“ფენომენალურმა მეფე “ჟორჟმა” შეიძლება “მეცი” გავარდნისგან იხსნას” – მიქაუტაძემ ფრანგები აღაფრთოვანა

საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში “მეცმა” სახლში “ლანსს” გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:1 სძლია, ლიგა 1-ის საიტმა კი ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გვირგვინით წარმოსახა. განსაკუთრებით მოწონება პირველმა გოლმა დაიმსახურა და აღნიშნეს, რომ მიქაუტაძეს გამორჩეული საღამო ჰქონდა. “ეკიპი” წერს, რომ გიორგი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და თავის გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების შანსი დაუტოვა: “ფეთქებადი მიქაუტაძე […]

“ლომჯარიას დაძახილზე რომ შოლცი ილაპარაკებს და კი ვხედავთ გერმანია რა დღეშია” – ხაინდრავა

სადამდეა დაცემული ეს მსოფლიო ე.წ. დემოკრატიული ელუტა, რომ ლომჯარია ეუბნება, რომ თქვენი მწვავე განცხადება თუ არ იქნება, ხალხს ვერ გამოვიყვანო. ლომჯარიას დაძახილზე რომ შოლცი ილაპარაკებს და კი ვხედავთ გერმანია რა დღეშია.. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ გაჟღერებულ ინფორმაციას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ 😎😎

მდაბიო ძალმომრეობის დემონსტრირება! – ლორთქიფანიძე

🟢 ვამბობთ, მზად ვართ, წელიწადში ერთხელ შევავსოთ დეკლარაცია და სრულიად გამჭვირვალე გავხადოთ ჩვენი საქმიანობა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. 🔴 გვეუბნებიან, არ გინდათ დეკლარაციის შევსება, არ არის საკმარისი მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ახალი კანონი უნდა მივიღოთ, “აგენტები” და “გამტარები” უნდა დაგიძახოთ მაინცდამაინცო . თან რა გინდათ, მშვენიერი, საუცხოო წოდებაა უცხოური ძალის ინტერესების […]

კიდევ უნდა დავიჭიროთ, გარეთ არ უნდა გამოვიდეს – რამიშვილი გრიგორიადისზე გადაცემამდე

POS TV-ს ეთერში “დიდი გადაცემის” დაწყებამდე წამყვანის, შალვა რამიშვილისა და მიწვეული სტუმრის, გოგა ხაინდრავას დიალოგი გაიპარა, რომელშიც პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გამო აკრიტიკებდნენ და ლაზარეს მეორედ დაჭერას განიხილავდნენ. “კიდევ უნდა დავიჭიროთ, რა, ეგ ტიპი არ უნდა გამოვიდეს გარეთ, რაღაცა უნდა ვქნათ, პრინციპზე თუ არის, რა”. – თქვა რამიშვილმა გაპარულ საუბარში. საპასუხოდ, ხაინდრავამ თქვა, რომ “მეორედ […]

ამდენი დეგენერატის, აგენტის, აქტიური მავნებელი სულელის და შეპყრობილის ყურებისას ერთადერთი ნუგეშიღა რჩება – სოსო მანჯავიძე

“თეა დარჩიას მართალია, არ წაუკითხავს კანონი, მაგრამ ტანით გრძნობს, რომ ცუდია. ამიტომ აპროტესტებს. ქათამაძე თუხთუხებს ბურატინენკოსთან, ამერიკაში რომ ფულს იშოვი და ანგარიშზე გედება, თუ მიტინგზე გამოხვალ, წაგართმევენო. რომელი ერთი სიგიჟე ჩამოვთვალო.”- ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. თავს და ერთმანეთს აგიჟებენ, რათა მიაღწიონ მათთვის სანატრელ ექსტატიკური კრეტინიზმის მდგომარეობას. სულ […]

ისრაელმა ღაზა კვლავ დაბომბა. ირანის მუქარის ფონზე რეგიონში დაძაბულობა იზრდება

ღაზის სექტორის მოსახლეობის თანახმად, 12 აპრილს ისრაელმა ინტენსიური ცეცხლი დაუშინა ღაზის სექტორს, იტყობინება AFP-ი. დაძაბულობა რეგიონში გაიზარდა მას მერე, რაც 1 აპრილს სირიაში, დამასკში საჰაერო თავდასხმა მოხდა ირანის საკონსულოზე, სადაც მოკლეს ირანის ორი გენერალი. ამ თავდასხმაში ირანმა ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაიმუქრა. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების განთავისუფლების თაობაზე მოლაპარაკების გაჭიანურების ფონზე გაჩენილმა შეშფოთებამ, […]

CBS: ირანი ისრაელზე თავდასხმას 100-ზე მეტი დრონით და ათობით რაკეტით გეგმავს

CBS-ის ცნობით, ირანმა ისრაელზე იერიში შესაძლოა 100-ზე მეტი დრონით და ათობით რაკეტით მიიტანოს. აღნიშნულ ინფორმაციას CBS ორ ამერიკელ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მასიური თავდასხმა შესაძლოა განახორციელონ, როგორც უშუალოდ ირანის ძალებმა, ასევე რეგიონში მისმა მარიონეტულმა ჯგუფებმა. დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის და IRGC-ის გენერლების მკვლელობის გამო ისრაელი ირანიდან საპასუხო დარტყმას უკვე კვირაზე მეტია ელის. […]

მილერი სანქცირებულ მოსამართლეებზე: საქართველოს მოვუწოდებთ, მათ მიმართ გამოძიება ჩაატაროს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, მეთიუ მილერის თქმით, საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. “მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად” გამოცემასთან საუბრისას მილერმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის ეფექტიანი რეფორმა […]

დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში – მიქაუტაძემ “მეცს” ნანატრი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

ლიგა 1-ის 29-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე მეექვსე ადგილზე მყოფი „ლანსი“ 2:1 დაამარცხა. სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ. 34-ე წუთზე მიქაუტაძემ ორი მცველი ჩამოიცილა და ცაციათი მეკარე ბრის სამბას ცხრიანში გაუტანა. კომპენსირებულ დროში კი გიორგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, „მეცმა“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია (3 წაგება და 1 […]

ვაშაძე: მივესალმები ლაზარეს შეწყალებას, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შედეგიანი იქნება

გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე. მისი თქმით, გრიგორიადისის შეწყალებით, დადასტურდა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შედეგიანი იქნება. ამის შესახებ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. “მივესალმები ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა იქნება შედეგიანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – წერს ვაშაძე. პრეზიდენტ სალომე […]