ფრონტზე ვითარება სერიოზულად გაუარესდა, მტერი ჩასოვ იარს უტევს-გენერალი სირსკი

აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტზე ვითარება ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის შესახებ შაბათს თავის ტელეგრამის არხით განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ. სირსკის თქმით, რუსული ჯარები საშტურმო ჯგუფებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეტევას აწარმოებენ ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებით, ხოლო პოკროვსკში ისინი ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანის გამოყენებით ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. შეტევებში მტერს ხელს უწყობს მშრალი […]
Lufthansa-მ თეირანში ავიამიმოსვლა 18 აპრილამდე შეაჩერა

გერმანიის ფლაგმანურმა ავიაკომპანია Lufthansa-მ გამოაცხადა, რომ ფრენების შეჩერებას 18 აპრილამდე აგრძელებს თეირანის მიმართულებით და უკან. კომპანიის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ფრთხილი შეფასების“ შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. „მუდმივად ვაკვირდებით სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში და მჭიდრო კონტაქტში ვართ ხელისუფლებასთან. ჩვენი სტუმრების და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება Lufthansa-ს მთავარი პრიორიტეტია,“ – განაცხადა კომპანიის სპიკერმა.
IDF-ის თქმით, ნაპოვნია 14 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც ტერორისტულ თავდასხმაში მოკლეს

დღეს, 13 აპრილს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) 14 წლის ისრაელელი ბიჭის ცხედარი იპოვა, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე მწყემსობის დროს დაიკარგა. IDF-ისა და შინ ბეთის უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივი განცხადებით, იერუსალიმის მოსახლე ბენიამინ ახიმეირი ტერორისტულ თავდასხმაში მოკლეს. ამას გარდა, დღეს შუადღით, ცხედრის პოვნის შემდეგ, ისრაელელ მოსახლეებსა და პალესტინელებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შესახებ ცნობები გავრცელდა. პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მედიის […]
რეგიონში შექმნილი სახიფათო ვითარების გამო ერაყის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში მიემგზავრება

რეგიონში დაძაბულობის გამწვავებასთან დაკავშირებით ერაყის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შიფა ალ-სუდანი 13 აპრილს შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, შეხვდება. თეთრი სახლის ცნობით, “საერთო პრიორიტეტების კოორდინაციისა” და ერაყსა და სირიაში აშშ-ის მიერ მართული ანტიჯიჰადისტური კოალიციის “სამხედრო მისიის ევოლუციის” განსახილველად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერაყის ლიდერს 15 აპრილს მიიღებს. ერაყის ლიდერი ეს ვიზიტი ხდება იმ […]
საფრანგეთი 49 ევროს ღირებულების ერთიან სამგზავრო ბარათს გამოუშვებს

საფრანგეთი 49 ევროს ღირებულების ერთიან სამგზავრო ბარათს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს. საფრანგეთის რეგიონები ერთიან სამგზავრო ბილეთზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. მისი ტესტირება წელს დაიწყება, მაგრამ ყველა სარგებლობას ვერ შეძლებს. პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ 27 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ორთვიანი გამოწერისთვის (ივლისი-აგვისტო) მოგიწევთ გადაიხადოთ 49 ევრო. საშვი მოქმედებს TER და Intercity მატარებლებზე ყველა რეგიონში, გარდა ილ-დე-ფრანსისა. თუ ახალგაზრდებისთვის სამოგზაურო […]
Microsoft-ი იაპონიაში 2.9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

მicrosoft-მა გამოაცხადა, რომ 2 წლის განმავლობაში, იაპონიაში 2.9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ხელი შეუწყოს. „ეს არის Microsoft-ის ყველაზე დიდი ინვესტიცია იაპონიაში მის 46-წლიან ისტორიაში. აღნიშნული ინვესტიციები იაპონიისთვის არსებითი ინგრედიენტია, რათა ააშენოს ძლიერი ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკა,“ – განაცხადა ბრედ სმიტმა, Microsoft-ის პრეზიდენტმა. სმიტის თქმით, ინვესტიცია მოიცავს „უფრო მოწინავე გამოთვლითი რესურსების“ მიწოდებას, […]
“ტორინო” “იუვენტუსს” დაუზავდა – საზონოვი ისევ არ ათამაშეს

სერია A-ს 32-ე ტურში „ტორინოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 0:0 დასრულდა. მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი ისევ სათადარიგო იყო. „ტორინო“ 45 ქულით მეცხრე ადგილზეა და 21 აპრილს „ფროზინონეს“ უმასპინძლებს. „იუვენტუსი“ კი 63 ქულით მესამე პოზიციაზეა და 19 აპრილს სტუმრად „კალიარის“ შეხვდება. ტორინო – იუვენტუსი 0:0
ყოველწლიურად მილიონ ამერიკელ მგზავრს United Airlines-ის რეგიონალურ ფრენებზე ხელბარგის შემოწმება აღარ მოუწევს

ყოველწლიურად მილიონ ამერიკელ მგზავრს United Airlines-ის რეგიონალურ ფრენებზე ხელბარგის შემოწმება აღარ მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას the street ავრცელებს. ამჟამად მოგზაურები იძულებულნი არიან ეს გააკეთონ, რადგან თვითმფრინავის სალონებში ხელბარგის განყოფილებების ტევადობა სრულად დატვირთულ ფრენებზე ყველა ჩემოდანის განსათავსებლად არასაკმარისია. United Airlines-მა გამოსავალი თავისი რეგიონალური 76 ადგილიანი Embraer 175 თვითმფრინავის თაროების გაზრდით იპოვა. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ მგზავრს, […]
დავითაშვილმა ისევ გაიტანა – ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]

ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდო“ პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე „ბასტიასთან“ 1:3 მარცხდება. მასპინძლები სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, კორსიკელებმა კი პირველ ტაიმში სამი კონტრიერიში განახორციელეს და სამი გოლი გაიტანეს. 44-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში შეამცირა. დავითაშვილმა ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 31 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ზურიკო ჩინებულ […]
რუსეთი შესაძლოა ხარკოვსა და ოთხ რეგიონზე ამზადებდეს ფართომასშტაბიან შეტევას -Financial Times

რუსეთი შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად, – ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინელ და დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთის თანახმად, კიევის ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებულნი არიან, რომ მოსკოვი უნდა გეგმავდეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას. ამ მიზნით ის უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ასობით ათასი ჯარისკაცის […]