ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექნის თაობაზე დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სავარაუდო უკანონო გამდიდრებისა და სავარაუდო კორუფციული დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მომზადებული დადგენილების პროექტი ინიცირდება. დადგენილება საპარლამენტო ოპოზიციამ მოამზადა და მას 35 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესწავლის საგანი შემდეგი საკითხები იქნება: – ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში […]

პარლამენტი დღეიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს. ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს – ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – “გრანტების შესახებ” კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახური ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს, 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, ზანდუკი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ნადოკრა, ბალებისხევი, ცალუღელაანთკარი, ბოკონი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო […]

ფუმიო კიშიდა – ისრაელზე ირანის თავდასხმას მკაცრად ვგმობთ

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ ირანის შეტევას მკაცრად გმობს. “ეს შეტევა კიდევ უფრო ამძიმებს მიმდინარე ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ღრმად ვართ შეშფოთებული და მკაცრად ვგმობთ ასეთ ესკალაციას”, – განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, იაპონია გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და სიტუაციის დასაწყნარებლად და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით რეაგირებას. ”ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და […]

მედია: ისრაელს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ უპასუხებს ირანის თავდასხმას

ისრაელის სამხედრო კაბინეტი რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა, როგორ უნდა უპასუხოს ისრაელის სახელმწიფომ ირანის შეტევას. ადგილობრივი და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, 14 აპრილს, ღამით დასრულებულ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. CNN-ის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლება ირანისთვის პასუხის გაცემას აპირებს, თუმცა, მასშტაბი და ვადები ჯერ არ განუსაზღვრავს. ამერიკული ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, სამხედროებს დაევალა დამატებითი ვარიანტების შემუშავება. ისრაელის მედიასაშუალებების ინფორმაციით, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ფრონტზე ვითარება რთულდება

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, ბოლო დღეებში, ვითარება რთულდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. “ასეთ ცხელ ომში ფრონტზე ვითარება ყოველთვის რთულია, მაგრამ ბოლო დღეებში – და განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით – უფრო რთულდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდება შეზღუდულია, რუსეთს კი ჯერ კიდევ აქვს წვდომა კრიტიკულ კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის. […]

“უბედურება მოხდება”; “გადაარჩინეთ მდ.ვერე”; “არარსებული მაცხოვრებლები გაიყვანეთ 300 ლარად” – მოქალაქეები მერს

სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, მოქალაქეები წერენ: მდ.ვერეში ჩადის 4 თვეა ფეკალიები…გაბაშვილის 11 გაფუჭდა ტუმბო და პატრონი არავინაა გადაარჩინეთ მდ.ვერე… მიაკითხეთ გაბაშვილის 11 და გაერკვიეთ სიტუაციაში.. SOS❗❗❗.აბო თბილელს ქუჩას უშველეთ❗❗❗….უბედურება მოხდება, 8 და 10 ნომრები განსაკუთრებით საშიშია. ხალხო, მთაწმინდის უბანს როდისმე, რომელიმე მერი მოხედავს. ლეკიშვილის მერე ყველა მერს როგორ გძულთ ეს უბანი. რუსთაველი არაა […]

ენტონი ბლინკენი ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ბრიტანელ და გერმანელ კოლეგებს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ და გერმანელ კოლეგებთან ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა განიხილა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „მხარეები შეთანხმდნენ ირანის თავდასხმის მაქსიმალურად მკაცრად დაგმობის და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრები გამართა კოლეგებთან თურქეთიდან, ეგვიპტიდან, იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან, რომლის დროსაც მან ხაზი გაუსვა […]

ისააკ ჰერცოგი ირანის თავდასხმაზე – ისრაელს არ სურს ომი, ვმოქმედებთ ცივი გონებით და გააზრებულად

ისრაელს არ სურს ომი და ამ სიტუაციაში საჭიროა ბალანსი, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა CNN-ს განუცხადა. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბევრ მსოფლიო ლიდერს ესაუბრება და ირანის ქმედებების საპასუხოდ მიმდინარეობს დიალოგი მოკავშირეებთან. “განვიხილავთ ყველაფერს. ვმოქმედებთ ცივი გონებით და გააზრებულად. ვფიქრობ, რომ ვმოქმედებთ ძალიან ფოკუსირებულად და ძალიან პასუხისმგებლობით და დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილება, […]

15-16 აპრილს, თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ქართველი […]