“ჩამოდით, 1921 წელი მეორდება და აქ გვჭირდებით!” – ლომჯარია ემიგრანტებს

“მივმართავ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ სახელოვან მოქალაქეებს, ხელოვანებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს, ჩამოდით საქართველოში და დაგვიდექით ფიზიკურად გვერდით! 1921 წელი მეორდება ჩვენ თვალწინ და აქ გვჭირდებით!”

დასრულებული ჯერ არაფერია, პროცესი ივნისის ბოლომდე შეიძლება გაიწელოს – იურისტი რუსულ კანონზე

საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რა ეტაპებია კიდევ გასავლელი რუსული კანონის საბოლოოდ მიღებამდე მას შემდეგ, რაც ის „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო. როგორც სიმონიშვილი ამბობს, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება პროცესის დასასრული არაა და როგორც წინა წელს, შესაძლებელია, რომ მმართველ უმრავლესობას უკან დახევა აიძულონ. სიმონიშვილის თქმით, დაახლოებითი კალენდარი იმის, თუ როგორ შეიძლება ყველაზე სწრაფად […]

პარლამენტის შენობა მედიის წარმომადგენლებმა და აპარატის თანამშრომლებმა დატოვეს

პარლამენტის შენობა მედიის წარმომადგენლებმა და აპარატის თანამშრომლებმა დატოვეს. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, ჟურნალისტებმა შენობა იმიტომ დატოვეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო დღე დასრულდა. რაც შეეხება აპარატის თანამშრომლებს, პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, მათ შენობის დატოვება ურჩიეს, რადგან მოგვიანებით პარლამენტის მიმდებარე ქუჩები დაგეგმილი აქციის გამო გადაიკეტება. დღეს, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა […]

“რა? სად? როდის?”-ის 500-ზე მეტი მოთამაშე პარლამენტს მოუწოდებს, ჩააგდოს რუსული კანონი

“რა? სად? როდის?” მოთამაშეები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პარლამენტს, მეორე მოსმენით ჩააგდოს ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი. “არ გვეგონა, თუ 13 თვის შემდეგ იგივე განცხადების გავრცელება დაგვჭირდებოდა, მაგრამ ინებეთ: “ჩვენ, “რა? სად? როდის?” მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის […]

„საერთაშორის ამნისტია“: პოლიციამ, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა

„იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია იყო“, – აცხადებს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დევიდ კრივოშეევი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, „საერთაშორისო ამნისტიის“ დირექტორის მოადგილე. „რისი მოწმენიც გუშინ თბილისში გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მისი პრეროგატივაა […]

“გერმანიის ელჩს ჩემთან გადაემოწმებია… დადის ლელოსთან ერთად…” – რაში ადანაშაულებს გერმანიას კობახიძე

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე: გერმანიის ელჩმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სამივე შეხვედრაზე ჩვენ დელეგაციას უთხრეს, რომ ეს კანონი იყო ცუდი და არ უნდა მიგვეღო. პრეზიდენტთან შეხვედრას რაც შეეხება, კითხვა დასვა, პასუხი მიიღო, რეაგირებაც არ ჰქონია. ბუნდესტაგის პრეზიდენტმა დასვა კითხვები, თქვა, რომ მის კოლეგებს ჰქონდათ შფოთვა ამ კანონზე, გავუზიარე, ჩემი არგუმენტები, მანდ განაცხადა, გაგრძელდება მსჯელობაო. რაც […]

“ჩააგდეთ კანონპროექტი” – “რა? სად? როდის?” – 563 ხელმოწერა

კლუბის “რა? სად? როდის?” წევრების განცხადებას 563 მოაზროვნე აწერს ხელს: რა? სად? როდის? მოთამაშეების განცხადება! არ გვეგონა თუ 13 თვის შემდეგ იგივე განცხადების გავრცელება დაგვჭირდებოდა, მაგრამ ინებეთ: “ჩვენ, “რა? სად? როდის?” მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ […]

“პოლიციას, ალბათ, უმტყუნა ნერვებმა” – კობახიძე

რაც შეეხება შეკრების დაშლას, ეს მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო 3 სამწუხრო ინციდენტი, როდესაც პოლიციას, ალბათ, უმტყუნა ნერვებმა. თუმცა, რაც შეეხება დაზიანებებს, 5 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დაზიანებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. გუშინ, 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, რამდენჯერმე დაიწყეს, ბოლოს, დაახლოებით 00:30 საათისთვის. […]

ნოდია: “არა რუსულ კანონს” ლოგიკურად მოითხოვს ფორმულას “არა რუსულ მთავრობას”

“არა რუსულ კანონს” ამ დღეებში სწორი გზავნილია. მაგრამ ის არასაკმარისია. ის ლოგიკურად მოითხოვს ფორმულას “არა რუსულ მთავრობას”. გუშინ აქციაზე ხანდახან ესეც ისმოდა, მაგრამ არცთუ თანმიმდევრულად. შარშან კანონის გაწვევა მოხდა, მაგრამ ამას გაგრძელება არ მოყოლია. პარადოქსულია, მაგრამ, არაპირდაპირ, ამით ისევ „ქართულმა ოცნებამ“ იხეირა. ჩემი რწმენით, მარტის პროტესტების წარმატებამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი […]

უკრაინამ იერიში მიიტანა თათრეთში მდებარე რუსული ბომბდამშენების ავიამშენზე

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე საწარმოზე, სადაც Ту-22-ისა და Ту-160-ის ტიპის ბომბდამშენებს აწყობენ. ამის შესახებ ინფორმაცია РБК-Украина-ს საკუთარმა წყარომ მიაწოდა. როგორც უკრაინული მედია წერს, იერიშის სამიზნე იყო თათრეთის მთავარ ქალაქ ყაზანში მდებარე გორბუნოვის სახელობის ავიამშენი. წყაროების ცნობით, ავიამშენში აფეთქებების ხმა დილის საათებში გაისმა. როგორც ადგილობრივ მედიაში წერენ, აფეთქებამდე ამოქმედდა საჰაერო […]