ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში ერთი საქმეც არ განიხილა, ხელფასად კი 448 ათასი აიღო — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე დაკისრებულ ფუნქციას არ ასრულებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 4 წლის განმავლობაში მას არც ერთი საქმე არ განუხილავს, მაგრამ 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო. „ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადატვირთულობა და მათ შორის, ამ მიზეზით, საქმეთა გაჭიანურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა,“ — წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. „საერთაშორისო […]

მეთიუ, ხუმრობ მეგობარო? რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს

მეთიუ, ხუმრობ მეგობარო? რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს „მეთიუ, are you kidding my friend? (მეთიუ, ხუმრობ მეგობარო?) საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ. დღემდე ველოდებით [პასუხს] კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუა […]

საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული “ნაცკონგლომერატი”, რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას

საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული “ნაცკონგლომერატი”, რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას „მრავალწახნაგოვან საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული “ნაცკონგლომერატი”, რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას“-ამის […]

ბოკუჩავა ოცნებას: შეაჩერეთ კანონის განხილვა, გაიწვიეთ რუსული კანონი, ერთხელ და სამუდამოდ

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ქართულ ოცნებას ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. “ივანიშვილის პარტია ცდილობს, ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, ეს დიდი მონაპოვარი წაართვას და გზა ჩაუხერგოს ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა, შეაჩერეთ განხილვის პროცესი. არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ, არც მომავალ სესიაზე, არც მომავალ წელს. გაიწვიეთ რუსული კანონი, ერთხელ და […]

არჩილ თალაკვაძე – მე ალეკო ელისაშვილს ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო! – ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე!

ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე! – მას ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო! – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ […]

დავით მათიკაშვილი – ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება ყველასთვის: ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ – ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ

ალეკო ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? – ათი მოგხვდებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელიც გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომას უძღვებოდა იმ მომენტში, როცა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა. მათიკაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ არც მათ და არც სესიაზე მსხდომ ოპოზიციის […]

„პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი – კანონი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს „აგენტებად“ შერაცხავს და მეგობრებს „მტრებად“, არის ბოროტი კანონი – ის მედიის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას გაანადგურებს

კანონი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს „აგენტებად“ შერაცხავს და ჩვენს მეგობრებს „მტრებად“, არის ბოროტი კანონი, – ამის შესახებ გამოცემა „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს სხვადასხვა ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორებიც აპროტესტებენ. ლიკა ზაკაშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოში მედიის დამოუკიდებლობას შეზღუდავს. „ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ბოროტების მომტან […]

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას – ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის

ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის! – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარული სხდომაზე. როგორც ბოკუჩავამ განმარტა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაპირისპირების წყაროა“. „ხომ ხედავთ, რამხელა პროტესტი გამოიწვია მორიგ ჯერზე რუსული კანონის შემოტანის მცდელობამ. რამხელა ვნებათაღელვაა. რუსული კანონი არის […]

„ლელოს“ ლიდერები ევროკავშირის ელჩსა და ევროპული ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ

პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰარჩინსკისა და ევროპული ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ელჩთან შეხვედრაზე იყო „ძალიან ბევრი კითხვა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით“. „მინდა პირდაპირ გითხრათ ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ სიტუაცია არის კრიტიკული. მე არ დავიწყებ არავის ციტირებას. იყო […]

“თქვენ ჩეხეთში იცით, რომ რუსეთი უკრაინაში არ გაჩერდება”- უთხრა ჯო ბაიდენმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას შორის შეხვედრისა, რომელიც 15 აპრილს ვაშინგტონში გაიმართა. “ჩეხეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია რუსეთის შესაჩერებლად. ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რათა კვლავ მშვიდობა მოუტანონ უკრაინას. თქვენ ჩეხეთში იცით, რომ რუსეთი უკრაინაში არ გაჩერდება”, – აღნიშნა ჯო […]