უილსონი: “გვინდა პატივი მივაგოთ ქართველ ხალხს მათი გამბედაობისთვის”

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, ახალი შემადგენლობით ფიცი დადო და მუშაობა განაახლა და საქართველო კვლავ მისი ყურადღების არეალში რჩება, სადაც უმრავლესობა ორივე პალატაში რესპუბლიკელებს აქვთ. რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა, წარადგინა თავისი თანაავტორობით ინიცირებული “მეგობარი” აქტი თავიდან.

რამდენი დაუჯდა საახალწლო სუფრა ოჯახებს

თბილისში საახალწლო სამზადისმა ჩაიარა. 5 დღის წინ, 2024 წლის 31 დეკემბერს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პროდუქტები აგრარულ ბაზარში იყიდა, თუმცა წელს თბილისის ბაზრებში არც ისე ბევრი ხალხი იყო. საახალწლო სამზადისის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები ამბობენ, რომ ფასები გაზრდილია და საახალწლო სუფრა წელს უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე შარშან. „რა გითხრათ, ვისაც რა საშუალება აქვს, ისე ყიდულობს საახალწლოდ პროდუქციას. […]

ჯო უილსონი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ – საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს. „სიტყვა „megobari“ ქართულ ენაზე „მეგობარს“ ნიშნავს და ეს კანონპროექტი აშშ-სა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას ასახავს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს თავისუფლებას ძირი გამოუთხაროს. თავისუფალი […]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. სააგენტოს ცნობით, პატრიარქის სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა, ასევე, ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების რიცხოვნობის ზრდა, ახალი წმინდანების კანონიზირება და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის, წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. „დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის […]

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები – განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში – ფასდაუდებელია მისი შრომა და თავდადება

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და მისი მეუღლის მილოცვას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც განცხადებაში წერია, ილია II-ს ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში განუზომელია. „დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, […]

შსს – 2024 წელს, მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126% -ით აღემატება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაძევების პროცედურის ფარგლებში, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან. „შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, […]

ივანიშვილი ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს – ჯერი კონოლი და მაიკ ტერნერი

კონგრესმენებმა ჯერი კონოლიმ (დემოკრატი – ვირჯინია), მაიკ ტერნერმა (რესპუბლიკელი – ოჰაიო), განცხადება გაავრცელეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მიესალმებიან. „ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა რუსეთის ერთპარტიულ ავტორიტარიზმის მოდელთან, მიიღო „უცხოელი აგენტების“ კანონი, იძალადა დემონსტანტებზე და შეაჩერა მოლაპარაკებები […]

საქართველოს პატრიარქი 92 წლის გახდა – ივანიშვილი და კობახიძე ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს. “თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალითა და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა იმ სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა. დაე, კვლავ დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა. გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის […]

აშშ-მა უკრაინას დამატებით 2.5 მილიარდის ოდენობის დახმარება დაუმტკიცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად მორიგი ფინანსური პაკეტი დაამტკიცა. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ფინანსური პაკეტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარია. ჯო ბაიდენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა ხელს შეუწყობს უკრაინას, უკეთ დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. დახმარების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. ესაა 1.25 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება და 1.22 მილიარდი დოლარის […]

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა დანიისგან დამოუკიდებლობის სურვილი გამოაცხადა

გრენლანდიის მთავრობის მეთაური მუნე ეგედე კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრეა. მისი სიტყვები გაჟღერდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ტრამპმა შესთავაზა გრენლანდიის გამოსყიდვა დანიისგან. სხვათა შორის, ეგედემ მაშინ ტრამპის პასუხად თქვა, რომ კუნძული არ იყიდება, თუმცა, ახლა Politico-ს ინფორმაციით, გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა, მუნე ეგედემ გამოაცხადა, რომ სურს მიაღწიოს კუნძულის დამოუკიდებლობას დანიისგან. „დროა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის“, – თქვა […]