ძმები ფხაკაძეები იპოდრომთან 7 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ

ძმები ფხაკაძეების კომპანია იპოდრომის მიმდებარედ 7 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა 79 იქნება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „ქართუ ფონდმა” იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80 145 მ²-ის უძრავი ქონების გაყიდვის გარიგება გასული წლის ბოლოს „ცენტრალ პარკ ავენიუსთან“ გააფორმა, რომელიც ბიზნესმენ ფხაკაძეების კომპანიაა. „ცენტრალ პარკ ავენიუსმა“ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვის […]
ნინო წილოსანი – სამარცხვინო ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს – ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს

სამარცხვინო ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს – ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, „ამის საპირისპიროდ აქცია ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა“. წილოსანის […]
შალვა პაპუაშვილი – ყველაზე მარტივია, NED-ის ყველა პროექტი გაასაჯაროონ, ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამას, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია – რატომ არის საჯაროობის შიში?

ყველაზე მარტივი არის, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი გაასაჯაროონ. ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია. რატომ არის საჯაროობის შიში? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ექვსი განცხადების გაკეთების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, […]
დუგინი ელისაშვილს “ქვემძრომს” უწოდებს, ამბობს, რომ ზურაბიშვილთან ერთად უნდა “გაიჭყლიტოს”

კრემლისა და ე.წ. რუსული სამყაროს პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ წამოწყებულ აქციებსა და ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის მუშტის ჩარტყმას. დუგინის აზრით, ქართულმა ოცნებამ სწორედ ახლა უნდა იმოქმედოს. ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლების მოწოდებებსაც აჟღერებს. “საქართველოში ისევ გამწვავდა სიტუაცია გონიერ ქართველებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ ლგბტ-ს გაცოფებულ მხარდამჭერებს შორის. […]
ბექა ლილუაშვილი – არ დავუშვებთ არჩევნების მოპარვას! – ნათელია, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არჩევნების დაცვაზე გადის – საქართველო უკვე ევროპაა, არა – რუსეთს!

გუშინ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ჩვენ მიერ შეთავაზებული გამოსავალი და ჩააგდო ჩვენი ალტერნატიული პროექტები – ეს იყო ერთიანობის უნიკალური შანსი მომიტინგეების და ხელისუფლების გაერთიანების და ერთად ევროპისკენ სვლისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მათი პარტიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტის არ გამოყენებით გამოჩნდა რომ „ ქართული ოცნების“ მიზანი „საზოგადოების […]
ებრაჰიმ რაისი – ირანის წინააღმდეგ უმცირეს ქმედებასაც კი მკაცრი, ფართო და მტკივნეული პასუხი მოჰყვება

ირანი უპასუხებს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა. „კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ირანის ინტერესების წინააღმდეგ უმცირეს ქმედებასაც კი, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი, ფართო და მტკივნეული პასუხი ნებისმიერი დამნაშავის წინააღმდეგ”, – განაცხადა რაისმა. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაგერი კანიმ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, […]
ჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კირსტი ნარინენს და ფინეთის საელჩოს თავდაცვის ატაშე ჰარი პალდანიუსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ. […]
ე.წ. აგენტების კანონს დღეს, 16 აპრილს, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს, 16 აპრილს, განიხილავს. პარლამენტის ანონსში მითითებულია, რომ სხდომა 12:00 დაიწყება. სამშაბათის სხდომა ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები კანონპროექტებზე იმსჯელებენ. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა […]
მამარდაშვილის ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში – ვინაა ყველაზე სახელოვანი…

დიდი ფორუმების წინ ყოველთვის არაერთი სახის სტატია იწერება, რომელიც მომავალი ტურნირის ფეხბურთელებზე ავანსად გვესაუბრება. ახლა საშუალება გავქვს, ამ პროცესთან ახლოს ვიყოთ, თავადაც აქტიურად ჩავერთოთ და მხოლოდ იმას არ დავაკვირდეთ, უცხოური მედია რას გვთავაზობს. Sportall.ge დღეს წარმოგიდგენთ სამ მეკარეს, რომელთაც ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ, ჯერ პატარა ასაკში არიან და ევროპის ჩემპიონატზე მათი თამაში დაკვირვებას იმსახურებს. […]
იაპონიაში საქართველოს პირველი საპატიო კონსული ჰყავს

იაპონიაში საქართველოს პირველი საპატიო კონსული ჰყავს. იოშიჰასა მორი საქმიანობას კაგოშიმაში განახორციელებს. იაპონიაში საქართველოს პირველი საპატიო კონსული კაგოშიმას სამშენებლო სექტორის წარმომადგენელია და ადგილზე საქართველოსა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.