პრეზიდენტი – პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!

პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პრეზიდენტის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი დღეს არ სრულდება. “პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა! ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!” , – განაცხადა პრეზიდენტმა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა – ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცავებს შორის დაპრიისპირება იყო. ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცავებმა აღნიშნეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა. შეგახსენებთ, რომ აქციის – “არა რუსულ კანონს” მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის […]
ანტირუსული აქცია რუსთაველის გამზირიდან მთავრობის კაცელარიასთან გადაინაცვლებს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიდმინარე მრავალათასიანი ანტირუსული აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის გაუქმებაა, გადაინაცვლებს მთავრობის კანცელარიასთან. ამის შესახებ აქციაზე ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ულტიმატუმის მიცემის შემდეგ განაცხადეს. „ჩვენთან ერთად მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად, წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს,“ — მიმართა აქციის მონაწილეებს ლევან ცუცქირიძემ. მისივე თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნა დაკავებულთა […]
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მივიდნენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილი კანცელარიისკენ დაიძრა. მათ შორის არიან ოპოზიციონერი დეპუტატები და პოლიტიკოსებიც. აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მომიტინგეების მიერ “ოცნებისთვის” მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. “დღესვე გაიტანონ ეს კანონპროექტი უკან”, – დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ამ შინაარსის განცხადებისთვის ერთი საათი მისცეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი კანცელარიასთან მივიდნენ. · 30 საათისთვის დაძაბულობაა კანცელარიასთან. […]
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულ პირს ცივი იარაღი, დანა ჰქონდა. „რად გინდოდა ბიჭო დანა“, – მიმართა სამართალდამცავმა დაკავებულ პირს. მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში ხმაურია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადმინისტრაციაში შესვლას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. აღნიშნულს პოლიტიკოსებს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ახლავს, ვინაიდან პოლიცია შეკრებილებს ამის საშუალებას არ აძლევს.
გიორგი ვაშაძე – კობახიძეს ვეუბნები: ნუ იმალები ამ შენობაში, პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ ნებისმიერ შენობაში – ამიტომ, გთხოვთ, ნუ დაგვიდგებით წინ და შევიდეთ შიგნით

კობახიძეს ვეუბნები: ნუ იმალები ამ შენობაში – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ვაშაძის თქმით, მათ აქვთ ორი კონკრეტული მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უკან გაიტანონ. „კობახიძეს ვეუბნები – ნუ იმალები ამ შენობაში [მთავრობის ადმინისტრაციის]. პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ […]
მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია – პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ითხოვენ, სამართალდამცავები კი მათ ამის ნებას არ აძლევენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურია. პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ითხოვენ, სამართალდამცავები კი მათ ამის ნებას არ აძლევენ. შეგახსენებთ, რომ აქციის – “არა რუსულ კანონს” მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1-საათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის ერთ-ერთი წამყვანის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ […]
ნიკა გვარამია – უნდა შევიდეთ ან ჩამოვიდეს, კობახიძეს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ, ხალხს ასე უნდა – მას უნდა ჩავხედოთ თვალებში

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის კანცელარიაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან დალაპარაკებას ითხოვენ. „უნდა შევიდეთ, ან აქეთ ჩამოვიდეს, ვისაც უნდა. მიზანი შესვლა და ლაპარაკია“, – ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პოლიციას, მთავრობის კანცელარიის წინ, კითხვაზე, თუ რატომ მიიწევდნენ აქციის მონაწილეები მთავრობის შენობის მიმართულებით. ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი […]
ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა, რომ შეწყდეს სადავო კანონპროექტის მიღების პროცედურები – მეუფე გრიგოლი
ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა, რომ შეწყდეს სადავო კანონპროექტის მიღების პროცედურები – მეუფე გრიგოლი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი სოციალურ ქსელში წერს: „სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა! ძვირფასო თანამემამულენო და თანამოქალაქენო, ქრისტესმიერ საყვარელო ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენი სამშობლო და მისი სახელმწიფოებრიობა, თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე, […]
„მას მერე, რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!” – ნიკა გვარამია

„მას მერე, რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!” – ნიკა გვარამია კანცელარიასთან მისულმა “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „კობახიძეს უნდა ჩავხედო თვალებში და უნდა დაველაპარაკო. დღეს მან პარლამენტის მერე განგვიცხადა, რომ საქართველო დაიხურა როგორც ქვეყანა. თუ არ შეგვხდება, თუ-ზე იფიქროს კობახიძემ… მორჩენილი ამბავია, თუ არ არსებობს, შეიცვლება ხელისუფლება. საქართველოს მიზანი და […]