კახა კინწურაშვილი – შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს – ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს

მთავარი პრობლემაა ის, რომ შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს, – ასე აფასებს მსახიობი კახა კინწურაშვილი “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტს, რომლის საკომიტეტო განხილვა ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს და რომლის საპროტესტოდაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება. როგორც მსახიობმა აღნიშნა, მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყანა ყოველთვის ერთიანდებოდა. „დიდი იმედი მაქვს ჩვენი მოსახლეობის გონიერების იმიტომ, […]
პარლამენტთან მიმდინარე აქციას სტუდენტების კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა

„არა რუსეთს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ – ამ სლოგანით პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა. აქციაზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, სტუდენტებმა ბანერი წარწერით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ მიიტანეს. ასევე მიტანილი აქვთ ბანერები: „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“, „სირცხვილია“. „ზოგადად ამდენი სტუდენტი რომ გამოვიდა დილიდან აუდიტორიიდან და გადაწყვიტა შეერთებოდა […]
რაქვიაშვილმა რუსული კანონის განხილვაზე ფეხბურთის ბილეთების საყიდლად შესვენება მოითხოვა

პარტია გირჩის დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე ბილეთების გაყიდვის დაწყების გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, ტექნიკური შესვენება მოითხოვა. “ბატონო ანრი, 20 წუთში ბილეთების გაყიდვა იწყება. როგორც ვიცი, ფეხბურთი ყველას გვაერთიანებს და იქნებ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ, თორემ ვზივარ, უეფას საიტი მაქვს გახსნილი და ვერ მივხვდი, რომელი საქმით […]
იოსელიანი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, რომ იყოს პარლამენტში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გამოემაურა პარლამენტში მედია წარმომადგენლების არ შეშვებას, ლევან იოსელიანის თქმით, ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა ჰქოდეს პარლამენტში შესვლის და დღევანდელი დღის გაშუქების საშუალება. “მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხებს”. – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ […]
,,გურჯაანიდან ჩამოვედი, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ლენინის ძეგლი მე ჩამოვაგდე გურჯაანშიო – ზურაბ ჯაფარიძე აქციიდან ფოტოს აქვეყნებს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტთან განართული საპროტესტო აქციიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,გურჯაანიდან ჩამოვედი, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ლენინის ძეგლი მე ჩამოვაგდე გურჯაანშიო. რას ვიფიქრებდი ისევ რუსებთან თუ მომიწევდა აქ ბრძოლაო”
ISW: ისრაელის წარმატება ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსეთის რაკეტებისა და დრონების წინაშე

ის, რომ ისრაელმა შაბათს ღამით წარმატებულად მოიგერია ირანის მხრიდან გაშვებული დრონები და რაკეტები, ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსეთის რაკეტებისა და დრონების თავდასხმების წინაშე. ამის შესახებ ლაპარაკია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტთა მორიგ ანგარიშში. მათი თქმით, ისრაელზე დარტყმები ანალოგიური იყო ახლახან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისა. რუსეთის ჯარები ახორციელებენ მსხვილ კომბინირებულ იერიშებს ფრთოსანი და […]
4GB-ს მუსიკალურ ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

23-25 მაისს, საგურამოში, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი – 4GB გაიმართება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ამინდის პროგნოზი 16-18 აპრილის ჩათვლით
გარემის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და […]
ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე

ქართველი ხალხი ამბობს, რომ საქართველომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ასე იქნება. ნახეთ, [ოპოზიციის] წამოძახილებში რა ხდება? ლუსტრაციაა. მე ვამბობ, ქართველი ხალხი ამბობს-მეთქი, რომ მიიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და სად ამბობსო, მეტი რა თქვან? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი წამოძახილები, მათი ლუსტრაციაა. […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ ხელმძღვანელობს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა […]