მედია – ისრაელის ომის კაბინეტი ირანის წინააღმდეგ საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ვერ აღწევს შეთანხმებას, როდის და როგორ უნდა უპასუხონ

ისრაელის ომის კაბინეტი ვერ შეთანხმდა იმაზე, თუ როდის და როგორ უნდა უპასუხოს ქვეყანამ ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას. გამოცემა Hayom-ი ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ პასუხი იქნება. გამოცემა NBC ციტირებს წყაროს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელია და რომელიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა წარმოადგინოს ვარიანტები და რომ ნათელია, რომ […]
“ირანული იერიშის შეჯამება – სრულმასშტაბიანი ომის ირანს ეშინია” – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: ირანული იერიშის შეჯამება: 1. როგორც მოსალოდნელი იყო ირანის მხრიდან ძალის დემონსტრირება მოხდა. მაგრამ სრულმასშტაბიანი ომის ირანს ეშინია. ამიტომ იყო ბოლო 10 დღე ებრაელი იერიშის შემდეგ მუქარებს და ვიდეოებს რომ ავრცელებდა, რითაც ისრაელს ანიშნებდა შეტევის გარდაუვალობის შესახებ – ირანს რადიკალების თვალში სახე ჰქონდა შესანარჩუნები. ომი მისი მყიფე რეჟიმის […]
“ირაკლი ლომგული” – კობახიძის რა ფოტოს ავრცელებს სამადაშვილი

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი: ისტორიას მგონი ეს სახე დარჩება მაინც მის მოსაგონებლად-ირაკლი ლომგული. ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო, ამაზეა ნათქვამი…. ერთხელ გაბედოს და დაჯდეს მის არჩეულ ოპოზიციონერთან დებატებში, რუსი რომ უზის მრჩევლად, ის დაატრეინინგებს, შამუგია, ისიც დიდი ‘ინწელექტუალი’ ჩანს, ასხივებს ღრმა ფილოსოფიურ აზროვნებას და კომპეტენციას.
ეგეთი არ უქნია ვარდიკო ნადიბაიძეს – გვარამია

ახალის თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია: საქართველოს მთავრობის განცხადება წავიკითხე: სოფლის კლუბის აფიშა დასავლური ქვეყნების ელჩების დებატებში გამოწვევის ანონსით. ეგეთი არ უქნია ვარდიკო ნადიბაიძეს.
“ისრაელს ამერიკულ და ბრიტანულ, იორდანულ საჰაერო ძალებთან ერთად მხრადაჭერა აღმოუჩინა საუდის არაბეთმა და საფრანგეთმა” – რუსლან შავაძე

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე: 🔴🇮🇱⚔️🇮🇷 ისრაელის არმიამ კოალიციის(ამერიკის, ბრიტანეთის) საჰაერო ძალებთან ერთად მაღალი ეფექტურობა აჩვენა ირანის მიერ მასშტაბური თავდასხმის დროს, აღსანიშნავია რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ირანმა პირველად განახორციელა ასეთი მასშტაბური დაბომბვა ისრაელის მიმართულებით და ასევე მის მიერ მხარდაჭერილმა პროირანულმა ძალებმა, ლიბანიდან, სირიიდან და ერაყიდან… ირანიის მიერ გაშვებული: 📌185 კამიკაძე (Shahed-131/136) დრონიდან, […]
გაერო-ში ისრაელის ელჩი – ირანი უნდა შეჩერდეს, სანამ მსოფლიოს ომამდე მიიყვანს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ისრაელისა და ირანის ელჩებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც ისრაელზე ირანის შეტევის გამო გაიმართა, ერთმანეთის ქმედებები დაგმეს. „ირანი უნდა შეჩერდეს, სანამ ის მსოფლიოს კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანს, რეგიონულ ომამდე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს მსოფლიო ომში“, – განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა. მისი თქმით, ირანს მსოფლიო ბატონობა სურს და რომ მისმა თავდასხმამ დაადასტურა, […]
“მე, დედაენის ჰაი ლეველზე მცოდნე კაცი ვსპიჩავ ამას” – ლუკა ბაქანიძე

მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს: ქართული ლენგვიჯი მუდმივი დრაივია, და მის ურყევ აპგრეიდს ვერავითარი უცხოური ქრინჯობა ვერ დააშათდაუნებს, მე, დედაენის ჰაი ლეველზე მცოდნე კაცი ვსპიჩავ ამას. დღევანდელ დღეს გილოცავთ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – აშშ-ის ძალებმა ირანიდან და იემენიდან გაშვებული 80-ზე მეტი დრონი გაანადგურეს

აშშ-ის ძალებმა ისრაელზე თავდასხმის დროს ცალმხრივი თავდასხმის 80-ზე მეტი დრონი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ოპერაცია მოიცავდა ბალისტიკური რაკეტის განადგურებას მის გამშვებზე და შვიდი უპილოტო საფრენი განადგურებას იემენის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ აკონტროლებენ. „ირანის უწყვეტი უპრეცედენტო, მავნებლური და უგუნური ქცევა […]
“მცირე ხნით ელჩად მაქცია ახლა და…” – ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: მცირე ხნით ელჩად მაქცია ახლა და განახებდით ამ რუსული კანონის დამცველთა ბუმბულს, გაშლილს გაფანტულს ველადა. თავისთავად ელჩების დებატებში გამოწვევა კია საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში უპრეცედენტო სიგიჟე, მაგრამ მაინც.
ხელისუფლების მომხრეთა ბანაკიდან ათიდან ერთის დაყოლიებაც ვერ მოვახერხე – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: განსჯისთვის: 🔴 გასულ შაბათს კავკასიურ სახლში “აგენტების კანონის” შესახებ დისკუსიის ორგანიზება გვქონდა განზრახული. დისკუსიაში ორ მთავარ მომხსენებელს (არაპოლიტიკოსს) უნდა მიეღო მონაწილეობა – ერთს ხელისუფლების პოზიცია უნდა დაეცვა, მეორეს ხელისუფლების საწინააღმდეგო. ცხადია, დავდეთ პირობა, რომ დისკუსიას ეყოლებოდა მოდერატორი, ექნებოდა უმკაცრესი რეგლამენტი, რათა ორივე მხარეს აბსოლუტურად თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდა. ვაპირებდით დისკუსიის გადაღებას, აუდიტორიაში მხოლოდ […]