რომის გალერეაში „PALAZZO VELLI EXPO“ გამოფენა „მონა ლიზას ღიმილი – იტალია“ გაიმართა

18-19 ივლისს, იტალიაში, რომის გალერეაში „PALAZZO VELLI EXPO“ გაიმართა გამოფენა „მონა ლიზას ღიმილი – იტალია“. გამოფენაში მონაწილეობდა 23 ქართველი ხელოვანი როგორც საქართველოდან, ისე იტალიიდან, ამერიკიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე მხატვრების ხელოვნების ნიმუშები. „მონა ლიზას ღიმილი“ დღემდე მსოფლიოსთვის ამოუცნობი და იდუმალია, ჩვენი კონცეფციაც სწორედ ამ იდუმალ ხელოვნების ნიმუშს ეძღვნება, ამაყები ვართ წარმოვადგინოთ […]

მოლდოვაში არ შეუშვეს პრორუსული ორიენტაციის სომეხი ბლოგერი

სომეხი ბლოგერი მიკა ბადალიანი, რომელიც დევნილობაში მყოფ პრორუსული ორიენტაციის მოლდოველ ბიზნესმენ ილან შორთან არის დაახლოებული, გასულ კვირაში არ შეუშვეს მოლდოვაში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური იტყობინება ორშაბათს. ბადალიანს უფლება არ მისცეს, ერევნიდან მოლდოვაში ჩაფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოსულიყო. მან განაცხადა, რომ სურდა გაემართა რუსული ფონდი „ევრაზიის“ ღონისძიება, რომლის მიზანია, მოლდოვის მოქალაქეების ინფორმირება „ევროკავშირში გაწევრიანების ნაკლებისა“ და […]

არჩევნების გაყალბებაზე წინასწარ საუბარი უტვინობის ბრალია – ვახტანგ მეგრელიშვილი

შენ თუ ჯერ არ მოგიყოლია საზოგადოებისთვის, წინასაარჩევნოდ რას ჰპირდები მოსახლეობას, მზადება იმისთვის, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, პასუხობს იმას, რომ არჩევნებში გამარჯვების ნაკლები იმედი გაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მეგრელიშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელმაც სასამართლო პროცესზე დღევანდელი ჩართვისას განაცხადა: „ჩვენ, ასობით ათასი ადამიანი უნდა მოვემზადოთ დღეების, კვირების, […]

გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს – „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი

“გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებლის, ქეთი კვიჭიძის განცხადებით, მსოფლიოში ქართული გასტრონომიის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. ამის შესახებ კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. “გასტრონომიული ტურიზმი ზოგადად, მთელ მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადი გახდა. მით უმეტეს, საქართველოში, რადგან ამ მხრივ ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, მრავალფეროვანი გასტრონომია გვაქვს. […]

მოგვიწევს საქმიანობის შეჩერება. „უცხო ძალის“ იარლიყით სამინისტროებში ვერ მივალ – მურმან მარგველაშვილი

ანალიტიკური ცენტრი „საერთაშორისო გამოცდილება – საქართველო“, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ანუ ე.წ. „რუსული კანონის“ მოქმედების ქვეშ ექცევა, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას არ აპირებს. ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) არის დამოუკიდებელი, არამოგებიანი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შეზღუდვა მცხეთა-მთიანეთის სოფლებს შეეხება. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ივლისს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, წეროვანი, ნატახტარი, ხოლო 15:00 საათიდან 18:00 […]

ლადო მგალობლიშვილი – ოპოზიცია ცდილობს, დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ოპოზიცია ცდილობს, დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” ლადო მგალობლიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „ედისონ რისერჩის” კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა. „გუშინ, ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ წარმოადგინა ,,ედისონ რისერჩის” მიერ მომზადებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის რეალური მიზანია წინასაარჩევნოდ შექმნას […]

საუთპორტში, დანით შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ საუთპორტში, დანით შეიარაღებულმა პირმა 8 ადამიანი დაჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მერსისაიდის პოლიციის ცნობით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა და თავდამსხმელი უკვე დააკავეს. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გზა SME ბიზნეს პორტფელიდან მსხვილ კორპორაციამდე – “იმერისა” და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია

ავეჯის მასალებისა და აქსესუარების კომპანია “იმერი” ადგილობრივ ბაზარზე ოციოდე წლის წინ გამოჩნდა და, მას შემდეგ, კერძო პირებსა თუ ავეჯის მწარმოებელ კომპანიებს საჭირო ნედლეულით ამარაგებს. ამასთან ერთად, “იმერმა” რამდენიმე წელია, თავადაც დაიწყო ავეჯის წარმოება და მომხმარებელს, რბილ ავეჯთან ერთად, ავეჯის ყველა იმ სახეობას სთავაზობს, რომელიც მერქანბურბუშელოვანი და მერქანბოჭკოვანი ფილებისგან მზადდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ “იმერში” წარმოებულ თუ […]

გატაცება სოფელ კაბალიდან – ახალი დეტალები

გატაცება სოფელ კაბალიდან – თელავის პოლიციის თანამშრომლები 23 წლის გუნელ გასანოვას მთელი კახეთის მასშტაბით ეძებენ. “პირველების” ინფორმაციით, ახალგაზრდა 28 ივლისს, საღამოს 7 საათზე იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ახალგაზრდა გოგო ბებიასთან ერთად საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. როგორც მეზობლები “პირველების” კორესპონდენტს უყვებიან, სწორედ ქუჩაში სეირნობის დროს გოგოს ახლობლად “მერსედესის” მარკის ვერცხლისფერი ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც სამი […]