გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შეზღუდვა დუშეთის რაიონის სოფლებს, სოფელ დიღომსა და მცხეთას შეეხება. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, […]

მიხეილ სარჯველაძე – დადასტურდა, რომ რაც ამ ხნის განმავლობაში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მიაწოდა, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა – მას სხვა გათვლები და იმედები ჰქონდა

აბსოლუტურად მიუკერძოებლად და უმაღლესი სტანდარტის მიხედვით დადასტურდა, რომ ის რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მიაწოდა, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის შეფასებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისთვის სამწუხაროა. “მას სხვა გათვლები და იმედები ჰქონდა – შეეცდებოდა რაღაც ფორმით […]

1 აგვისტოდან, ე.წ. აგენტების კანონით გათვალისწინებული რეგისტრაცია დაიწყება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ უკვე მზად აქვთ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება… ყველაფერი [ტექნიკური ბაზა] მზად არის… თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, იცით თქვენ შესაბამისი […]

ვინ, სად, რისგან, როგორ და როდის უნდა გაფრთხილდეს? – ხუთუცნობიანი განტოლება შსს–გან

შსს–ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი, მოსახლეობას ისევ ტექსტური შეტყობინებებით აფრთხილებს და წერს, რომ საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, მოსახლეობას კი მოუწოდებს სიფრთხილისკენ. შსს ისევ არ წერს, კონკრეტულად რომელი რეგიონების მაცხოვრებლები უნდა გაფრთხილდნენ, ან როგორ უნდა გაფრთხილდნენ, ზოგი, ალბათ, სახლიდან არ უნდა გავიდეს, ზოგი, პირიქით, სახლში არ უნდა დარჩეს, თუმცა, ვის ეხება, რას აკეთებს სახელმწიფო […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ მერაბ ახობაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მერაბ ახობაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „ბატონო მერაბ, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სახელით, გილოცავთ 80 წლის იუბილეს. გისურვებთ წარმატებებს, მხნეობას და კეთილდღეობას ოჯახთან ერთად. დღევანდელი დღე გვაძლევს საშუალებას ორმაგად […]

როგორი ამინდი იქნება 31 ივლისს?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში – ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (აჭარის, […]

დედოლარიზაციის კუთხით გამოწვევები რჩება – ნათია თურნავა

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით დედოლარიზაციის მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება, თუმცა როგორც სესხების, ისე დეპოზიტების ნაწილში პროგრესი არის. ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ლარში დენომინირებული დეპოზიტების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია და 6 თვის მონაცემებით, 3-ჯერ და მეტად აღემატება უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპს. „მცირე ზომის ღია ტიპის […]

მეზვრიშვილი პროკურატურას პაპუაშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილის მიერ „წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე“. „დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია არჩევნების ძალადობისგან თავისუფალი გარემოში ჩასატარებლად“, — განაცხადა მეზვრიშვილმა. „პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ არის დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი. „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ აღნიშნული […]

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა

„ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მისივე განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე იმსჯელა და არა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. კუპრაძის თქმით, პოლიტიკური მოცემულობა კი მარტივია: “ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. ქვეყანამ, ვის […]

ბრიტანეთში, ცეკვის სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გუშინ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად დაშავებული ცხრა წლის გოგონა დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. გუშინ დაღუპული ორი ბავშვის ასაკი ექვსი და შვიდი წელია. BBC-ის ცნობით, დაშავებული ხუთი […]