასახელებული თარიღის შეცვლის მიზეზად ოხანაშვილმა რეგლამენტით განსაზღვრული ის პროცედურა დაასახელა, რომლის თანახმად, კომიტეტი სხდომას იწვევს ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა. როგორც ოხანაშვილმა განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილი უქმე […]