საქართველოს მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს – მოსახლეობა რეგიონების მიხედვით

2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 736 357 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 60.37% (2 255 735 ადამიანი) ქალაქში, ხოლო 39.63% (1 480 622 ადამიანი) სოფელში ცხოვრობს. საქსტატის მონაცემებით, მთლიანი მოსახლეობის მესამედი, 33.23% (1 241 709 ადამიანი) თბილისზე მოდის. რეგიონებში, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, იმერეთი და ქვემო ქართლი გამოირჩევიან; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ყველაზე ნაკლები მაცხოვრებელია. […]
აშშ საქართველოს სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების ჩატარებას მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიება ჩაატაროს. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად“ — აცხადებს მეთიუ მილერი. „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხა […]
ვენაში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა
11 აპრილს ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ავსტრიის ფილმების არქივთან თანამშრომლობით, გაიხსნა ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინემატოგრაფიის განვითარების გზას გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან 90-იანი წლების პირველი ნახევრის ჩათვლით, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე პირველ ნაბიჯებს დგამდა ახალი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეტროსპექტივა თვეზე მეტხანს, 15 […]
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი – უცნობია, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს – დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, პროცესი ორშაბათამდე გადაიწევს

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდებულის, ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველები პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ელოდებიან. გრიგორიადისის ადვოკატისთვის, ლიკა ბითაძისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს, რის შემდეგაც, პატიმარი პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „ჯერ არაფერი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ორშაბათამდე გადაიწევს. პროცედურები რა არის […]
ბიძინა რომ მოგისრიალდათ, ჯერ ვერ ხვდებით? – თამარ ჩერგოლეიშვილი
ბიძინა რომ მოგისრიალდათ, ჯერ ვერ ხვდებით? – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,საქართველოს მთავრობა ბიძინა რომ მოგისრიალდათ, ჯერ ვერ ხვდებით? ვერ ხვდებით რომ ჯობდა სასამართლოს გაეთავისუფლებინა ლაზარე? ვერ ხვდებით, რომ შოკოლადში იყავით და ჯობდა კანონი უკან არ შემოეტრიალებინა? ილოცეთ, რომ სააკაშვილ/კეზერაშვილ/გვარამიებმა კიდევ ერთხელ გადმოგიგდონ მაშველი რგოლი.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
“22 წლის ბიჭისთვის ცხრაწლიანი სასჯელის თავიდან არიდება ვისაც ეწყინება, მაშასადამე, ნაბო@არია” – ლუკა ბაქანიძე

მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს: 22 წლის ბიჭისთვის ცხრაწლიანი სასჯელის თავიდან არიდება ვისაც ეწყინება, არ აქვს მნიშვნელობა მსოფლხედვას და პოლიტიკურ იდეოლოგიას, ნაცს თუ ქოცს, მაშასადამე, ჩამოყალიბებული ნაბოზარია და გაერიდეთ, მოშორდით ასეთ ბნელ და ბოღმა სულებს, ძმებო/დებო.
დღეიდან 7 მარშრუტს ავტობუსები დაემატება – რა სიახლე ამოქმედდება მგზავრებისთვის?
· 39 დღეიდან დედაქალაქში 304-ე, 307-ე, 311-ე, 315-ე, 339-ე, 351-ე და 385-ე მარშრუტებზე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე დრო სხვადასხვა მიმართულებაზე 6-დან 15-წუთამდე შემცირდება. “ეტაპობრივად მოხდება ყველა მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსების გაშვება, რაც არის უკვე გამოვლენილი სადაც საჭიროა, როგორც კი შემოვა ავტობუსები ყველა მარშრუტზე იქნება გადანაწილებული. ამჯერად მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია რომ […]
„ქართული ოცნება“ რუსული ოცნებაა – პრეზიდენტი მმართველ პარტიაზე

საქართველის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელისუფლებო პარტიას „რუსულ ოცნებას“ უწოდებს. მან „TV პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ის დიდხანს იკავებდა თავს მსგავსი შეფასებისგან, თუმცა ახლა, ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ევროპულ გზაზეა საუბარი. „მე, ძალიან დიდხანს, ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, პრორუსული არის თუ არ არის – უამრავჯერ […]
“ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან…” – ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა

ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა ლუკა ტონიმ მის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა. ნიდერლანდელი სპეციალისტი იტალიელს მიუნხენის “ბაიერნში” ავარჯიშებდა და ლუკამ ერთ-ერთი ვარჯიშისას მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა. “ვან გაალს ცუდი ხასიათი აქვს. ლუი არასწორად ექცევა მოთამაშეებს. ის დიქტატორია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ნიდერლანდელებს ეხება. ერთ დღეს მან გუნდს ვარჯიშზე გამოუცხადა: “თქვენ არ […]
Grand Palais Éphémère-ში ღონისძიება „ერთად ლიტერატურისთვის“ გაიმართება

13 აპრილს პარიზის წიგნის ფესტივალზე, Grand Palais Éphémère-ში დაგეგმილია ღონისძიება, სახელწოდებით „ერთად ლიტერატურისთვის“. ღონისძიებაზე მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა“, „ბაკმი“, ასევე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ავტორები, უცხოური გამომცემლობები, მთარგმნელები, ლიტერატურული აგენტები, მასმედიის წარმომადგენლები.