“წელს რეალიზაცია შეგვიმცირდა, თუმცა არა რადიკალურად” – “კუმისი”

წინა წელთან შედარებით, რეალიზაცია შეგვიმცირდა, თუმცა არა რადიკალურად, – ამის შესახებ bm.ge-ის კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კუმისის“ დირექტორმა, გოგიტა მაისურაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის პირველ სამ თვეში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კვერცხის რეალიზაცია კომპანიას 5-7%-ით შეუმცირდა. „ველოდებით, რომ 2024 წელი 2023 წელზე უკეთესი არ იქნება. თუმცა იმას, რომ რადიკალურად მოგვიწევს წარმოების შემცირება, ვერ […]

რომელი პროდუქტებით იღებს NVIDIA ყველაზე მეტ შემოსავალს?

შესაძლოა გასულ წლამდე, Nvidia-ზე ბევრს არაფერი გაეგო, თუმცა ახლა ადგილს იმ სამეულში იკავებს, რომლის ღირებულებაც 2 ტრილიონ დოლარს აღემატება. თუ The New York Times-საც დავესესხებით, „ის არის ხელოვნური ინტელექტის ბუმის ყველაზე თვალსაჩინო გამარჯვებული“. გაურკვეველი ტექნოლოგიური კომპანიიდან მანქანური სწავლების ეპოქის ლიდერამდე Nvidia-ს ტრანსფორმაცია სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებენ. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, […]

რუსეთმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა მინისტრის „მიუღებელი“ კომენტარის გამო

საფრანგეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დაიბარეს 12 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნის „მიუღებელი“ კომენტარის გამო – იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სეჟურნმა განაცხადა 8 აპრილს, რომ საფრანგეთი არ არის კრემლთან მოლაპარაკებით დაინტერესებული. ეს კომენტარი მოჰყვა რამდენიმე დღით ადრე რუსეთის და საფრანგეთის მინისტრების სატელეფონო საუბარს, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით დასრულდა. საფრანგეთის ელჩს პიერ ლევის „მიაწოდეს ინფორმაცია […]

სალომე ზურაბიშვილი – უნდა დავდოთ პირობა, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება

უნდა დავდოთ პირობა, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ის დებს ერთი ძალიან სერიოზულ პირობას საზოგადოების წინაშე, „რომ ქოლგას, რომელიც მას უჭირავს, ხელს არ გაუშვებს იმისთვის, რომ შეიყვანოს ამ მოლაპარაკებების გზით იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია გაწევრიანება“. „მე არ მჯერა გაერთიანებების, იმიტომ რომ […]

მიქაუტაძე შეუჩერებელია – “ლანსთან” პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა [VIDEO]

სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ. 34-ე წუთზე მიქაუტაძემ ორი მცველი ჩამოიცილა და ცაციათი მეკარე ბრის სამბას ცხრიანში გაუტანა. კომპენსირებულ დროში კი გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი მისმა გუნდმა 2:1 მოიგო. ძალიან დიდი დრო დაკარგა გიომ აიაქსში , თუმცა მთავარია ფორმას იბრუნებს და ზედიზედ დუბლი გააკეთა , იმედია მეორე ტაიმშიც გაიტანს და მოიგებს მეცი […]

ხოშტარია ლაზარეს შეწყალებაზე: დიდი შვებაა, საერთო საქმისთვის ადამიანი უსამართლოდ ისჯებოდა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა. ის ამბობს, რომ შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები. ელენე ხოშტარიას თქმით, ლაზარე გრიგორიადისი […]

ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის რეალური საფრთხე არსებობს – ამას თეთრი სახლი ადასტურებს

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის რეალური საფრთხე არსებობს. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა: „ჩვენი ძალები მზად არიან ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სცენარის წინააღმდეგ.” ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყურადღებით აკვირდება, რა ხდება ირანში და სხვადასხვა ასპარეზზე და მუდმივად ემზადება არსებულ და პოტენციურ საფრთხეებთან […]

რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებს

ბოლო დღეებში რუსეთმა გაახშირა თავდასხმა უკრაინის სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაზე, რის გამოც გამოიწვია მსხვერპლი და დიდი ზიანი. 12 აპრილს მომხდარი ახალი დარტყმების სამიზნე, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, დნიპროპეტროვსკის ენერგოობიექტი იყო. უკრაინის სამხედრო უწყების და რეგიონის ოფიციალური პირების თანახმად, 12 აპრილს რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ობიექტი სერიოზულად დააზიანა. ენერგოობიექტი არ დასახელებულა სამხედრო ცნობაში, რომელშიც მხოლოდ ნათქვამია, […]

ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა

ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა, ეს კი მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. “ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყევტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება.”- წერს […]

ბაიდენის თქმით, მისი გზავნილი ირანის მიმართ არის, „არ ქნათ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა 12 აპრილს, რომ ის ირანისგან ისრაელზე თავდასხმას „უფრო ადრე მოელის ვიდრე გვიან“ და გააფრთხილა თეირანი ასეთი ნაბიჯის გამო. ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რის თქმა სურს ირანისთვის, ბაიდენმა უპასუხა: „ნუ იზამთ,“ და დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს. „ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. ჩვენ შეგვიძლია ისრაელის დაცვა […]