დავით ნარმანია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. როგორც სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სემეკ-ის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო თანამშრომლობის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის საკითხებზე, პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა […]
ჯონსონი აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს ისრაელის დახმარების საკითხი. უკრაინა არ უხსენებია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი აპირებს ამ კვირაში კენჭისყრაზე დააყენოს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ ჯონსონმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ რესპუბლიკელებს კარგად ესმით ისრაელის მხარდაჭერის აუცილებლობა. სპიკერს არაფერი უთქვამს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც ისრაელის და ტაივანის მხარდაჭერასთან ერთად ითვალისწინებს დემოკრატების მიერ კონტროლირებული სენატის მიერ […]
მამუკა მდინარაძე – რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხა ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა – რომ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა

რამდენიმე დღის წინ ხოშტარიების ოჯახს უკვე გადმოერიცხათ ფუნტები, ნაცვლად რუბლებისა და დოლარებისა. შესაბამისად, 500 დოლარს რომ აძლევენ მსგავს შემთხვევებში და 300 დოლარს და ამას 50 ათასს და 100 ათასს აძლევენ, ეს ლეგენდაც რომ დავიჯეროთ, ამ ლეგენდის შემთხვევაშიც კი, აგერ გზა, როგორ არ გაშიფრულიყო რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა, ბრიტანეთის გავლით გადმოირიცხა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის […]
თეონა აქუბარდიამ და ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, თეონა აქუბარდიამ და ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინეს. პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ. ისმის შეძახილები : „სად მივდივართ? ევროპაში!”, “საქართველო”, “ არა რუსეთს”, “მონებო”, რუსებო”. აქციაზე მყოფების თქმით, კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს კომიტეტზე განიხილავს, საქართველოს ევროინტეგრაციის იდეას არ ემსახურება.
ადვოკატი – სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებას უკვე გადაუგზავნა და ახლა პრეზიდენტის შეწყალების მოლოდინში ვართ

მსჯავრდებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებას უკვე გადაუგზავნა და ახლა პრეზიდენტის შეწყალების მოლოდინში არიან. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აღნიშნავს, გრიგორიადისს ის დღეს, 17:00 საათზე გლდანის ციხეში შეხვდება, თუ მანამდე მისი გათავისუფლება არ მოხდება. „სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე გადაგზავნა და პენიტენციურმა დასტური მისცა, რომ ნამდვილად მიიღეს. […]
„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 699.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5%-ით ნაკლებია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 325.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 373.6 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 5.3 პროცენტით). სტატისტიკის თანახმადვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ეს არის ქვეყნის ღალატი და ქვეყნის ღალატზე როგორც 9 აპრილს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, როგორც მარტის დღეებში გავიმარჯვეთ, ისე გავიმარჯვებთ ახლაც! არა რუსულ კანონს და კი ევროპას!

ეს არის ქვეყნის ღალატი და ქვეყნის ღალატზე როგორც 9 აპრილს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, როგორც მარტის დღეებში გავიმარჯვეთ, ისე გავიმარჯვებთ ახლაც! არა რუსულ კანონს და კი ევროპას! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა პარლამენტთან აქციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას არ სურს ევროპული ინტეგრაცია და უნდა, რომ ქვეყანა ჭაობში დატოვოს. […]
„სელფიზე“ პორტირება ონლაინ გახდა შესაძლებელი, დაპორტირებული მომხმარებლები კი ყოველთვე 1GB+100 წუთით დასაჩუქრდებიან

„სელფი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს პორტირებას უკვე სრულად ონლაინ, ვებგვერდიდან სთავაზობს. „სელფის“ ინფორმაციით, პორტირების განაცხადის შევსება უმარტივესი პროცესია. „მომხმარებელს პორტირებისას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს სიმ ბარათის ტიპი, როგორც ფიზიკური, ისე eSIM-ი. „სელფიში“ დაპორტირებული მომხმარებლები ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე საჩუქრად მიიღებენ 1GB მობილურ ინტერნეტს და 100 წუთს ნებისმიერ ქსელთან სასაუბროდ. […]
ანა დოლიძე – ხელისუფლება ცდილობს ჩაჭრას დასავლეთთან ჩვენი კავშირი – როგორც ჩანს, რუსეთიდან მოვიდა ინსტრუქცია

ხელისუფლება ცდილობს ჩაჭრას დასავლეთთან ჩვენი კავშირი. როგორც ჩანს, რუსეთიდან მოვიდა მეორედ ინსტრუქცია, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბრძოლას საუკუნოვან სულისკვეთებასთან აწარმოებს. „ამ კანონის თავიდან შემოტანა წყლის ნაყვა და დროის კარგვაა. იმის მაგივრად ჩვენი ხელისუფლება ფიქრობდეს, რა რეფორმები გაატაროს, რომ ქვეყანაში სიმდიდრე შეიქმნას და ხალხი გაამდიდროს, მეორე წელია […]
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას – ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე – „შავი ფული“ თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება, თქვენ იცავთ ახლა „შავ ფულს“

ქართველი ხალხი ამბობს, რომ საქართველომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ასე იქნება. ნახეთ, [ოპოზიციის] წამოძახილებში რა ხდება? ლუსტრაციაა. მე ვამბობ, ქართველი ხალხი ამბობს-მეთქი, რომ მიიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და სად ამბობსო, მეტი რა თქვან? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი წამოძახილები, მათი ლუსტრაციაა. […]