მდინარაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით სტუდენტურ თვითმმართველობებს ხვდება

დღეს, 11 აპრილს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება, რათა მათ რუსული კანონის შინაარსი გააცნოს. შეხვედრა, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, 10 საათზე დაიწყო და მედიისთვის დახურულია. ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე 8 აპრილს დაარეგისტრირა.

ცოლზე ძალადობის და მუქარის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს […]

გაიწვიეთ ეს დამღუპველი და ერის შეურაცხმყოფელი კანონი – მეცნიერთა და პროფესორთა პეტიცია

პროფესორები და მეცნიერები ქართულ ოცნებას მიმართავენ და “ქართველი ერის დამღუპველი და შეურაცხმყოფელი” რუსული კანონის გაწვევისკენ პეტიციით მოუწოდებენ. “საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” შესახებ კანონი, რომელიც ანგრევს საქართველოს […]

შრედერმა BILD-თან ნავალნის ინტერვიუს დავა წააგო, ნავალნიმ მას “პუტინის ხელის ბიჭი” უწოდა

ვლადიმირ პუტინი და გერჰარდ შრედერი გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა გამოცემა Bild-თან სასამართლო დავა წააგო. მედიაში ალექსეი ნავალნის სტატია დაიბეჭდა, რომელშიც რუსმა პოლიტიკოსმა შრედერს “პუტინის ხელის ბიჭი” უწოდა. რუსი ოპოზიციონერის ინტერვიუ Bild-მა 2020 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. მასში ნავალნიმ შრედერს “პუტინის ხელის ბიჭი, რომელიც მკვლელებს აფარებს ხელს” უწოდა. შრედერმა არ დაიწყო სასამართლო დავა თავად ნავალნის წინააღმდეგ, […]

აშშ: ირანის თავდასხმა ისრაელზე მხოლოდ დროის საკითხია

აშშ-მ 10 აპრილს ანგარიში გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც, ირანის საპასუხო თავდასხმა ისრაელზე მხოლოდ დროის საკითხია და უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ირანის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ისრაელს დამასკოში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 13 წევრის, მათ შორის 2 გენერლის მკვლელობისთვის შესაბამის პასუხს გასცემდნენ. აშშ-ს ანგარიში ისრაელის დაზვერვასთან აფილირებული წყაროს ინფორმაციას ეყრდნობა. ინფორმაცია ანგარიშის შესახებ თავდაპირველად Bloomberg-მა […]

რუსეთმა ნალჩიკის მახლობლად „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ აამოქმედა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ დააწესა ყაბარდო-ბალყარეთის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ნალჩიკის ნაწილსა და ჩერეკსკის რაიონში. რუსეთის უშიშროება ირწმუნება, რომ მიიღო ინფორმაცია „ტერორისტულ საქმიანობასთან“ კავშირის მქონე პირთა ადგილსამყოფლის შესახებ. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ოფიციალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სპეცრაზმელებს ნალჩიკის მახლობლად მდებარე სააგარაკე ტერიტორიაზე დაბლოკილი ჰყავთ „ბოევიკები“, რომლებმაც იარაღის დაყრის და დანებების […]

„ძალიან რთულია კარგი კადრის პოვნა, რადგან ამ საქმეში მთავარი დეტალებზე ორიენტირებულობაა“ – რა ვითარებაა დასუფთავების ბიზნესში

ბოლო წლებში დასუფთავების ბაზარზე მომუშავე კომპანიების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. დალაგების სერვისით აქტიურად სარგებლობენ როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართების მფლობელები. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რომელი მიმართულებით უფრო მაღალია მოთხოვნა, როგორია სერვისების ფასები და რამდენად მარტივად ახერხებენ კომპანიები შესაბამისი კადრების მოძიებას. როგორც კომპანია „დალაგება ჯი“-ს დამფუძნებელმა სალომე გვალიამ განაცხადა, მოთხოვნა საცხოვრებელი ფართების და კომერციული ფართების დალაგებაზე 50/50-ზეა. ასევე თანაბარია […]

მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება

საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე. შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში იმართება და ის მედიისთვის დახურულია.

მწერალთა სახლი პარიზის წიგნის ფესტივალში Festival du Livre de Paris საკუთარი სტენდით პირველად მიიღებს მონაწილეობას

12-14 აპრილს, მწერალთა სახლი პარიზის წიგნის ფესტივალში Festival du Livre de Paris საკუთარი სტენდით პირველად მიიღებს მონაწილეობას. პარიზის წიგნის ფესტივალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მოვლენაა ლიტერატურულ სფეროში, რომელიც ყოველწლიურად Exhibitions Park-ში Porte de Versailles-ში იმართება. მასში 1200-მდე გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს მონაწილეობას. ქართული სტენდის კონცეფცია ჩვენი ლიტერატურის თექვსმეტ საუკუნოვანი უწყვეტი ტრადიციის წარმოჩენას ისახავს მიზნად. […]

საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა (რ)

საქართველოს ბანკმა 300,000,000 აშშ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციებზე ფასი 9.5%-ით განისაზღვრა. ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities. ტრანზაქციის თანა მენეჯერია გალტ & თაგარტი. “ტრანზაქციის ზომა და ფასი იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ გაძლიერდა ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა […]