ალეკო ელისაშვილი – მამუკა მდინარაძის სიტყვებს კაპიკის ფასი არ აქვს, სიტყვის გამტეხელი კაცის პირდაპირ ასოციაციაა – რაღაც რომ დაუმტკიცო, კანონპროექტს გაიტანს და თავის სიტყვას შეასრულებს?

მამუკა მდინარაძის სიტყვებს არანაირი, კაპიკის ფასი არ აქვს არავისთვის მთელ საქართველოში, იმის მერე რაც გააკეთა, – ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ თუ ვინმე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც ნახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და ევროპულსა და ამერიკულში არ არის, შეუძლიათ ხვალვე წაიღონ ეს კანონპროექტი უკან. ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ […]
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტისთვის სიოფრა ო’ლირისთვის მიმართვისას თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა უახლესი გადაწყვეტილების მნიშვნელობას ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ბოლო წლებში საქართველომ მოიპოვა ისტორიული […]
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატი 2024 გაიმართება

თიბისის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია წლის მთავარ შეჯიბრებას, საქართველოს ჩემპიონატს სამთო-სათხილამურო დისციპლინაში გუდაურში, გამართავს. 12-13 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატზე სამთო-სათხილამურო სპორტში ქვეყნის საუკეთესო მოთხილამურეები გამოვლინდებიან. შეჯიბრება ტარდება შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში 2010-2011, 2009-2008, 2007 და მეტი. ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და საქართველოს მთიანი რეგიონების სამთო-მოთხილამურეებისთვის ეს დღე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. თიბისი […]
ლევან ბეჟაშვილი – მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა, ისინი მზად არიან კანონპროექტი უკან გაიწვიონ – გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს

მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი უკვე დაფიქსირდა, რომ ისინი მზად არიან უკან გაიწვიონ კანონპროექტი – რიტორიკა მანამდე ბევრად უფრო მკაცრი ჰქონდათ და მოსახლეობის გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ მათ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა უკან არ დაიხევს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადების უპასუხა. მისივე თქმით, „უცხოური […]
გიორგი გახარია კახა კალაძეზე – ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა, ვერ მიხვდა, მისი არჩევანი გასაგებია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. „ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია. ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო „ნაცებად“ და „ქოცებად“. ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ. კალაძეს და […]
ესპანეთის პრემიერი – საერთაშორისო თანამეგობრობა პალესტინის სახელმწიფოს ვერ დაეხმარება, თუ მის არსებობას არ აღიარებს

საერთაშორისო თანამეგობრობა პალესტინის სახელმწიფოს ვერ დაეხმარება, თუ იგი მის არსებობას არ აღიარებს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. „ისრაელის არაპროპორციული პასუხი ახლო აღმოსავლეთის და შედეგად, მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციის რისკს ქმნის. საერთაშორისო თანამეგობრობა პალესტინის სახელმწიფოს ვერ დაეხმარება, თუ იგი მის არსებობას არ აღიარებს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, […]
GITA-თან პარტნიორობით, თბილისში ფინტექ სიმპოზიუმი „Bulls“ გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, 25 მაისს, თბილისში, ფინანსური ტექნოლოგიური სიმპოზიუმი “Bulls” პირველად გაიმართება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მესამე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, “კრიპტო ბაზარი” ფინანსური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ღონისძიებას აანონსებს. „სიმპოზიუმის სტუმრები დაესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის პრაქტიკოსი სპიკერების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. ღონისძიება დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა კრიპტოვალუტა, თანამედროვე ბიზნეს მოდელები, მარკეტინგი, […]
მამუკა მდინარაძე – უტოპიაა, აშშ-სგან სანქცია იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბევრად უფრო მკაცრი კანონი თავად ამერიკელებს აქვთ

უტოპიაა, აშშ-სგან სანქცია იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბევრად უფრო მკაცრი კანონი თავად ამერიკელებს აქვთ – როგორც ჩანს, აღმოჩნდება ძალიან დიდი “შავი ფული”, რომლის გამოჩენაც არ უნდათ და ამაში დიდი და მძლავრი საერთაშორისო ლობისტური ქსელია ჩართული, – ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. მდინარაძის აზრით, “უდიდესი უთავმოყვარეობაა, როცა ეროვნებით […]
კახური სამზარეულო ევროპაში – „დერგის“ წარმატების ისტორია

„კახეთში, სოფელ ნუკრიანში, სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე გასტრონომიული მოგზაურობით დაინტერესებულ სტუმრებს ერთი საინტერესო რესტორანი – „დერგი“ ელოდებათ, რომელიც კახური სამზარეულოს მარგალიტებს აერთიანებს“,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მისივე თქმით, რესტორანი 2021 წელს გაიხსნა და ის 3,000 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, რომელიც აერთიანებს: სხვადასხვა დანიშნულების დარბაზებს, მარანს, თონეს, დუქანს, ტერასასა და ვერანდებს. რესტორანში შეხვდებით როგორც დიდ […]
“წინ აღვუდგეთ რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას” – მწერლები და გამომცემლები რუსულ კანონს გმობენ

საქართველოს პენცენტრი, წერილზე ხელმომწერი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები განცხადებას აქვეყნებენ და გმობენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, “ხელახლა მოახვიოს ქართველ ხალხს” რუსული კანონი. მწერლები და მთარგმნელები მოუწოდებენ საზოგადოებას, არ შეეგუოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღალატს და ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას. “საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია აღნიშნული ქმედებით უარს […]