შსს: დავაკავეთ 2 პირი – მოგიწოდებთ, არ განახორციელოთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში ამბობენ, დააკავეს აქციის ორი მონაწილე. ისინი მოუწოდებენ აქციის მოქალაქეებს, “არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები” “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, […]
ალეკო ელისაშვილი პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს

ფორმულას მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეების დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. ასევე, ჩანს, რომ დეპუტატს სახის არედან სისხლი მოსდის. აქციის მოქალაქეებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლეს, სადაც სიტუაცია სამართალდამცავებსა და შეკრებილებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.
როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს

როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს „ელემენტარულად, ვინ იხდის იმ ხმის გამაძლიერებელი აპარატურის საფასურს, რასაც აქციაზე იყენებენ და რაც ძალიან ძვირი ღირს? თუ ეს უცხოური დაფინანსებით ხდება, მოსახლეობას სრული უფლება აქვს, რომ იცოდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა […]
წელსაც ჩვენი ერთობით უნდა დავახევინოთ უკან – თამარ ჯაყელი

წელსაც ჩვენი ერთობით უნდა დავახევინოთ უკან – თამარ ჯაყელი “წელსაც ჩვენი ერთობით უნდა დავახევინოთ უკან”- წერს სოციალურ ქსელში კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ქციის ერთ-ერთი ლიდერი, ლგბტ აქტივისტი თამარა ჯაყელი. “პლენარულზე მიიღეს რუსული კანონი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ შარშანაც ასე მოხდა და მერე დაიწყო ხალხმრავალი აქციები. ახლა აქციები უკვე დაწყებულია და მუხტიც არის. შარშან 7-8 მარტის უმაგრესი მუხტის გამო […]
ზურაბიშვილი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, ხალმა სიმშვიდის მაგალითი ყველას მოგვცა

პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა! ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ თავდება ეს პროტესტი.
„პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!“ – სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა! ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ თავდება ეს პროტესტი”
„მიიღებენ კანონს და მიიღებენ რევოლუციას“ – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა: „მიიღებენ კანონს და მიიღებენ რევოლუციას. რამდენი ხანია თამარ ჩარკვიანი ამას ამბობდა და ხო ღლიცინებდნენ?! დღეს მიხარია, რომ მთელი ოპოზიცია შევიკარით. მიხეილ სააკაშვილმა რაც თქვა, ერთადერთი გამოსავალი – ძალა ერთობაშია. მე ვარ მომხრე მხოლოდ რევოლუციით არ გადავაბარებინოთ ქვეყანა, თუ ამაზე წავლენ. ძალიან დიდი რაოდენობის ახალგაზრდობაა […]
ლევან ხაბეიშვილი კანცელარიაში შეიყვანეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კანცელარიაში შეიყვანა.
„ალეკო არის პროვოკატორი და ის განრიდებულია“ – პოლიცია
ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა კანცელარიის ტერიტორიიდან გაიყვანეს – ამის შესახებ “პირველებთან” კანცელარიასთან მყოფი პოლიციელები აცხადებენ. ალეკო არის პროვოკატორი და ის განრიდებულია”, – ამბობს პოლიცია. ცოტა ხნის წინ ალეკო ელისაშვიმა კანცელარიასტან განაცხადა: ძალიან გაბრაზებული ვარ, ვიცი, რომ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდე. თამაზ გინტური მოჰვიკლეს, პასუხი ვერ გავეცით. დამნაშავეები იქდან ვერ ჩამოვათრიეთ დადის ლაძარ და არხეინად. ოთხოზორია საზღვარზე […]
,,”მოსახლეობის 80% ევროპული მომავლის მომხრეა” – სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ France 24 English-თან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც France 24 English-ს მისცა. ინტერვიუში საუბარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც “რუსული კანონის” ხელახალ დაბრუნებას და დამტკიცებას უკავშირდება. – მოხარული ვარ, რომ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი როლი საქართველოში ძირითადად ცერემონიალურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შიდა ქართულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში უფრო ღრმადაა ჩართული. გასულ […]