კრამერი: “ქართული ოცნება” აშშ – საქართველოს პარტნიორობას საფრთხეში აგდებს

ვაშინგტონმა და თბილისმა, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი 15 წლის წინ მოაწერეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები კი ამბობენ, რომ ქართული ოცნების ნაბიჯები, ამ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის.

,,მიატოვეს და ქუჩის ძაღლად აქციეს ზუგდიდში, გერმანიაში კი მაშველი ძაღლი გახდა” – ,,ფრიცის” ამბავი

სოციალურ ქსელში მარიამ შეყილაძე ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ჩემი და ბეკის დიდი სიყვარული ფრიცი – 3 თვე ცხოვრობდა ჩვენთან. ყველაზე კომფორტული და უწყინარი ცუგა იყო ვინც კი შემიფარებია 🤎 საქართველოში ვერ დააფასეს. მიატოვეს და ქუჩის ძაღლად აქციეს ზუგდიდში. გერმანიაში მაშველი ძაღლი გახდა. დაკარგული ადამიანების პოვნის და გადარჩენის მისიებში მონაწილეობს”

,, მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას” – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ალტ-ინფოს პარტიის გაუქმებას ასე ეხმურება: ,,ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ ცხადზე ცხადია რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრო-რუსულ ველს ისუფთავებს რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს არაფერი ამაში სასიხარულო არაა, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, […]

თინა ხიდაშელი – მუდმივად მზარდი საპროტესტო მუხტის შესაქმნელად ოპოზიციური ინტელექტუალური რესურსის ერთ, მრგვალ მაგიდასთან მობილიზება უნდა მოხდეს

პროტესტის ორგანიზებისა და მისი მართვისთვის, მუდმივად მზარდი საპროტესტო მუხტის შესაქმნელად ოპოზიციური ინტელექტუალური რესურსის ერთ მრგვალ მაგიდასთან მობილიზება და თავმოყრა უნდა მოხდეს,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. თინა ხიდაშელის მოსაზრებით, ოპოზიცია უნდა იყოს ორიენტირი კრიზისის დროს, კრიზისის განმუხტვის და წარმატებაში გადათარგმნისთვის. „კრებსითად […]

EU-მ ცალსახად უნდა თქვას, რომ „რუსული კანონის“ შემდეგ არ იქნება მოლაპარაკებების გახსნა – ფონ კრამონი

გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროკავშირმა ცალსახად უნდა განუმარტოს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ხურავს კარებს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ, ვინაიდან ამის შემდეგ არ იქნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ან ევროკავშირში ინტეგრაციის სხვა ფორმა. ევროპარლამენტარი ამის შესახებ განცხადებას X-ზე აქვეყნებს. როგორც ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის […]

ვიოლა ფონ კრამონი – ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას ცალსახად უნდა განუმარტოს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული მომავლის კარს მიზანმიმართულად ხურავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაშია ნათქვამი. ევროპარლამენტარის თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ან ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა არ იქნება. „ქართულმა ოცნებამ ჩვეულებისამებრ იცრუა – მათ პირობა დადეს, რომ იმ […]

რუსი მოხალისე, რომელიც უკრაინელ დევნილებს ეხმარებოდა პატიმრობაში გარდაიცვალა

ქალაქ ბელგოროდში მცხოვრები რუსი მოხალისე ალექსანდრ დემიდენკო საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გარდაცვლილის შვილს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვს. “ვფიქრობ, მამა თავად მოიკლა თავი, იმიტომ რომ ასეთი აქტიური და თავისუფლების მოყვარული ადამიანისთვის მომავალში შესაძლო პატიმრობის შესახებ ფიქრი აუტანელი იყო. მას ნახევარი წლის განმავლობაში, იზოლატორში, ოჯახის წევრებთან შეხვედრისა და თუნდაც წიგნების გარეშე ფსიქოლოგიურად კლავდნენ”. […]

ლაზარეს მაგალითზე უნდათ, აჩვენონ ახალგაზრდობას, რომ მათაც დასჯიან – გია კალანდაძე

ლაზარე უნდათ, საჩვენებლად დასაჯონ… ეს ყველაფერი, პროცესი მიდის იქითკენ, რომ ჩვენს მთავრობას თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა ალბათ, რომ ამ კანონს შემოაბრუნებდნენ და ამიტომაც ამოარჩიეს ლაზარე და ლაზარეს მაგალითზე უნდათ აჩვენონ ახალგაზრდობას, რომ მათაც დასჯიან, თუ რაღაცა ისეთი მოხდება, პროტესტს თუ გამოაცხადებს ახალგაზრდობა და საერთოდ ხალხი, დაშინების მიზნით. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე ფორმულას ეთერში. დღეს, 8 […]

შევისყიდეთ უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები – ნათია თურნავას განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა ოქროს შესყიდვაზე განმარტებას აკეთებს. დღეს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სებ-მა მარტში მიიღო გადაწყვეტილება რეზერვებში ოქროს დამატებაზე, რისთვისაც 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინეს. ნათია თურნავას განმარტებით, სებ-მა ოქრო სავალუტო რეზერვების დიფერსიფიცირების მიზნით შეიძინა, რისთვისაც მათ ლონდონის ბირჟაზე უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები […]

,,შევდივართ აქტიურ ფაზაში, რაც თბილისის ახალი აეროპორტის პროექტირებას და მშენებლობას გულისხმობს” – ირაკლი ქარქაშაძე

,,უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაზე ტენდერს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკი. გეგმის მიხედვით, რომელიც უფრო დამუშავებას და დაზუსტებას საჭიროებს, 2029 წლისთვის ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ახალი აეროპორტი და დავიწყოთ ტრანზიტული პერიოდი, როდესაც თბილისის არსებულ აეროპორტს გადავიტანთ ახალ აეროპორტში“,- აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. […]