შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის ქცევამ გააჩინა ეჭვები, რომ ის იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, „ამ ფორმით და ამ სახით“

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ქცევამ გააჩინა ეჭვები, რომ ის იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ამ ფორმით და ამ სახით. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რთულია იმის თქმა, თუ ვინ დგას ამ დაგეგმილი ქცევის უკან. „ვფიქრობ შეფასებაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ შევეცადოთ ავხსნათ ეს საქციელი. გასაგებია, რომ ეს არის თავდასხმა და ძალადობა, მაგრამ […]
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტში დაშვების აკრძალვის თაობაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტში დაშვების აკრძალვის თაობაზე. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის აკრედიტაცია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის აქვთ და მისი „ბოროტად გამოყენება“ მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა. პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტი არის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო გარემო და ეს არ არის […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომ სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში

ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც ჩემი წუხილი მაქვს, რომ სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ პრემიერ-მინისტრისა და ელჩების შეხვედრის ფაქტს. მისივე განმარტებით, ხშირად გარკვეულ საკითხებზე დახურულ კარს […]
დონალდ ტუსკი – პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს

პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად „რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დანიელ კოლეგასთან, მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პოლონეთის წინადადებას, ევროპის ცის პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვის მიზნით ეფექტური „რკინის გუმბათის“ შექმნის პროექტს შეუერთდეს, დადებითად გამოეხმაურა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა […]
„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს

„თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც „თეგეტა აკადემია“ ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის წარმომადგენლობას შეითავსებს. ინიციატივა ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტისას გაჩნდა, სადაც „თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია USAID-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა. შეთანხმების შედეგად, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს ქვეყნებს, სადაც ონლაინ სასწავლო პლატფორმა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის. „თეგეტა […]
კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქსა და მის უფროსებს კრემლში — ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა რუსულ კანონზე სოციალურ ქსელ X-ზე კიდევ ერთხელ დაწერა და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი მხოლოდ „ოლიგარქსა და მის უფროსებს“ ემსახურება. „ევროპარლამენტის პოზიცია „ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას ევროკავშირის რეზოლუციებშიც განვაცხადებთ. კანონპროექტი […]
დუგინი ელისაშვილზე: საქართველოს სტალინი სჭირდება, აწიე ხელი – გაფშიკე ფეხები

საქართველოს სჭირდება სტალინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი ერის გლობალისტური ჭუჭყი და სირცხვილი ამ მშვენიერ ქვეყანას გაანადგურებს. აწიე ხელი –გაფშიკე ფეხები. ასე ეხმაურება საკუთარ ტელეგრამ-არხზე კრემლისა და ე.წ. რუსული სამყაროს იდეის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის დარტყმას.
რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ძებნაში გამოაცხადა

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ძებნაში გამოაცხადა და ბასმანის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააკავა. როგორც სახელმწიფო გამოცემა TASS წერს, ძებნაში გამოცხადებული გიორგი გელაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი სნაიპერია. გიორგი გელაშვილს ბრალად ედება მედიასაშუალებების გამოყენებით სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში, ძალადობის მუქარაში, ასევე, დაქირავებულ მებრძოლობაში. რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი და მისი მოადგილე ლევან […]
“დემბელე ბო**ია” – “ბარსელონას” ფანები ყოფილ ფეხბურთელს შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეეგებნენ და პსჟ-ის სასტუმროსთან ღამით დიდი ამბავი მოაწყვეს [VIDEO]

“ბარსელონას” ფანები გუნდის ყოფილ ფეხბურთელ უსმან დემბელეს შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ. მოგეხსენებათ, ფრანგმა კლუბების პირველ დაპირისპირებაში კატალონიელებს გოლი გაუტანა, რის შემდეგაც იზეიმა და ამ ყველაფერმა “ბლაუგრანას” ფანები ძალიან გააღიზიანა. სასტუმრო Vela-ში შესვლის დროს, სადაც პსჟ-ის ფეხბურთელებმა ღამე გაათიეს, დემბელეს დანახვაზე “ბარსელონას” გულშემატკივრებმა Puta Dembele-ს სკანდირება დაიწყეს (დემბელე ბო**ია). ტელეკომპანია El Chiringuito-ს ცნობით, ღამით კატალონიური კლუბის ფანებმა […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კალანდარიშვილსა და ცესკოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კალანდარიშვილსა და ცესკოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს მოუსმინა. თავმჯდომარეობის ერთადერთ კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს წევრობის 3 კანდიდატს – მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძეს და გია ცაცაშვილს – “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. შეგახსენებთ, რომ “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული […]