ოლაფ შოლცი სი ძინპინთან შეხვედრაზე – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მთელ საერთაშორისო წესრიგს აზიანებს

რუსეთის სამხედრო აგრესიამ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციის ხელახლა შეიარაღებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია ევროპის უსაფრთხოებაზე და პირდაპირ აზიანებს ევროპის ძირითად ინტერესებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა. „რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს მთელ საერთაშორისო წესრიგს, რადგან არღვევს გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპს – ეროვნული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს”, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მაშინ ჩვენ გამარჯვების შანსი არ გვექნება

თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მაშინ ჩვენ გამარჯვების შანსი არ გვექნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს აშშ-ის კონგრესის მიერ 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის მიღება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, უპასუხა, რომ მის გარეშე გამარჯვების შანსები არ იქნება. „გულწრფელად […]

TI: 2010-13 წლებში ჩინჩალაძემ 0 საქმე განიხილა, თუმცა 450 ათასი ლარის ანაზღაურება აიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი 16 წლიანი მოსამართლის კარიერიდან 4-წლიანმა მონაკვეთმა (2010-2013 წწ) ისე გაიარა, რომ მას არცერთი საქმე არ განუხილავს, თუმცა 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო. გარდა ამისა, TI აღნიშნავს, რომ დანარჩენ წლებშიც მიხეილ ჩინჩალაძე თვეში საშუალოდ მხოლოდ 2 საქმეს […]

ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ! – დეპუტატი მათიკაშვილი ალეკო ელისაშვილზე

„ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ“! – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ კოლეგის, მამუკა მდინარაძისთვის სახეში მუშტის ჩარტყმაზე პასუხად. „მერვე წელია პარლამენტის წევრი ვარ, ამ კედლებსაც, ქუთაისის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ არც ჩვენ და არც ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ უნახავს, ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად მიპარვოდეს გამომსვლელს გამოსვლის პერიოდში […]

სხვადასხვა ძალებით გავარკვიეთ, რომ დაკავებულები გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა იზოლატორებში – ზოგი თბილისში, ზოგი ზაჰესში, ზოგიც რეგიონში – ადვოკატი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იურისტის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, შსს-ს წარმომადგენლები არ ეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ გასულ ღამეს, აქციის დროს დაკავებული 14 პირი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ გვეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ დაკავებულები, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ძალებით გავარკვიეთ, რომ დაკავებულები გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა იზოლატორებში – ზოგი თბილისში, ზოგი ზაჰესში, ზოგიც რეგიონში. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში, ძალიან კარგად ჩანს […]

ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ – მათიკაშვილი

,,ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს: “ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველას, ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის, ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ. […] კიდევ ერთხელ ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ. ამ მზაკვრობას და […]

ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით. დადებითად […]

ლაშა ფარულავა – ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“ – დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს

ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“. დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ლაშა ფარულავას განცხადებით, მათ არ სურთ საქართველოში საბჭოთა ინსტრუმენტების დაბრუნება. „ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“. დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას […]

აკაკი ბობოხიძე – „ქართული ოცნება“ მუდმივად შეგვიქმნის პრობლემებს დასავლური ინტეგრაციის გზაზე, თუ შემოდგომაზე, არჩევნების გზით ხელისუფლებიდან არ გავუშვით

ისინი მუდმივად შეგვიქმნიან პრობლემებს დასავლური ინტეგრაციის გზაზე, თუ არ გავუშვით შემოდგომაზე, არჩევნების გზით ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ხალხის მთავარი მიზანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს. “მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც “ევროპული საქართველო” კარგა ხანია აცხადებს. “ქართული ოცნებისთვის” ანტიდასავლურ მოქმედებებში […]

აკუნინი: პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში, გაუფრთხილდით თავისუფლებას

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა წარმოშობით ქართველი რუსი მწერალი ბორის აკუნინი. “რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიამ მომმართა “უცხოეთის აგენტების კანონზე” კომენტარის თხოვნით. როგორც წესი, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი, მაქვს კომპლექსი, რომ “ნამდვილი ქართველი არ ვარ” – ენაც კი არ ვიცი. მეორე, რუსი მწერალი ვარ და ნებისმიერი ჩვენებურის ჩარევა სხვის საქმეში აღიქმება, როგორც “იმპერიალიზმის […]