სელფიზე პორტირება ონლაინ შეგიძლია და ყოველთვე 1GB+100 წუთით დასაჩუქრდები

15 აპრილი, 2024 – სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს პორტირებას უკვე სრულად ონლაინ, ვებგვერდიდან სთავაზობს. პორტირების განაცხადის შევსება უმარტივესი პროცესია. მომხმარებელს პორტირებისას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს სიმ ბარათის ტიპი, როგორც ფიზიკური, ისე eSIM-ი. სელფიში დაპორტირებული მომხმარებლები ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე საჩუქრად მიიღებენ 1GB მობილურ ინტერნეტს და 100 წუთს ნებისმიერ […]

4GB-ს მუსიკალურ ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

23-25 მაისს, საგურამოში, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი – 4GB გაიმართება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას კი ბილეთებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. Line Up-ის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი და მის ნახვას ვებგვერდზე შეძლებთ. ფესტივალის შესახებ: […]

“ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება“ – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის “გამჭვირვალობის კანონზე“: მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს – ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხო ქვეყნიდან იყოს ყველასთვის ცნობილი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის გამო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მანდატურებს ოპოზიციონერი დეპუტატების ანა ნაცვლიშვილისა და ხატია დეკანოიძის გაძევება სთხოვა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება გააუქმა და ოპონენტები მხოლოდ გააფრთხილა. თავდაპირველად, დარბაზის დატოვებაზე ოხანაშვილის მითითება მოჰყვა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მომხსენებლის, მამუკა მდინარაძის გამოსვლის დროს ანა ნაცვლიშვილის ხმამაღალ შეძახილებს. ოხანაშვილმა დეპუტატს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა […]

მამუკა მდინარაძე – მეგობარი ქვეყანა თუ პოლარიზაციას და ცუდ რაღაცებს დააფინანსებს, ეს მეგობრული დამოკიდებულება არ არის, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამას დააფინანსებს, ეს ძალიან კარგია!

„უცხო ძალის ინტერესი“ შეიძლება განიხილებოდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გაგებით – ოკუპანტი ქვეყნის შემთხვევაში შეუძლებელია ეს დადებითი კონტექსტით განიხილებოდეს, რაც შეეხება მეგობარ ქვეყნებს, თუ პოლარიზაციას და ცუდ რაღაცებს დააფინანსებს, ეს მეგობრული დამოკიდებულება არ არის, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამას დააფინანსებს, ეს ძალიან კარგია! – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა […]

ხატია დეკანოიძე მამუკა მდინარაძეს – თქვენ, უმრავლესობა, ივანიშვილთან ერთად, მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ კანონის სანაცვლოდ უარი თქვათ ევროკავშირში ინტეგრაციაზე?

მე ვფიქრობ, აქ უმრავლესობას მართლა ჰგონია, რომ კანონის განხილვის მთავარი საფუძველი ის არის, ბატონი მდინარაძე აქ ივანიშვილის დავალებით რას იტყვის და რას არ იტყვის. ყველამ ძალიან კარგად იცის, ბატონო მამუკა, რომ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ არ წარმოადგენს პოლიტიკურ წონას, იმიტომ, რომ ივანიშვილი რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ ყველა,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ […]

ისრაელმა ღაზაში დაკავებული 150 დაკავებული გაათავისუფლა

ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში დაკავებული 150 ადამიანი გაათავისუფლა, – ამის შესახებ CNN-ი პალესტინის საზღვრებისა და გადასასვლელების გენერალურ ორგანოზე დაყრდნობით იუწყება. უწყების ცნობით, გათავისუფლებულებს შორის პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების სასწრაფო დახმარების ორი თანამშრომელიცაა. პალესტინის საზღვრებისა და გადასასვლელების უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი 50 დღის წინ დააკავეს, როდესაც ქალაქ ხან-იუნისში, ალ-ამალის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაციას ცდილობდნენ. უწყებაში აცხადებენ, […]

პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა […]

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ოტელოს“ პრემიერა გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის “ოტელო” საპრემიერო ჩვენებები 19 აპრილიდან (19,20,21,26,27,28 აპრილი) გაიმართება. მონტე-კარლოს ოპერის თეატრის ამ ულამაზესი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ალექს აგილერა, სცენოგრაფი ბრუნო დე ლავენერი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, განათების მხატვარი ლორან კასტენი. სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოწვეული მომღერლები და დირიჟორები. დამდგმელი დირიჟორია […]

არტეტა: ყოველ სამ დღეში თამაში გვიწევს, ეს სიგიჟეა

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ “ასტონ ვილასთან” (0:2) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მის გუნდს ყოველ სამ დღეში თამაში აქვს, რაც სრული სიგიჟეა. “არ ვიცი ეს მარცხი ფსიქოლოგიურია თუ არა, თუმცა შეხედეთ კალენდარს, ყოველ სამ დღეში თამაში გვიწევს, ეს სიგიჟეა. ხვალიდან მიუნხენის “ბაიერნთან” სათამაშოდ მოვემზადებით. დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია”, – განაცხადა არტეტამ. […]