ირაკლი კობახიძე – გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა

გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. „გუშინ შსს-ის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის […]
პრემიერი – ჩვენი საამაყო სპორტსმენები ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ უსამშობლო ადამიანებისგან – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპორტსმენები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია „მოღალატეებად შერაცხეს“. „ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, […]
პრემიერი – 35 წლის წინ რუსთაველზე ქართველები სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, პარადოქსია, რომ ამავე გამზირზე აქციები იმართება სუვერენიტეტის არ განმტკიცების ლოზუნგით

35 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ქართველები სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს, უბრალოდ პარადოქსია, რომ ამავე რუსთაველის გამზირზე აქციები იმართება სუვერენიტეტის არ განმტკიცების ლოზუნგით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ აქციებზე და აყენებინებენ მოთხოვნას, რომ „არ გვინდა […]
ირაკლი კობახიძე – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში, საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და სტაბილურ განვითარებას ისახავს მიზნად

NGO-ებს რომ გამოსვლოდათ, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა, პასუხს ვაგებ, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე. როგორც კობახიძე აცხადებს, NGO-ები არიან რადიკალიზაციის […]
რუსეთის სარაკეტო იერიშს ჩერნიჰივში 15-მდე ადამიანი ემსხვერპლა, კიევი დახმარების დაჩქარებას ითხოვს

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში კვლავ მსხვერპლია. დღეს მომხდარი იერიშის შედეგად, ჩერნიჰივში სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა, 60 – დაშავდა, დაზიანებულია ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, საავადმყოფო და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას უკრაინის ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირები ავრცელებენ. უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შესაბამისი ამუნიციის სიმწირის ფონზე, რუსეთი აგრძელებს მეზობელი […]
ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ იმსაჯებს

ძიუდოს ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მესამედ იმსაჯებს – ამჯერად პარიზში, ზაფხულის XXXIII ოლიმპიადაზე. ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მსაჯთა კომისიამ და IJF-ის სახელით, ოფიციალური წერილით შეატყობინა ჩვენს არბიტრს. ვლადიმერ ნუცუბიძე 1999 წლიდან მსაჯობს კონტინენტურ საერთაშორისო შეჯიბრებებს, 2007 წლიდან კი მსოფლიო ლიცენზიის მფლობელია. უმსაჯია ათეულობით დიდ შეჯიბრებაზე, მათ შორის მსოფლიოსა […]
“ყველას დუმილი ყვირის, შეგრცხვებათ მერე” – ლევან ყურაშვილი

ევროპაზეც არაა როცა ხედავ, გავეშებული არაადამიანი როგორ მისდევს 18-20 წლის ბიჭს, კედელზე თავს არტყმევინებს და წიხლებით დგება, რა გული გიძლებთ, ხმას რომ არ იღებთ?! რა გული გიძლებთ, ორი ცალი მხარდამჭერი სიტყვა არ დაწეროთ?! იმ ხალხზე, რომელსაც თქვენს გულშემატკივრობაში, თქვენი წიგნების კითხვაში, მართლა ღამეები აქვს გათენებული?! და მარტო ფეხბურთელებს არ ეხება ეგ (მადლობა ჯაბა, ჩაკვე, ქოჩორა). […]
“ვირტუსმა” შენგელიას ლიდერობით სტამბოლში “ეფესი” დაამარცხა და პლეი ინის ფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” ევროლიგის პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის. ამ ბრძოლაში 2 მატჩია მოსაგები, საიდანაც ბოლონიელებმა ერთში უკვე იმარჯვეს. სანამ ამის შესახებ გეტყოდეთ, გაგაცნობთ ევროლიგის ფორმატს. პლეი ოფში პირდაპირი გზით გავიდა რეგულარულ ჩემპიონატში, ანუ 34 ტურით თავზე მოწინავე 6 გუნდი. პლეი ოფის ბოლო 2 ადგილი თამაშდება ცხრილში 7,8,9 და 10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის. მე-7 […]
„ენჯეოები 2021-22 წლებში რევოლუციით ხელისუფლების შეცვლას გეგმავდნენ“ – კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე აცხადებს: „2020-22 წლებში ენჯეობს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა. ყველას გახსოვთ ეს პროცესები, რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორ გაყალბდა ე.წ. პივიტი, ასევე, როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით და ამ ყველაფტის საფუძველზე მათ გამოაქვყენეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში. ენჯეობს […]
„საქართველო ეკუთვნის ევროპას“ – თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს ელჩი რუმინეთში, თამარ ბერუჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „საქართველო ეკუთვნის ევროპას – მრავალფეროვნების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სივრცეს“