ზელენსკი: რუსეთმა უკრაინაზე 40-ზე მეტი რაკეტითა და 40-დე დრონით მიიტანა იერიში

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო და საჰაერო იერიში მიიტანა. დაბომბვას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: “რუსი ტერორისტები კვლავ უმიზნებდნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. მიიტანეს მორიგი სარაკეტო იერიში ხარკოვზე და ხარკოვის ოლქზე. მიზნად ამოიღეს ობიექტები სხვა ოლქებშიც: კიევის, ზაპოროჟიეს, ოდესის და ლვოვის. საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა თავდაცვითი მხარდაჭერა და არა დახუჭული თვალები და ხანგრძლივი დისკუსიები”. უკრაინის შეიარაღებული […]
Вот так: რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ორი შვილის დედაზე, რომელიც საქართველოში გადავიდა

რუსული მედია Вот так წერს, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ლიდია პრუდოვსკაიაზე – ორი შვილის დედაზე, რომლის წინააღმდეგაც არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და რომელიც საქართველოში გადმოვიდა. მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა მონაცემებს ეყრდნობა. რუსეთის შსს-ს განცხადებაში აღნიშნული არაა, თუ რა მიზეზით იძებნება პრუდოვსკაია. აქამდე ლიდია პრუდოვსკაია არხანგელსკის ოლქში, ქალაქ მირნიში ცხოვრობდა. […]
უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის – USAID-ის ხელმძღვანელი

„უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის“, – ამის შესახებ სენატის წინაშე სააგენტოს წლიური ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე საუბრისას სამანტა პაუერმა განაცხადა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს. სამანტა პაუერის თქმით, ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. „ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები […]
წელს სააღდგომო პასკა 8 ლარიდან 219 ლარამდე ეღირება

იტალიური პასკები დიდ სუპერმარკეტებსა და პრემიუმ-კლასის მაღაზიებში უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც იყიდება. ქართული, ადგილობრივი წარმოების პასკის გაყიდვა კი 15 აპრილის შემდეგ დაიწყება. წელს ქართული წარმოების პასკაზე ფასები თითქმის არ გაზრდილა, იტალიური პასკის ფასიც მინიმალურად – 5%-თაა გაზრდილი. მთლიანობაში, ბაზარზე პასკის ფასების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ სააღდგომო პასკის მინიმალური ფასი 8 ლარია, მაქსიმალური კი – 219. […]
საქართველოში საავტომობილო ავარიების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 55 603-ს მიაღწია. 2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 2022 წელთან შედარებით 12-ით მეტია. ხოლო, რაც შეეხება ამ შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობას, 2022 წელთან შედარებით 200-ით შემცირდა და 7 310 შეადგინა. ცნობისთვის, ბოლო 5 წელში […]
საქართველოს ბანკმა 300 000 000 აშშ დოლარის 9.5%-იანი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციებზე ფასი 9.5%-თ განისაზღვრა. ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities. ტრანზაქციის თანა მენეჯერია გალტ & თაგარტი. „ტრანზაქციის ზომა და ფასი იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ გაძლიერდა ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია სეისმური მონიტორინგის ვებსაიტზე განახლდა. ეპიცენტრი, ქალაქი ახალი ათონი – ჩრდილოეთი – 32კმ. სოფელი სანჩარა – 1კმ. მიწისძვრის სიმძლავრემ, 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორ შეიცვლება ამინდი დღეს – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11 აპრილს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. იწვიმებს. ბათუმშიც ნალექიანი დღეა. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე. უნალექო დღეა ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდია ზუგდიდშიც, სადაც […]
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური […]
სად გაითიშება დღეს დენი

თელასის ინფორმაციით,სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი რესპუბლიკის მოედნის, ვარდის მოედნის, ელიას მთის, მახათას, მთავარანგელოზის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, ბზიფის, კვალეთის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, დმანისის, დომინიკა ერისთავის, რუისპირის, ლადო მესხიშვილის, მარტყოფის, აბულის, სამხედროს, […]