პრემიერი ამტკიცებს, რომ სპორტსმენებს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და უსამშობლო ადამიანებს უჯერებენ

„ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც, ამ ორი დღის განმავლობაში, განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას ახორციელებდნენ, უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს, ზუსტად იგივე ადამიანები. მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ახლა, ამ ორი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ ზეწოლას […]
კვარაცხელიამ “ნაპოლის” დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

“ნაპოლის” საიტის ცნობით, დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ გასტროენტერიტის გამო ვერ ივარჯიშა. Calciomercato წერს, რომ სერიოზული არაფერია, კვარაცხელია, დიდი ალბათობით, ამ დღეებში ვარჯიშს განაახლებს და მალე მოახერხებს აღდგენას. ერთი სიტყვით, ყველაფერი უფრო ნათელი ხვალ გახდება. ნეაპოლური გუნდი იმედოვნებს, რომ ხვიჩა მწყობრში ჩადგება და 20 აპრილს “ემპოლისთან” ითამაშებს.
ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობის ფასი შემცირდა 2024 წლის 16 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 90.10 (-0,35) დოლარი/ბარელზე.
„Clearstream-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას“ – ნათია თურნავა

„Clearstream-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას“ – ნათია თურნავა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის Clearstream-ის ხელმძღვანელებს – იან ვილემსა და კრისტიან როსლერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკისა და Clearstream-ის თანამშრომლობას როგორც სავალუტო რეზერვების მართვის […]
ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცესი დაიწყო

მთიანი ყარაბაღიდან, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანმა გასული წლის ბოლოს აღადგინა, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. ეს ინფრომაცია კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა. თავდაპირველად ეს ცნობა აზერბაიჯანულ მედიაში 16 აპრილს გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ ეს პროცესი რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს. ყარაბაღში რუსეთის ჯარის ნაწილები სამშვიდობო მისიით 2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დადებული შეთანხმების შესაბამისად ჩადგნენ. თავდაპირველად […]
სამწუხაროა, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი, ნული არგუმენტი კანონის წინააღმდეგ
სამწუხაროა, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი, ნული არგუმენტი კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ღია დისკუსია იქნება […]
ყაზახეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „მასმედიის შესახებ“ კანონპროექტი

17 აპრილს გამართულ პლენარულ სხდომაზე ყაზახეთის პარლამენტის დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს მთავრობის კანონპროექტს „მასმედიის შესახებ.“ კანონპროექტის მიღებამ საზოგადოების წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია. გავრცელდა ცნობა, რომ დეპუტატების მიერ ცოტა ხნის წინ შემოთავაზებული ცვლილება „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტში არ შევიდა. კულტურისა და ინფორმაციის ვიცე-მინისტრმა, კანატ ისკაკოვმა 17 აპრილს საკანონმდებლო ორგანს დერეფანში ჟურნალისტებს უთხრა, რომ […]
ირაკლი კობახიძე – ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები არიან – ეს მარტივი ჭეშმარიტება კანონმაც უნდა დაადასტუროს!

ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან – ეს მარტივი ჭეშმარიტება კანონმაც უნდა დაადასტუროს! ტერმინი „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არის მშრალი ფაქტის კონსტანტაცია და ამის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის თქმით, ცდილობდნენ საზოგადოებისთვის “ყალბი თეზისის შეჩეჩებას“, […]
პრემიერი – სიტყვას გაძლევთ, არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე საჯაროდ ამბობენ – ჩვენ თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს არ დავიცავთ, დაგვემართება ის, რაც უკრაინას დაემართა, უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც

სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე საჯაროდ ამბობენ. თუ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ, საჯაროდ რატომ არ აცხადებენ ამას?, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმასთან დაკავშირებით, მიუთითებენ თუ არა საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლები კანონის არმიღებისკენ დახურული შეხვედრების დროს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა დარწმუნებული რომ […]
ქუთაისში, აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართა

ქუთაისში, აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართა. მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და კანონპროექტი გააპროტესტეს. მათი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, არის დისკრიმინაციული და ემსახურება „ენჯეოებისა” და მედიის წარმომადგენლების აგენტებად გამოცხადებას. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უკან გაიხმონ კანონპროექტი, რადგან ის არის რუსული და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიას. “რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, გაქრება ჩემი და შენი თავისუფლება. ამიტომ […]