გალერი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოცნებაში რეალური “აგენტები” მმართველ პარტიაში არიან

საქართველოში პროევროპული დემონსტრაციების ყურებისას, რომლებიც “უცხოელი აგენტების” კანონს ეწინააღმდეგებიან, რაც მეტწილად რეპრესიულ რუსულ კანონმდებლობას აკოპირებს, უფრო და უფრო იქმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური “აგენტები” უფრო მეტად სხედან მმართველ პარტიაში, ვიდრე გამიზნულ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საერთო სასამართლოების მოსამართლეებს მოუწოდებს, დაიცვან რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებული მოქალაქეების უფლებები, არ მიიღონ მათ მიმართ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებები და არ წაახალისონ საპოლიციო თვითნებობა ქვეყანაში. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი დამოუკიდებელი და კრიტიკული ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მარგინალიზება და თავისუფალი აზრის ჩახშობაა. “კანონპროექტი საქართველოს აშორებს […]

ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ტაივანის სრუტეს გადაუფრინა

ამერიკის საზღვაო ძალების P-8A “პოსეიდონმა” ტაივანის სრუტეს გადაუფრინა. განცხადებას ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ავრცელებს. მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავმა ფრენისას საერთაშორისო საჰაერო სივრცე გამოიყენა. მეშვიდე ფლოტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები მოქმედებენ მხოლოდ იქ, სადაც ეს საერთაშორისო წესებით არის დაშვებული. „თვითმფრინავის [გადაფრენა] ტაივანის სრუტეში აჩვენებს შეერთებული […]

გიორგი ვაშაძე – კობახიძე, მოდი აბა, დებატებზე თუ არ გეშინია სიმართლის

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე და “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ – მინისტრს მიმართავს და დებატებში მონაწილეობას სთავაზობს. “ირაკლი კობახიძე მოდი აბა დებატებზე თუ არ გეშინია სიმართლის! სადაც გინდა და რომელ არხზეც გინდა!” – წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

პრემიერი – გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები

გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი ის იყო აქციის მთავარი ორგანიზატორი და „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი , ვინმე ზიბზიბაძე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს „გაცვეთილი რიტუალები“. მისივე თქმით, ქართული საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისათვის,რომ „იაფფასიანმა რიტუალებმა მასზე გავლენა […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს 13:50-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთში ცხრაკარის, რუსთაველის, არტნის, ლაშარის, კორსავას და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ირაკლი კობახიძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს ღირსების საკითხია – ჩვენ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ

რა თქმა უნდა, კანონთან დაკავშირებით პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს ღირსების საკითხია – საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ფინანსები გაუმჭვირვალეა, არასამთავრობო სექტორს დიდი ცდუნება აქვს, რომ საქმიანობა არასწორად წარმართოს. „რა თქმა უნდა, კანონთან დაკავშირებით პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს […]

ნათია თურნავა – Clearstream-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის Clearstream-ის ხელმძღვანელებს – იან ვილემსა და კრისტიან როსლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკისა და Clearstream-ის თანამშრომლობას როგორც სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის […]

კობახიძე: შეკრება დაიშალა ევროპული სტანდარტით – იყო 3 ინციდენტი, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა

კანონი, რომელიც არის ამჟამად არის მიღების პროცესში არის თავიდან ბოლომდე თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან, საპირისპირო არგუმენტები ვერავინ მოიყვანა. რაც შეეხება შეკრების დაშლას, ეს მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო 3 სამწუხრო ინციდენტი, როდესაც პოლიციას, ალბათ, უმტყუნა ნერვებმა. თუმცა, რაც შეეხება დაზიანებებს, 5 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დაზიანებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი […]

ირაკლი კობახიძე: კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პარლამენტში „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღებას. ის აცხადებს, რომ კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება. „სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის […]