სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

“ევროპის მომავალი” – ამ სახელწოდებით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში მოსმენა გაიმართება. სხდომას დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინ უხელმძღვანელებს და კანონმდებელთა კითხვებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი უპასუხებს.

ისრაელმა ბეირუთში “ჰეზბოლას” პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელი ადასტურებს, რომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლას” ერთ-ერთ მეთაურზე იერიში მიიტანა და ეს იმ სარაკეტო თავდასხმაზე შურისძიება იყო, რომელიც 3 დღის წინ მოხდა და 12 ბავშვი და მოზარდი იმსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” წყაროების ცნობით, აფეთქების მსგავსი ხმა საღამოს 7:40 საათზე გაიგონეს სწორედ იმ სამხრეთულ უბანში, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური შეიარაღებული დაჯგუფების გამაგრებული […]

ტატო გრიგალაშვილი – ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე, ძალიან საწყენია – ფინალი ვიჭიდავე, მაგრამ ფერი აკლია მედალს

ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე, ძალიან საწყენია , – ამის შესახებ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ტატო გრიგალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბევრისთვის წარმატება და საოცნებოა ოლიმპიადაზე მოხვედრა, თუმცა მის მედალს ფერი აკლია. „ნაწყენი ვარ იმ მხრივ, რომ ვგეგმავდით, მე და ჩემი გუნდი მზად ვიყავით ოქროსთვის, ოქროსთვის უნდა გვებრძოლა. ასეც ვქენით, თუმცა ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა […]

ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში – იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში

ბრიტანეთის ახლად დანიშნული ელჩი გარეტ უორდი, საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბოდლის ბიბლიოთეკას ესტუმრა, სადაც უორდროპისეულ კოლექციაში მე-17 საუკუნის ვეფხისტყაოსნის ორი ხელნაწერი ინახება. გარეტ უორდმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ქართულ ენაზე მიმართავს. „მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გარეტი, დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში. მალე დავიკავებ ჩემს თანამდებობას თბილისში, მაგრამ ახლა ვიმყოფები ოქსფორდში, ბოდლის […]

კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ჰამასის ლიდერთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც მეჯლისში (ირანის პარლამენტი) გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ინაუგურაციიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ კობახიძე ღონისძიებას ჰამასის ლიდერთან ისმაილ ჰანიასთან ერთად დაესწრო. მანამდე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძე ირანის პრეზიდენტს პირისპირაც შეხვდა, რა დროსაც მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. კობახიძესთან ერთად […]

„ჯეიმი ოლივერის მაყურებლებს შესაძლებლობა აქვთ მედია პლატფორმებით იმოგზაურონ საქართველოში, რაც ბევრ ტურისტს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში“ – მაია ომიაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ცნობილმა შეფ-მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა ონლაინ პლატფორმებით საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ქართული კერძების შესახებ ვიდეოების, სთორებისა და ფოტოების გავრცელება დაიწყო. კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. „ბრიტანულ მედიაში უკვე დაიწყო ცნობილი შეფ-მზარეულის ჯეიმი ოლივერის კამპანია. როგორც იცით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ის საქართველოს სტუმრობდა, გაეცნო ადგილობრივ გასტრონომიას, […]

„ღვინის ექსპორტში აშშ-ს, დაახლოებით, 1% უჭირავს, თუმცა ჩვენი საოცნებო ბაზარია“ – შალვა ხეცურიანი

ჩვენს ღვინის ექსპორტში ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაახლოებით, 1% უჭირავს, თუმცა ჩვენი საოცნებო ბაზარია, – ამის შესახებ სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თუ საქართველო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ბაზრებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ღვინოების შეთავაზებას შეძლებს, ის ყველგან წარმატებული იქნება. „არსებობს ორი პარალელური სამყარო. ერთი არის ის, რასაც ჩვენ ე.წ. ტრადიციულ ბაზრებს […]

მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის

მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება […]

დარწმუნებული ვარ, იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს აჩუქეს, გააგრძელებთ თქვენი წარმატებებით ოლიმპიადაზე

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და სპორტსმენებს სიტყვით მიმართა. „მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას. დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს სპორტსმენებს. აქ შეხვედრაზე არიან ჩვენი ვეტერანი სპორტსმენები. მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ […]

თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ყველა ჩვენგანისთვის – პრემიერი ქართველ ოლიმპიელებს

ქართული სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სპორტის გუნდურ სახეობებში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი ოლიმპიური […]